]ფრთხილად, ინტერნეტში ვრცდელდება მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია!

ამ ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში ვრცელება ე.წ. დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებმა (მათ შორის, ათონის მთის წამომადგენელმა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა) 2014 წ. 25-29 ივნისს სტრასბურგში ხელი მოაწერეს “საერთაშორისო მემორანდუმზე”, რომლის პრინციპებიც თითქოს უნდა განხორციელდეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში 2016 წლის მაისიდან, ვიდრე 2020 წლის აგვისტომდე. ტექსტი სავსეა ოდიოზური და ყოვლად კურიოზული დეზინფორმაციებით და შეცდომებით. რა თქმა უნდა, ამ ყალბი „დოკუმენტის“ შემთხვზველთა ერთადერთი მიზანია საეკლესიო საკითხებში ჩაუხედავი, ან მიამიტი მკითხველი შეიყვანოს შეცდომაში, დაუკარგოს პატივისცემა წმინდა ეკლესიის იერარქიისადმი და უბიძგოს ურწუნოებისკენ. ეს არის მავანთა მიერ ჩადენილი შეგნებული ყალბისმქმნელობა წმინდა ეკლესიის დისკრედიტაციის და დამცირებისათვის. სამწუხაროდ, მსოფლიოში ასეთი ძალები მრავლად არიან დღეს. გვახსოვდეს წმ. მოციქულისა და ღვთისმეტყველის იოანეს სიტყვები:“საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად “ (1 იოანე, 4,1).

იხ: http://iverioni.com.ge/15875-zviad-nodia-ras-malavs-merve-msoflio-kreba.html

http://apocalypse.ge/usjuloebis_saidumlo_gamaognebeli_dokumenti.html