ISIS-ის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყის პროვინციაში, მოსულში, ააფეთქა უძველესი ქრისტიანული მონასტერი.
მარ-ბენჰამის მონასტერი აშენდა IV საუკუნეში, ასურელი მეფის სენქარებომის მიერ. მან თავისი შვილები (ბენჰამა და სარა) მოკლა იმის გამო, რომ მათ ქრისტიანობა მიიღეს. შემდგომ სინანულის ნიშნად, მათ სახელზე ეს მონასტერი ააშენა. ტერორისტებმა ეს ტაძარი გასული წლის ივლისში ჩაიგდეს ხელში.
ამის შემდეგ, იუნესკომ მოუწოდა საგანგებო სხდომები ჩაეტარებინა გაეროს ერაყში კულტურული მემკვიდრეობის შენახვის შესახებ. ორგანიზაციამ ასევე წერილი მიწერა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს.
ISIS დაჯგუფება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა მსოფლიოსთვის. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიხედვით, დაჯგუფებაში დაახ. 30 000 მებრძოლია.










