კვირას, 23 თებერვალს,  საღვთო ლიტურგიის შემდეგ, მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, უკრაინაში მანიფესტაციების დროს დაღუპულთა  სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი (Trisagion) გადაიხადა, პანაშვიდი ბერძნულ და სლავურ ენებზე მიმდინარეობდა და ესწრებოდა უკრაინის გენერალური ვიცეკონსული ბ.ნი ანდრეი მოსტისკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, მისი აღმატებულება  ბ.ნი  ირაკლი კოპლატაძე და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მრევლი.

პანაშვიდის შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა სანთელი დაანთო, საპატრიარქოში არსებულ წმ.გიორგის ეკლესიასთან მოწყობილ უკრაინულ კუთხესთან, მსოფლიო პატრიარქმა სიტყვითაც მიმართა მსმენელებს, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის პრობლემების მშვიდობიან მოგვარებას.

წყარო