სირიის უმაღლესმა მუფტიმ აჰმად ბადრედდინ ჰასუნნმა “ინტერფაქს-რელიგიასთან” ინტერვიუში განაცხადა:” ყოველგვარი ეჭვის გარეშე მინდა გითხრათ, თუ დაეცემა სირია, დაეცემა რუსეთიც! ისინი ვინც ჩამოვიდნენ სირიაში ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, შემდეგ მოუნდებათ უკან დაბრუნება თავიან სამშობლოში. მათ მხოლოდ სირიელი ქრისტიანების განადგურება არა აქვთ მიზნად, არამედ მათი მიზანია გაანადგურონ ყველა ვინც არაა დასავლეთთან (ევროპა, აშშ, მოკავშირენი-ს.ფ.), რადგან მათი ქმედება იმართება ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან.”
მისი სიტყვებით დასავალეთმა დაიწყო ექსტრემისტების (იგულისხმება ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მეამბოხეები-ს.ფ.) შეირაღება, და ერთერთი პირველი იარაღი მათთვის არის ინფორმაციული იარაღი “ალ – ჯაზირას” სახით, რომელსაც აქვს მაუწყებლობა რუსეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხ ენაზე ვრცელდება:თათრულად, რუსულად, ჩეჩნურად და თურქულად.
“ეს იმისათვის კეთდება – აღნიშნა მან – რომ გამოიწვიონ შიგა ომები რუსეთში. მათი ძირითადი იდოლოგემა* იქნება შემდეგი: რუსეთი ამდენი წლის განმავლობაში დევნიდა მუსულმანებს, მათ ოკუპაციას ახდენდა, იკავებდა მათ მიწებს, და დღეს აუცილებელია შური ვიძიოთ რუსეთზე და მსგავსად ჰოლოკოსტისა, ვაგებინოთ მას პასუხი, და ისინი ჩააგონებენ რუს საზოგადოებას, რომ ახლა რუსეთში ნეოსტალინიზმია.”
მან გამოთქვა აზრი, რომ მოსკოვში გიამართოს კონფერენცია, რომლის მონაწილეები გამოვლენა ვაჰაბიზმის წინააღმდეგ.
“პატრიარქმა კირილემ და პრეზიდენტმა პუტინმა, უნდა დააჩქარონ ამ კონფერენციის მოწვევა მოსკოვში. მე ჩამოვალ და მოვყვები რა ხდება სირიაში, რა გააკეთეს აქ ექსტრემისტებმა. აუცილებელია რომ რუსეთი და მისი მეზობლები ბოროტებისაგან დავიცვათ” – განაცხადა ა.ბ ჰასსუნმა.
“მე მზად ვარ მოვიარო (რუსეთის) თხუთმეტივე რეგიონი, ვიმუშავო კვირაში შვიდივე დღე და დღე-ღამეში 24 საათი, რათა თითოეულ იმამს ვესაუბრო და პირადად გავაფრთხილო მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რაც ელის რუსეთს სირიის მოვლენებიდან გამომდინარე. მე ასევე მოხარული ვიქნები თუ შევხვდები მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს, რათა ვესაუბრო და ვიპოვოთ საშუალება, როგორც წინაღვუდგეთ იმ ბოროტებას, რომელიც რუსეთს ემუქრება” – განაცხადა მუფტიმ.
დამასკო, სირია
14 ივნისი, 2013
___
* იდოლოგემა – პოლიტიკური ტერმინი, რომელიმე იდეოლოგიური სისტემის ნაწილი
წყარო: http://www.pravoslavie.ru
სიახლე სპეციალურად საიტისათვის თარგმნა სერგო ფარულავამ










