2016 წლის 12-13 იანვარს, ფანარში (კონსტანტინოპოლის რაიონი) შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს საპატრიარქოსა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენლები. დასახელებული ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ ქრისტეფორეს გადადგომიდან ამ შეხვედრამდე არ იყო აღიარებული მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო),  გახსნა შეხვედრა.

დისკუსიების შემდეგ მსოფლიოს საპატრიარქომ მიტროპოლიტი როსტისლავი სცნო ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის პირველ იერარქად.

საინფორმაციო სააგენტო Romfea.gr-ს ცნობით, მიტოპოლიტმა რასტისლავმა მსოფლიოს საპატრიარქოსა და ბერძენი ხალხის წინააღმდეგ წარმოთქმულ განცხადებათა გამო ოფიციალურად ითხოვა შენდობა, რის შემდეგაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემა, წარმატებით მოგვარდა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია თავის მართვა გამგეობის დებულებაში დაამატებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან მისი ავტოკეფალიის ტომოსს.

აღსანიშნავია რომ ასევე  დადებითად გადაწყდა მიტროპოლიტ როსტისლავსა და მთავარეპისკოპოსს სვიმეონს (ბრნოსა და ოლიმუზის ეპარქია) შორის არსებული უთანხმოება, რომელიც (მთ.ეპ. სვიმეონი) იყო ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მმართველის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი.

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები:

http://orthodoxpost.com/reconciliation-in-the-orthodox-church-of-the-czech-lands-and-slovakia/

http://www.amen.gr/article/eirinefsi-stin-ekklisia-tsexias-kai-slovakias-me-tin-sfragida-tou-oikoumenikou-patriarxeiou-foto