ირლანდიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანთა რაოდენობა ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა

2011 წლის აღრიცხვის მიხედვით, ირლნადიაში ცხოვრობს 45,000 მართლმადიდებელი ქრისტიანი ,განაცხადა ინტერ-რელიგია-ამ. ეს მონაცემები, 2006 წელთან შედარებით 2–ჯერ მაღალია, ხოლო 2002 წელთან კი 4–ჯერ. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მართლმადიდებლური სარწმუნოება სწრაფად იზრდება, განაცხადა ირლანდიაში არსებულმა რუსულმა ეკლესიამ.

მართლმადიდებლური ცენტრი მდებარეობს სვორდში, რომელიც ფინგლასის ნაწილია, სადაც (2011 წლის აღრიცხვის მიხედვით) 1168 მართმადიდებელი ქრსიტიანი ცხოვრობს. აღრიცხვამ ისიც აჩვენა, რომ ირლანდიის მკვიდრი ქრისტიანების უმრავლესობა მართლმადიდებელია: რუმინელები (26%), ირლანდიელები (20%) და ლატვიელები (12.5%).

დუბლინში არსებული რუსული ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა ნიკოლოზ ნასანოვმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლობა ირლანდიისთვის არ არის ახალი და უცნაური.ცნობილია, რომ ირლანდიური ქრისტიანობა 11-ე საუკუნემდე იყო ჩვენი ქრისტიანობის მსგავსი. როდესაც ბრიტანელებმა დაიპყრეს ირლანდია, რომის პაპმა ეს სარწმნუეობა საერთოდ აღმოფხვრა და ალბათ, ამიტომაც არის რომ ირლანდიელებს მართლმადიდებლობა მიაჩნიათ განსაკუთრებულად .ასევე, ირლანდიაში არსებობს მოსკოვის საპატრიარქოს 7 სამრევლო.

თუმცა, საერთო რელიგია ირლანდიაში არის კათოლიციზმი (მოსახლეობის 84.2%), პროტესტანტიზმი (134,000 ადამიანისგან შედგება) და ისლამი (49,000 ადამიანისგან შედგება).

თარგმნა: სოფო დოლიძემ