დიაკვანი ანდრეი კურაევი

ამონარიდი წიგნიდან „ადამიანი წარმართულ სამყაროში ან ჯადოსადმი აგდებული დამოკიდებულების შესახებ“
სპეციალურად ბლოგისთვის თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

მოწყალების გაცემისას ბუნებრივად იბადება კითხვა: იქნებათუ არა სასარგებლო ჩვენს მიერ გაცემული მოწყალება მისთვის ვინც ითხოვს, თუ არა? რადგანაც დახმარებას შეიძლება ერთნაირად ითხოვდეს ლოთიც, რომელიც დასალევად აგროვებს ფულს, პროფესიონალი მათხოვარიც და გაქნილი თაღლითიც, რომელიც ბერის სამოსშია გადაცმული…
სახარებაში ნათქვამია: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც“…(მათ.5.42) ნუთუ ყველას ეხება ეს? შეიძლება თუ არა მისცეთ საწამლავი მკვლელს, თუკი ის მოგთხოვთ?თუმცა, არა მხოლოდ ამგვარ კრიტიკულ სიტუაციებში ჩნდება დაფიქრების საჭიროება.
ქრისტიანული გარდამოცემის თანახმად, მეორე საუკუნეშიუკვე ჩანს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოძღვრება თორმეტი მოციქულისა- დიდაქე – ტექსტი, რომელიც დიდი ხანი დაკარგული იყო და მხოლოდ XIX საუკუნეში მოხერხდამისი აღმოჩენა, გვასწავლის: „ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო. მამასსურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა,რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არგანისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეშიმიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაცარ აზღვევინებენ“ (დიდაქე I –5). მიუხედავად ამისა, დიდაქე გარკვეულიწინდახედულებისკენ მოგვიწოდებს: ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავეხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“ (დიდაქე I – 6).
გვიანდელი პერიოდის მრავალ მამასთან ვხვდებით რჩევასგავცემდეთ განურჩევლად: შენ მიეცი და ღმერთი განსჯის.
მსგავსი პოზიციის ლოგიკა ამგვარია: თუნდაც გავცე მემოწყალება უღირსისადმი და ჩემს მიერ მოწყალებამიღებული ადამიანი ცუდად მოიხმარს ამწყალობას, მაგალითად, დათვრება და დამატების მისაღებად მაღაზიას გაძარცვავს, მაგრამეს ცოდვა მის კისერზე იქნება და არა ჩემსაზე. და თუკი მე მას არ მივცემ ფულს, შეიძლებასწორედ ამის გამო წავიდეს გასაძარცვად. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩემი არაგულისხმიერებაიქცეს დანაშაულის მიზეზად და ეს უკვე ჩემი ცოდვაა…
და მაინც, წმ. ბასილი დიდი დაჟინებით მოითხოვს გონივრულდამოკიდებულებას: „საჭიროა გამოცდილება, რათა გაარჩიო გაჭირვებული ადამიანი ანგარებიანიმთხოვნელისგან. ის ვინც მისცემს გაჭირვებულს, ღმერთს მისცემს. ხოლო ის, ვინც ყველაგამვლელ-გამომვლელს აძლევს წყალობას, ამით აბეზარ ძაღლს მიუგდებს ლუკმას, რათა ის დროზეჩამოშორდეს და არა იმის გამო, რომ ის მართლაც გაჭირვებულია“[1]. ანალოგიური მოსაზრებაგააჩნია ძველი აღთქმის ბრძენსაც: „,მიეცი ღვთისმოსავს და ნუ შეეწევი ცოდვილს“ (ზირ.12.4)
რადგანაც წმინდანთა რჩევები განსხვავდება ერთმანეთისგან,აჯობებს ყველა ქრისტიანმა თავად გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს ამგვარ სიტუაციაში.
მე კი შემიძლია გავაიოლო, ან პირიქით, გავართულო არჩევანისგაკეთება ორი პატარა რჩევით.
პირველი: შეიძლება მიმოიხედოთ გარშემო და შეამჩნიოთადამიანი ან ოჯახი, რომელიც გაცილებით უფრო გაჭირვებულ ყოფაშია, ვიდრე თქვენ. და დაიწყოთამ ოჯახის დახმარება, ამასთან ერთად, არა ერთჯერადად, არამედ რეგულარულად. უნდა გვახსოვდეს,რომ საჭიროება მარტოოდენ საკვებში ან სამოსში არ არის. ბავშვებს და სტუდენტებს ესაჭიროებათწიგნები, ინფორმაცია, რომელიც აარიდებდა მათ მედია სივრცეში გავცრელებულ მდარე ინფორმციასდა ასწავლიდა ფიქრს. ასე რომ, სასარგებლო ფილმი ან კარგი წიგნიც შეიძლება აღმოჩნდესღირებული მოწყალება.
მეორე რჩევა: მოწყალება უნდა იყოს იმდენად დიდი, რომშემდეგ „ჯიბე გეწვოდეთ“. თუკი თქვენი მოწყალების ფასი კაპიკია, ამით თქვენ ადამიანიკი არ შეგიწყალებიათ, არამედ ჯიბე გაგითავისუფლებიათ ზედმეტი ტვირთისგან. აქ არ ჩანსმსხვერპლი, შესაბამისად არც სიყვარულია მთხოვნელის მიმართ. ბევრის გაცემა მაშინ არისსაგრძნობი, თუკი საკუთარ თავს დაახარჯავდით მას და თქვენში მყოფი „ძველი აღთქმისეულიადამიანი“[2] დაიწყდებდა წუწუნს: „რა საჭირო იყო ამდენის მიცემა?! ნახევარიც საკმარისიიქნებოდა! ამ ფულით რამდენ რამეს ვიყიდიდით….

[1] св. Василий Великий. Творения. ч.6. Сергиев Посад, 1892,с.293.
[2]ქრისტიანულტრადიციაში ცოდვისგან გამოწვეულ ინერციას „ძველი აღთქმისეული ადამიანი“ ეწოდება.ყველაფერი კეთილი კი, რაც ახალი აღთქმიდან მოდის – „ახალ ადამიანი“.