წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბატონ ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო.

ბაჩანა ბრეგვაძის ძირითადი წიგნები: “ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი”, “ბლეზ პასკალი”, “მარკუს ავრელიუსი”, “მიქელანჯელოს პოეზია”, “სოკრატე”, “ფსევდო- ლონგინე”, “არისტოტელეს პოეტიკა”, “ნიკოლო მაკიაველი”, “დანტეს ახალი ცხოვრება” (თ. ჩხენკელთან ერთად).

ბაჩანა ბრეგვაძემ თარგმნა “ახალი აღთქმა”, სერვანტესის “დონ – კიხოტი”, ჰ. იბსენის “დრამები”, ნ. მაკიაველის “მთავარი”, ნეტარი ავგუსტინის “აღსარებანი”, “იტალიური ზღაპრები”, ევრიპიდეს “მედეა”, ლ. პირანდელოს “ჰენრიხ IV”, ა. ბერგსონის “ცნობიერების უშუალო მონაცემები”, ა. ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, პლატონის “ადრეული დიალოგები”, “ფედონი”, “ნადიმი”, “იონი”, “დიდი პიპია”, “მენონი”, წმინდა ოთხთავი – “ოთხი სახარება” (მინიატურული გამოცემა), შ. დელის “ბიზანტიის იმპერიის ისტორია”, ა. შოპენჰაუერის “ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები”, ორტეგა ი გასეტის “მასების ამბოხი”, “ხელოვნების დეჰუმანიზაცია”.

მწერალი დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.), სხვადასხვა დროს მიენიჭა ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები.

ბაჩანა ბრეგვაძე ასევე ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი გახდა 2007 წელს და 2004 წლებში.

ბატონი ბაჩანას სახელი მუდმივად დარჩება ჩვენი საზოგადოების ხსოვნაში.