ცენტრალურ იტალიაში საშინელი მიწისძვრის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა, თითქმის  მთლიანად დაინგრა ულამაზესი შუასაუკუნეების ქალაქი ამატრიჩე, მნიშვნელოვნად დაზიანდა იტალიის ცენტრის სხვა ქალაქები.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სამძიმარს უცხადებს იტალიელ ხალხს და უერთდება იტალიაში მოღვაწე მართლმადიდებელი ეკლესიების საერთო სამძიმრის წერილს. 

ამ დღეებში გავრცელდა იტალიისა და მალტის მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტ გენადიოსის (მსოფლიო საპატრიარქო) წერილი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასადმი: “გლოვასა და ლოცვაში ჩვენი იტალიისთვის” , ხოლო მართლმადიდებელი მოძღვრებისა და სამრევლოების დიდი ნაწილი ჩაერთო საქველმოქმედო აქციებში დაშავებულთა დასახმარებლად, იტალიისა და მალტის  ეპარქიის მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ინფორმაციაც გავრცელდა, თუ როგორ შეიძლება იტალიელი ხალხის დახმარება.

იტალიაში მობილიზირებულია სხვა ქრისტიანული კონფესიების დახმარებებიც,  ხოლო თავად იტალიის კათოლიკურმა ეკლესიამ (Conferenza Episcopale Italiana) პირველივე დღეს მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 1მლნ ევრო გადარიცხა.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქომ ორენოვანი, ქართულ-ინგლისური სამძიმრის წერილებით მიმართა რომის პაპს ფრანცისკეს და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის ( Matteo Renzi)