2013 წლის 24 თებერვალს, სოფიაში საეკლესიო კრებაზე, 90 ხმით 47 – ის წინააღმდეგ, ბულგართის ახალი პატრიარქი – რუსენის მიტროპოლიტი ნეოფიტე აირჩა. კენჭისყრა საიდუმლოდ საგანგებო კაბინაში მიმდინარეობდა.

“თქვენ გესმით ზარების რეკვა, მაუწყებელი იმისა, რომ ბულგარეთს ახალი პატრიარქი ჰყავს. მისი სახელია ნეოფიტე” – განაცხადა ა.შ.შ.- ს, კანადისა და ავსტრალიის მიტროპოლიტმა იოსებმა, რომელიც საარჩევნო სხდომას ხელმძღვანელობდა.

ნეოფიტე – ერისკაცობაში სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი, დაიბადა სოფიაში 1945 წელს, 20 წლის ასაკში დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია, 1971 წელს კი სოფიის სასულერო აკადემია. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (ასპირანტურა) და მიიღო ღვთისმეტყველის კანდიდატის წოდება (საეკლესიო გალობის სპეციალობით), 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა სასულიერო აკადმიის სამგალობლო გუნდს. 1975 წელს აღიკვეცა ბერად სამების მონასტერში პატრიარქ მაქსიმეს მიერ .

1989 წლის ბოლოს ხდება სასულიერო აკადემიის რექტორი, 1991 წელს კი ინიშნება დეკანად წმინდა კლიმენ ოხრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის ახლად აღდგენილ საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1994 წლიდან მოღვაწეობდა დოროსტოლსკისა და ჩერვენსკის მიტროპოლიტად. 2001 წლიდან დღემდე კი ხელმძღვანელობდა რუსენის ეპარქიას.

ნეოფიტე ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც გასული წლის იანვარში დასახელდა წინაპერიოდის კომუნისტური სპეციალური სამსახურის თანამშრომელად. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისივე დაჟინებული თხოვნით, 1989 წლის 10 ნოემბერს,  ის დათხოვნილ იქნა არსებული სამსახურიდან. მისი უარი თანამშრომლობაზე მოტივირებული იყო იმით, რომ ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური  ვითარება და ამგვარი კონსპირატიული ურთიერთობების საფუძველი აღარ არსებობდა.