სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ მტერმა საქართველოში შემოსვლა არ გაბედოს.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა.”ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჯარის ნაწილი”, – აცხადებს პატრიარქი.










