რომის კათოლიკური ეკლესია იზიარებს რომის პაპის ნულოვან ტოლერანტობას კათოლიკური ეკლესიის შიგნით პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომის პაპის – ფრანცისკეს ნებართვით შინაპატირობაში აიყვანეს 66 წლის არქიეპისკოპოსი იოზეფ ვესლოვსკი, რომელიც ბრალდებულია დომინიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირის მრავალჯერად დამყარებაში; არქიეპისკოპოსი დიდი ხანი იყო დანიშნული ამავე რესპუბლიკაში ელჩად.

შინაპატიმრობამდე ყოფილი ელჩი და არქიეპისკოპოსი შიგა საეკლესიო სასამართლომ დასაჯა და ის ერისკაცის დონემდე დაიყვანა, რომის პაპის პირადი მითითებით ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იქნება  გატარებული პედოფილიაში ბრალდებულ სასულიერო პირებისადმი.

ეს იყო პირველი მოვლენა, როდესაც საერო ხელისუფლების მიერ მოხდა კათოლიკე სასულიერო მაღალი იერარქიის პირის დაკავება პედოფილიის ბრალდებით.

მსგავსი ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მიმართული მაფიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ სასულიერო პირების მიმართ; რომის პაპმა ივნისის ბოლოს “მაფიას (ნდრანგეტა) ბოროტის თაყვანისცემა უწოდა” 

დოკუმენტები:

დომინიკის რესპუბლიკის ერთერთი ცნობილი ჟურნალისტი ნურია პიერა ინტერვიუს იღებს ერთერთ მსხვერპლ არასრულწლოვანისაგან

ვატიკანის ოფიციალური წყარო :  Pope wants rigor in child abuse cases as former Nuncio placed under house arrest

იტალიური გაზეთები: http://www.corriere.it ; http://www.repubblica.it/