]ვატიკანისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურები ერთობლივად იუწყებიან , რომ კუბაზე მიმდინარე წლის12 თებერვალს ერთმანეთს რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთის პატრიარქი კირილე კუბაზე შეხვდებიან.
ისტორიული შეხვედრა ჰავანაში, რომელიც დიდი ხანი მზადდებოდა, დასრულდება კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსთან ერთად საერთო განცხადებით. მხარეების წარმომადგენლები იქნებიან მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი და კარდინალი კოხი.










