ახალგაზრდობის მსოფლიო დღე (JMJ – jornada mundial da juventude – World Youth Day ) ბრაზილიაში 23 ივლისს დაიწყო და 28 ივლისამდე გასტანს, ეს დღეები კი საყოველთაო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც მძიმე სოციალური მდგომარეობის და კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული, ერთერთ ეკლესიაში სადაც პაპი ხვალ უნდა მივიდეს პატარა თვითნაკეთი ბომბიც იპოვეს, ამ ყველაფრის გამო იქ , თავისი პირველი საერთაშორისო მოგზაურობით ახლადჩასულ რომის პაპ ფრანცისკეს შესთავაზეს ბრონირებული მანქანით ევლო, მიუხედავად ამისა, როგორც რომში, ისე რიოშიც რომის პაპი ღია მანქანით გადაადგილდება, რომის პაპმა ბრაზილიელ შეფ-მზარეულებსაც სთხოვა, რომ მის კვების რაციონში არ შეეტანათ ძვირადღირებული დელიკატესები, ის უბრალო საჭმელს ამჯობინებს, მან იქ ჩაფრენაც ჩვეულებრივი რეისით გადაწყვიტა.
ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ითქვა, რომ ყველაზე დიდი საერთო მტერი არის სოციალური უთანაბრობა, პაპმა ფრანცისკემ კი აღნიშნა, რომ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდეს, დიდი საშიშროებაა ჩამოყალიბდეს უმუშევართა თაობა.
ახალგაზრდობის მსოფლიო დღე (იტალიურად Giornata mondiale della gioventù ანუ მოკლედ GMG ან ინგლისურად WYD (World Youth Day)) დაარსებულ იქნა ახალგაზრდების ინიციატივითა და კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით, მას საფუძველი ჩაეყარა რომის პაპ იოანე-პავლე მეორეს მიერ იგი ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ იმართება დიდ კათოლიკურ ქვეყნებში, პირველი ორი ფესტივალი ჩატარდა რომში, 1984 და 1985 წწ.ში, რომელთაც ნახევარ მილიონამდე ახალგაზრდა ესწრებოდა, ამდ -ს (ახალგაზრდობის მსოფლიო დღე) ორჯერ მეტი დაესწრო ორი წლის შემდეგ ბუონოს აირესში, არგენტინა, შემდგომ ჩატარდა ესპანეთში (1989 წელი, ესწრებოდა 600.000 ადამიანი) , პოლონეთში (1991 წელს, ესწრებოდა 1,800.000 ადამიანი) , აშშ-ში (1993 წელს, ესწრებოდა 1,000.000 ადამიანი) , ფილიპინებში (1995 წელს, ესწრებოდა 5,000.000 ადამიანი, ყველაზე მრავალრიცხოვანი) , საფრანგეთში (1997 წელს, ესწრებოდა 1,200.000 ადამიანი) , ისევ რომში (2000 წელს, ესწრებოდა 2,500.000 ადამიანი), კანადაში (2002 წელს, ესწრებოდა 800.000 ადამიანი), გერმანიაში (2005 წელს, ესწრებოდა 1,200.000 ადამიანი), ავსტრალიაში (2008 წელს, ესწრებოდა 500.000 ადამიანი), ისევ ესპანეთში (2011 წელს, ესწრებოდა 2,000.000 ადამიანი) და ახლა მიმდინარეობს ბრაზილიაში; ყოველ ფესტივალს აქვს თავისი დევიზი, რომელიც სახარებიდაა აღებული, მიმდინარე ამდ-ის დევიზია მათეს სახარების 28 თავის 19 მუხლი “წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი.”









