სააგენტო ПРАВМИР- ის ცნობით, 22 აპრილს, გამთენიისას, ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს გარეუბანში, გატაცებულ იქნენ: მიტროპოლიტი პავლე იაზიგი (ანტიოქიის ალეპოს სამთავარეპიკოპოსო ეპარქია), დოქტორი პატროლოგიაში, რომელიც გახლავთ ასევე  ამჟამინდელი ანტიოქიელი პატრიარქის – იოანე Х ღვიძლი ძმა, მასთან ერთად გაიტაცეს მთავარეპისკოპოსი მარ გრიგორი იბრაჰიმი (სირიის მიაფიზიტური ეკლესიის იერარქი), მძღოლი კი  მოკლეს.

SANA-ს სააგენტოს ცნობით:”ტერორისტებმა ეპისკოპოსთან მანქანას სოფელ კფარ დაელთან დაესხნენ თავს, მანქანიდან მძღოლი გადმოათრიეს და ეპისკოპოსები შეიპყრეს”, ბერძნულ-მართლმადიდებლური ეპარქიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია იუწყება AFP.

ალეპოს  ქრისტიანული მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით,  მთავარეპისკოპოსმა იბრაჰიმმა  მიტროპოლიტი პავლე  წამოიყვანა  თურქეთ-სირიის სასაზღვრო პუნქტიდან ” ბაბ-ალ-ხავა”-დან.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქრისტიანები სირიაში მხოლოდ 5% შეადგნენ…

წყარო: http://www.pravmir.ru 
მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ

პ.ს. და ბოლოს უცვლელად გთავაზობთ სამენოვან, ინგლისურ-არაბულ-ბერძნულ ლოცვას, რომელიც  ბერძნულ-მართლმადიდებლურ სივრცეში გავრცელდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ პავლეს განთავისუფლებისათვის და შემოგთავაზებთ ამ ლოცვის მოკრძალებულ ქართულ თარგმანს :

My LADY, THEOTOKOS, PROTECT YOUR SON & SERVANT; HIS EMINENCE METROPOLITAN OF THE ORTHODOX CHURCH OF ALEPPO & ISKENDERUN k.k. PAUL YAZIGI & PRAY TO YOUR SON & LORD TO LEAD HIM BACK SAFE TO HIS PARISH & SPIRITUAL CHILDREN!!

ياوالدة الاله سيدتي، احفظي ابنكِ وعبدكِ، سيادة المطران بولس يازجي، مطران حلب واسكندون للروم الارثوذوكس وتشفعي الى ابنك والهك ان يعيده بنعمته سالماً لرعيته وأولاده الروحيين!

ΠΑΝΑΓΙΑ ΚΑΙ ΘΕΟΤΟΚΕ ΜΟΥ, ΠΡΟΣΤΑΤΕΨΕ ΤΟΝ ΓΙΟ ΚΑΙ ΔΟΥΛΟ ΣΟΥ, ΤΟΝ ΣΕΒΑΣΜΙΟΤΑΤΟ ΜΗΤΡΟΠΟΛΙΤΟΥ ΧΑΛΕΠΙΟΥ ΚΑΙ ΑΛΕΞΑΝΔΡΕΤΤΑ, κ.κ. ΠΑΥΛΟ YAZIGI ΚΑΙ ΠΡΕΣΒΕΥΕ ΣΤΟΝ ΓΙΟ Κ ΘΕΟ ΣΟΥ ΝΑ ΤΟΝ ΕΠΙΣΤΡΕΨΕΙ ΚΑΛΑ ΣΤΗΝ ΕΚΚΛΗΣΙΑ ΚΑΙ ΤΑ ΠΝΕΥΜΑΤΙΚΑ ΤΕΚΝΑ ΤΟΥ!!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, დედაო ჩვენო, დაიცავი შენი მსახური და შვილი ალეპოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე იაზიგი, ევედრე ძესა შენა და უფალსა ჩვენსა, რაითა მშვიდობიანად დაუბრუნდეს მის სამწყსოს და მის სულიერ შვილთ!