მოსკოვში, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების უმაღლესი იერარქებია ჩასული , 2013 წლის 24 ივლისს, საკათედრო ტაძარში აღველნილ მსახურებას ყველა ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლობა დაესწრო, მათ შორის:
– უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა;
– უნეტარესი თეოფილე III, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა;
– უწმიდესი კირილე – პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა;
– უწმიდესი და უნეტარესი ილია II, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
– უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა;
– უწმიდესი ნეოფიტე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა;
– უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა;
– უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა;
– უნეტარესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა;
ასევე თანამსახურებდნენ:
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დელეგაცია, გალიის მიტროპოლიტ ემანუილის მეთაურობით;
ანტიოქიის საპატრიარქოს დელეგაცია, მექსიკის, ცენტრალური ამერიკის, კარიბისა და ვენესუელის მიტროპოლიტ ანტონის მეთაურობით;
რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაცია, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ იოსების მეთაურობით;
ელადის ეკლესიის დელეგაცია , ფილიპიის, ნეაპოლის და ფასოსის მიტროპოლიტ პროკოფის მეთაურობით;
ალბანეთის ეკლესიის დელეგაცია, კორჩიის მიტროპოლიტ იოანეს მეთაურობით;
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიის დელეგაცია; პრეშოვის მთავარეპისკოპოს როსტისლავის მეთაურობით;
ასევე რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები და სხვა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები,
მსახურებაზე ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მთავრობის წევრები, ელჩები, სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები.










