ნეტგაზეთის ინფორმაციით : ” 2016 წლის 21 სექტემბერს ახალგორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ახალი ეკლესია გაიხსნა.
ეკლესიის გახსნას რაიონში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე, ნაურუს [2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა] დელეგაციები დაესწრნენ.
ეკლესია ადგილობრივი ბიზენესმენების, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ჯამბულ ქარქუსოვისა და ხსარ ვანევის ფინანსური დახმარებით აშენდა. ახალი ეკლესიის გახსნაზე სასულიერო პირები დროებით ალანიის ეპარქიიდან [ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან] ჩამოვიდნენ. გახნის შემდეგ ეკლესიის ფუნქციონირება დროებით შეუძლებელი იქნება, რადგან შიდა სამუშაოები არ დასრულებულა. ცხინვალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, იაკობ ხეთაგუროვის ინფორმაციით, ღვთისმსახურების სრულყოფილად ჩატარება, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
სტუმრებისთვის დღის ბოლოს რესტორანში სადილი გაიმართა“
აღსანიშნავია, რომ ეკლესიის გახსნის შესახებ წერს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ოფიციალურ საიტი, სადაც მინიშნებულია რომ ეკლესიის გახნისას ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო და შეკრებილებს სიტყვით მიმართა ალანიის ეპისკოპოსმა ვინმე ამბროსი მეთონელმა, სადაც მან თქვა რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ცხინვალს. (სხვა სტატიას სათაურად აქვს რომ ღვთისმშობელი “სამხრეთ ოსეთის მფარველია”იხ. სურათზე).
ციტატა:
“Божественная литургия прошла с участием Владыки Амвросия, который ежегодно приезжает в Цхинвал на празднование Дня Республики Южная Осетия и Рождества Пресвятой Богородицы, Благочинного всех церквей Аланской Епархии, отца Якова Хетагурова и других священнослужителей.
В своей проповеди к прихожанам управляющий Аланской Епархией, Епископ Амвросий Мефонский подчеркнул, что Богородица – мать и покровительница всех христиан, особо покровительствует столице нашей республики.”
რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ვლადიკავკაზის (ალანიის) ეპარქიას (რომლის საზღვრები შეესატყვისება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის – ალანიის ადამინისტრაციულ საზღვრებს) მართავს ეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩევი), შესაბამისად “ეპისკოპოსი ამბროსი” გახლავთ არა რმე-ს (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის) წარმომადგენელი, არამედ ათეულობით ბერძნული სქიზმატური დაჯგუფებებიდან ერთერთი, კერძოდ ე.წ. “ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიის” ქრიზოსტომოსის “სინოდის” ეპისკოპოსი “ალანიის ეპარქიაში” ამბროსი ბაირდი (Baird).
პ.ს. დავამატებთ, რომ ცნობილი ყოფილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი (ეკლესია გლდანში), შედიოდა ერთერთ მსგავს სქიზმატურ დაჯგუფებაში (კვიპრიანეს სინოდი), რომელიც რამოდენიმე წელია გაერთიანდა იმავე სქიზმატურ დაჯგუფებაში, რომელსაც ზემოთ დასახელებული “ეპისკოპოსი” ამბროსი წარმოადგენს.










