26 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, იქ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველების საძმო სასაფლაოა, ჯვარი აღიმართა. ცნობილია, რომ ქართული დივიზიის აქ განსვენებული მეომრები საქართველოს თავისუფლებაზე ოცნებობდენ. ტექსელზე დაღუპული მეომრებისათვის ჯვარი მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll ლოცვა-კურთხევითა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ორგანიზებით აღიმართა.
აღსრულდა ჰოლანდიაში მცხოვრები დიასპირის წლების სურვილი , თავისი მართლმადიდებელი წინაპრებისთვის სასაფლაიზე, ჯვარი , გამოხსნისა და მარადიული სიცოცხლის სიწმიდე აღემართათ.
ძეგლის პროექტის ავტორები, ბელგიის სამეფოში, ქალაქ ანტვერპენში, მოღვაწე ცნობილი არქიტექტორები, დევი ხმალაძე და დავით ნათიძეა.
პროექტის განსახორციელებლად უფლების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს, პირადად ელჩის ბატონ კოტე სურგულაძისა და კონსულის, ქალბატინ თამარ ღვინაძეს დახმარების გარეშე. კუნძულ ტექსელის მერიისა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობისა და დახმარების გარეშე.

წყარო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია