“თანამედროვე პერიოდში, სრულიად მართლმადიდებელთა მომავალ საეკლესიო კრებაზე წარმომადგენლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების მარეგულირებელი ნორმების შესახებ  დისკუსია სულ უფრო აქტუალური ხდება. რა ადგილი უნდა დაიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას კონსენსუსის ­პრინციპმა? ღირს თუ არა უმცირესობათა შეხედულებების მხედველობაში მიღება? რამდენად განსმაზღვრელად შეიძლება ჩაითვალოს უმრავლესობის მოსაზრებები?”

ჩვენი ცენტრი აგრძელებს მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო, კანონიკური და ეკლესიოლოგიური საკითხების შესახებ არსებული თეოლოგიური ნარკვევების გამოქვეყნებას. ამჟამად გთავაზობთ დიაკვან ვლადიმირ ვასილიკის ნაშრომის “Вопрос о консенсусе в Древней Церкви” ქართულ თარგმანს, რომელიც სპეციალურად ბლოგისთვის რუსულიდან თარგმნა არჩილ მეტრეველმა.

ამ თემატიკასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგი სტატიები:

მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის მზადების ისტორია

„VIII“ მსოფლიო საეკლესიო კრება და საეკლესიო კანონმდებლობის მომავალი

რა არის მსოფლიო კრება?

თანამედროვე პერიოდში, ყოველთა-მართლმადიდებელთა მომავალ საეკლესიო კრებაზე წარმომადგენლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების მარეგულირებელი ნორმების შესახებ  დისკუსია სულ უფრო აქტუალური ხდება. რა ადგილი უნდა დაიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას კონსენსუსის ­პრინციპმა? ღირს თუ არა უმცირესობათა შეხედულებების მხედველობაში მიღება? რამდენად განსმაზღვრელად შეიძლება ჩაითვალოს უმრავლესობის მოსაზრებები?

რამდენადაც რიგი პუბლიკაციებიდან ირკვევა, ზოგიერთი ეკლესია ემხრობა საეკლესიო კრების მონაწილეთა წრის მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავრით შემოზღუდვას (ამა თუ იმ  ადგილობრივ ეკლესიებში მათი რაოდენობის და თავად ამ ეკლესიის, მისი მორწმუნეებისა და კრებულის რაოდენობის მიუხედავად), ხოლო ყველა საკითხის ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტას.

ერთი შეხედვით, მსგავს ნორმას  განსაზღვრული საფუძველი აქვს მსოფლიო საეკლესიო კრებათა, განსაკუთრებით კი მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების პრაქტიკაში. თავის დროზე, როგორც ალექსანდრიის, ასევე ანტიოქიის საპატრიარქოებს მრავალი ეპაქრია, მრევლი და რაც მთავარია – მორწმუნეები ყავდათ. მათი ხმები დამოკიდებული იყო რეალურად არსებულ გარემოებებზე: უპირველეს ყოვლისა – საპატრიარქოს მთავარი ქალაქის ადგილზე ბიზანტიის იმპერიაში, მის მნიშვნელობასა და საპატრიაქროს მოსახლეობის რაოდენობაზე.

თუმცა, განვლილმა ასწლეულებმა მსოფლიო ძლიერ შეცვალა. პირობითად რომ ვთქვათ, „ახალი“ საპატრიარქოები თანამედროვე პერიოდში ეკლესიაში მნიშვნელოვან უმრავლესობას შეადგენენ. უძველესი საპატრიარქოებისადმი უდიდესი პატივისცემისა და ბერძნულენოვანი ეკლესიების მიმართ ტრადიციული სოლიდარობის მიუხედავად, იქნება კი სამართლიანი, თუ ამ საპატრიარქოებს და საარქიეპისკოპოსოებს, ყველა საკითხზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების მანდანტი ექნებათ, და უმცირესობა (მორწმუნეების საერთო რაოდენობა ამ ეკლესიებში ძლივს თუ აღწევს 20 მილიონ ადამიანს) ბედის განმსაზღვრებლი გადაწყვეტილებების მიღებისას მართლმადიდებელ უმრავლესობაზე მოახდენს ზეგავლენას? იქნება კი სამართლიანი, თუ მაგალითად, კვიპროსის ეკლესია, რომელიც ნახევარ მილიონ მორწმუნეს მეტე არ ითვლის,  ისეთივე ხმა ექნება, როგორიც რუსეთის ეკლესიას, რომელიც ათობით მილიონ მართლმადიდებელ ქრისტიანს აერთიანებს?

მას შემდეგ, რაც, 2011 წელს ბერძნულენოვანი ეკლესიების შემოდგომის კრების წინ საჯაროდ იქნა განცხადებული დიპტიხში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეხუთე ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაწევის განზრახვა, გასაკვირი არც არაფერია.

ასევე კითხვებს წარმოშობს შემდეგი გარემოება: ასეთ შემთხვევაში, ხმის მიცემის მანადატი ეძლევა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს და არა მის ყველა ეპისკოპოსს. ხომ არ გამოდის იგი ასეთ შემთხევაში „ეპისკოპოსთა ეპისკოპოსი“, თუნდაც მხოლოდ საკუთარი ადგილობრივი ეკლესიითვის? სამწუხარდ, მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში, როდესაც ადგილორბივი ეკლესიის მეთაურის მოსაზრება თავად მისსავე, მნიშვნელოვანი რაოდენობის, ეპისკოპოსების მოსაზრებებზე დომინირებს. მაგალითებისათვის შორს წასვლა საჭირო არ არის: რომის პაპის ბენდიქტეს ვიზიტისას კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა, პირდაპირი მნიშნელობით, ხელები გადაუგრიხა თავის ეპისკოპოსებს, აიძულა რა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიეღოთ პაპი.

შესაბამისად, წინასწარ გარანტირებული უპირატესობით, ბერძნულენოვანი საპატრიარქოები და ადგილობრივი ბერძნული ეკლესიები უკარნახებენ საკუთარ ნებას მთელს მართლმადიდებელ სამყაროს და მათი პოლიტიკური მდგომარეობის თავისებურებების (მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ევროკავშირზე და საერთაშორისო სტრუქტრურებზე) გათვალისწინებით, სრულებით გამართლებულია  ეჭვები იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მათი გადაწყვეტილებები მიმართული მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.

ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: ხომ არ აჯობებს, რომ ჩვენ სხვა გზას მივსდიოთ, ვიდრე ეს არის დღევანდელ მდგომარეობაში არსებული, საკმაოდ პირობითი წარმომადგენლობა ყოველი ადგილობრივი ეკლესიიდან? ასეთი შეიძლება იყოს ან წარმომადგენლობა, რომელიც დაკავშრებული იქნება რეალურ და არა ფორმალურ უმრავლესობასთან, ან გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის პრინციპის გათვალისწინებით.

ერთერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებად საეკლესიო ცხოვრებაში ითვლება ერთსულოვნება (ὁμόνοια). იგი ეფუძნება სულიწმინდის ნიჭსა და ეკლესიათა წევრების ურთიერთ სიყვარულს. წმინდა მოციქულთა საქმეებში ნათქვამია: „ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ“ (საქმე. 4, 32)[1].  შესაბამისად, პირველი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ საერთო საკუთრება, არამედ შეხედულებების ერთობაც. სწორედ ამიტომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეში საეკლესიო მოწყობის შესახებ საკითხები წყდებობდა კონსენსუსი გზით. სწორედ ასე გადაწყდა 51 წელს მოციქულთა კრებაზე წარმართთა წინადაცვეთისა და მათ მიერ სჯულის დაცვის საკითხი, რომლის დეტალური აღწერაც მოცემულია საქმეთა მე–15 თავში. მთლიანი ტექსტი რომ არ მოვიყვანოთ, რადგან იგი ფართოდ არის ცნობილი, შევჩერდებით მხოლოდ ზოგიერთ მომენტზე. უპირველეს ყოვლისა, თავდაპირველად არსებობდა ძლიერი პოზიცია წარმართთა ეკელსიაში მიღებასთან დაკავშირებით, მათ მიერ მოსეს სჯულის დაცვის გარეშე, თუმცაღა, ეს იყო უმცირესობის ოპოზიცია[2]. მეორესმხრივ, საკითხი წყდებობდა მთლიანად ეკლესიის მიერ, ამასთან მოციქულთა და პრესვიტერთა ხმების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით. აღნიშნული უთანხმოება გადაწყდა არა იძულებით ანდა უმრავლესობის ნებით, არამედ წმ. მოციქულ პეტრესა და წმ. მოციქულ იაკობის მხრიდან მათი გადარწმუნებით. მოციქულთა საქმის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მთელი ეკლესია დაეთანხმა წმინდა მოციქულთა აზრს [3]. აქვე შესაძლებელია აღინიშნოს ბრძნული კომპრომისის მახასიათებლები, შეთავაზებული წმინდა მოციქულ იაკობის მიერ: წარმართთათვის მოსეს სჯულის კანონები აღარ იქნება სავალდებულო, თუმცა ინარჩუნებს თავის ძალას იუდეველ–ქრისტიანებისათვის, რამდენადაც იგი იკითხება მათთვის ყოველ შაბათს[4]. და ბოლოს, მოციქულთა გზავნილში, რომელიც განკუთვნილი იყო  დაქსაქსული ეკლესიებისათვის, განსაკუთრებით ხაზგასმულია ერთსულოვნება გადაწყვეტილების მიღებისას.

წმინდა მამები და საეკლესიო მწერლები, განმარტავდნენ რა მე–15 თავის 25-ე სტრიქონს, განსაკუთრებით გამოჰყოფდნენ გადაწყვეტილების ერთსულოვან ხასიათს. კერძოდ, იოანე ღვთისმეტყველი აღნიშნავს: „ეს ხომ ყველასთვის მომგებიანი იყო, რადგან გადაწყვეტილება მიღებული იყო ტირანიის გარეშე“[5]. აღვნიშნავთ, რომ იოანე ღვთისმეტყველი უპირისპირებს: „ტირანიულს“–„ყველას“. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ხომ შესაძლებელია არსებობდეს უმრავლესობის ტირანია.

მეტწილად ამ ადგილს მსგავსად განმარტავს ამონი: „შევნიშნავ, რომ ვერც იაკობმა და ვერც პეტრემ, თუმცა კი განსაჯეს, რომ ეს კარგია, ვერ გაბედეს ეკლესიის გარეშე დოგმატურ ჭრილში ემსჯელათ წინდაცვეთაზე. აქედან გამომდინარე, ყველა არც გამოავლენდა ძალაუფლებას, თუკი არ იქნებოდნენ დარწმუნებულნი, რომ ეს ჯერ-უჩნდა სული წმინდასაც“[6].

შესაძლებელია, სიფრთხილით გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: უმთავრესი მახასიათებელი მოციქულთა კრებისა იყო კონსენსუსი და კომპრომისი, რომელიც დაკავშრებული იყო ერთსულოვნებასთან და სული წმინდის მადლთან.

ჩვენ არ გვაქვს დეტალური ცნობები ნიკეამდელი ეპოქის კრებების პროცედურებზე, თუმცა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უმეტესად იგი ეფუძნებოდა კონსენსუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნებოდა 256 წლის კართაგენის კრების მამების შემდეგი მოსაზრების გაგება: „არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა გახდეს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსი ან ტირანიული მუქარით აიძულო ძმებს დამორჩილება, რამეთუ თითოეული ეპისკოპოსი თავისუფლებისა და ძალაუფლებიდან გამომდინარე აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი არჩევანი და როგორც მას არ შეუძლია განსაჯოს სხვები, ასევე არ შეიძლება იყოს იგი სხვათა მიერ განსჯილი, არამედ ჩვენ დაველოდებით სამჯავროს უფალისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც მხოლოდ ერთს აქვს ძალა დაგვადგინოს ჩვენ მისივე ეკლესიის სამართავად და განსაჯოს ჩვენი ქმედებანი“ [7]. ერთი შეხედვით, ამ ფორმულირებაში შეიმჩნევა ცნობილი წინააღმდეგობა: ყოველი ეპისკოპოსი მასზე მინიჭებული თავისუფლებისა და ძალაუფლების ფარგლებში აქვს უფლება არჩევანისა და არ შეიძლება იყოს განსჯილი სხვათა მიერ, ამავე დროს იგი მონაწილეობას იღებს კრებაში, სადაც მიიღება საერთო გადაწყვეტილება. შესაბამისად, წინააღმდეგობა ამ ორ პუნქტს შორის შესაძლოა მოიხსნას მხოლოდ კონსენსუსით, როდესაც ეპისკოპოსი საკუთარი კეთილი ნებით იღებს კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავისუფლად ეთანხმება კოლეგებს.

კონსენსუსის გაგების ისტორიისათვის, ჩვენი შეხედულებით, მნიშვნელოვანია წმ. ირინეოს ლიონელის შემდეგი განცხადება რომის ეკლესიის შესახებ: „აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ ეკლესიას, მისი უპირატესი მნიიშვნელობის გამო (propter potiorem principalitatem), უთანხმდებოდა (convenire) ყველა ეკლესია (ანუ მორწმუნენი), რადგან მასში ყოველთვის ნარჩუნდებოდა მოციქულთა გადმოცემა მორწმუნეთათვის“[8]. მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ განცხადების მეორე ნაწილს – რომის ეკლესიის მნიშნელობისა და უპირატესობის შესახებ, და ნაკლებ ყურადღებას პირველს: წმინდა მოწამე ირინეოს ლიონელი საუბრობს არა დამორჩილებაზე, არამედ სწორედ დათანხმებაზე, თავისუფალ კონსენსუსზე, თუმცა, რა თქმა უნდა, რომის ეკლესიის მაღალი ავტორიტეტის გათვალისწინებით,  როგორც მისი სამოციქულო წარმოშობის, ისე დედაქალაქის სტატუსის გამო, ასევე მისი წევრებისა სიმრავლისა და მისი აქტიურობის გათვალისწინებით. თუმცა რომის ეკლესიის ავტორიტეტი არ წარმოადგენდა დომინანტურს. კერძოდ, ეს იმ სიუჟეტიდან ჩანს, რომელიც ეხება პასქალიასთან დაკავშირებულ კამათებს II საუკუნის დასასრულს, როდესაც პაპმა ვიქტორმა გადაწყვიტა განეკვეთა მცირე აზიის ეკლესიები აღდგომის არასწორი თარიღით აღნიშვნის გამო. თუმცა, ევსევი კესარიელის სიტყვბით: „ყველა ეპისკოპოსს არ მოეწონა ეს“. წინააღმდგომთა სიაში აღმოჩნდა ლუგდუნიის (ანუ ლიონის) ეპისკოპოსი, წმ. ირინეოსი. საკუთარი გზავნილის წყალობით, მან შეძლო დაერწმუნებინა პაპი ვიქტორი უარი ეთქვა თავის განზრახვაზე[9]. აღვნიშნოთ შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალი. ევსევი წერს: „ყველა ეპისკოპოს არ მოეწონა ეს“. თუკი უმრავლესობა  მსოფლიო ეკლესიის საეპისკოპოსოების (ან მითუმეტეს დასვლეთისა) წინააღმდეგნი იქნებოდნენ მცირეაზიელების განკვეთისა, მაშინ, უფრო მოსალოდნელი იქნებოდა, ევსევი დაეწერა: „ბევრ ეპისკოპოსს ეს არ მოეწონა“, რაც უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გაიჟღერებდა. შესაძლოა, პაპ ვიკტორის განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა უმცირესობა, თუმცა მათმა ხმამ შეძლო გაეუქმებინა გადაწყვეტილება პირველობის მოსურნე ეკლესიის ეპისკოპოსისა და მიეღწია საეკლესიო მშვიდობისათვის კონსენსუსის გზით.

კონსენსუსის ერთ ერთი ყველაზე თავლსაჩინო მაგალითს გვაძლევს მოციქულთა დადგენილებების მერვე წიგნი: „პირველი ვიტყვი მე, პეტრე: ხელდასხმა უნდა მოხდეს, როგორც ეს ჩვენ ყველამ დავადგინეთ, იმ ეპისკოპოსისა ვინც, უმწიკვლოა ყველაფერში, არჩეულ იქნა ხალხის მიერ, როგორც ყველაზე საკუეთესო. როდესაც მას დაასახელებენ და დაამტკიცებენ, მაშინ ხალხმა,  შეკრებილმა საუფლო დღეს მღვდლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად, დაე მისცენ თანხმობა. ყველაზე უხუცესმა კი ჰკითხოს სამღვდელოებასა და ხალხს არის თუ არა იგი, რომელსაც ითხოვენ ისინი მთავრად, და როდესაც ისინი უპასუხებენ დამაჯერებლად, დაე ხელახლა ჰკითხონ, დაამოწმებენ თუ არა ყველანი, რომ იგი არის ღირსი ამ დიდი და კეთილშობილური მეთაურობისა, გამოასწორა თუ არა მან თავისი ღვთის მოსაობა, დაიცვა თუ არა ხალხის უფლებები, უმწიკვლოა თუ არა ცხოვრებაში. როდესაც ყველა ერთად, ჭეშმარიტად და არა, ცრუ შეხედულებით, როგორც ღვთისა და ქრისტეს სამსჯავროს წინაშე და რა თქმა უნდა სული წმინდისა და ყველა წმინდანთა თანდასწრებით დაემოწმებიან რომ ის არის სწორედ ასეთი; მაშინ კვალვ მესამეჯერ, რათა ორი ან სამი მოწმის პირით იქნას დამოწმებული ყოველი სიტყვა, დაე იყოს გამოკითხული, ჭეშმარიტად არის თუ არა ღირსი მღვდელმსახურებისა და როდესაც მესამედაც დაამოწმებენ, რომ იგი არის ღირსი, მაშინ ყველასაგან მოითხოვონ თანხმობის ნიშანი, და როგორც კი მისცემენ თანხმობას, მაშინვე დადუმდნენ“[10].

გამომდინარე აქედან, აქ არა მხოლოდ ეპისკოპოსებისაგან და სამღვდელოებისაგან, არამედ ხალხისაგანაც მოითხოვებოდა ერთსულოვანი თანხმობა, და არა ხმების უმრავლესობა. ავღნიშნავთ, რომ აქცენტი კეთდება თანხმობის საერთოობაზე. რა თქმა უნდა, მოციქულთა დადგენილებებმა 692 წლის ტრულის კრების გადაწყვეტილების თანახმად დაკარგეს კანონიკური ძალა, თუმცა, ისინი საინტერესოა როგორც ეპოქის ძეგლები, რომელიც გამოხატავს უძველესი ეკლესიის პრაქტიკას, ამასთან არა მხოლოდ მეოთხე საუკუნისა [11], არამედ უფრო ადრეული პერიოდისა.

ჯამში კონსენსუსის პრინციპი შენარჩუნებულია მეოთხე საუკუნეშიც. მოციქულთა 34 კანონი ამბობს: „ყოველი ერის (ἑκάστου ἒθνους) ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე, არამედ ყოველი მათგანი მხოლოდ იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მისთვის დაქვემდებარებული სოფლებისთვის. მაგრამ ნურც (პირველი) პირველი ეპისკოპოსი გააკეთებს ნრაფერს სხვებთან შეთანხმების (γνώμη) გარეშე, ვინაიდან, მხოლოდ ასე (შეიძლება) აღესრულოს ერთნებობა და ისიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით“[12]. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ეპისკოპოსი არ უნდა მოქმედებდეს ყველას და არა უმრავლესობის არგუმენტის მოსმენის გარეშე. ამგვარად, აქაც შესამჩნევია კონსენსუსის პრინციპი.

ერთი შეხედვით, პირველი მსოფლიო კრების მეექვსე კანონი, სიტუაციის ცვლილებაზე საუბრობს. შევხედოთ მის მეორე ნაწილს: „ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს, რომ თუ ვინმე მიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება, რომ არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამი ბრძოლის მოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება“[13].

მეუფე ნიკოდიმ მილაში განმარტავს ამ წესს, როგორც უმრავლესობის პრინციპის დადასტურებას: „გაითვალისწინეს რა ისეთი შემთხვევაც, რომ გამორჩევა შეიძლება არ მოხდეს ერთხმად და საეპისკოპოსო კრებაზე ორი, ან სამი პირი კამათმოყვარეობისადმი (φιλονεικίαν) მიდრეკილების გამო გამმორჩევას შეეწინააღმდეგებოდა, კანონი, ასეთ შემთხვევებში ბრძანებს მოწინააღმდეგეებისათვის ყურადღებამიუქცევლად გადაწყდეს გამორჩევა უმრავლესი ხმით, მაგრამ, რა თქმა უნდა, თ ყველაფერი კანონიკური წესითაა აღსრულებული.“[14].

თუმცა უნდა აღინიშნოს მოცემული კანონის შემზღუდველი ხასიათი. პირველ რიგში, მოცემულია ზღვარი, რომლის ქვემოთაც უარყოფილია კონსენსუსის პრინციპი და მოქმედებს უმრავლესობის ნება. ეს არის ორი–სამი ეპისკოპოსი. მეორე რიგში, იკვეთება მოტივი –  „კამათმოყვარეობა“  კამათისადმი სიყვარული. ამ კანონის აარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმ ორი–სამის მოსაზრების გათვალისწინებაც, თუკი მათ ამოძრავებთ უფრო მაღალი მოტივი, ვიდრე ეს კამათის სიყვარულია.

სწორედ ასე ესმის საკითხი მეუფე პეტრე ლიულეს. იგი ღრმად და სწორად წვდება mens legislatoris–ს — კანონმდებლის განზრახვას, უფრო სწორედ კანონმდებლების – პირველი მსოფლიო კრების მამების, გადმოსცემს რა ამ კანონს შემდეგი სახით: „კანონში გათვალისწინებულია ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსი, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, კანდიდატის წინააღმდეგ გამოვლენ სუფთად პირადი მიზეზებიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს უმრავლესობამ. აღნიშნული დადგენილება მეორედება ანტიოქიის კრების მე–19 კანონში[15]. არ ღირს ამ დადგენილებისათვის გაუმართლებლად ფართო მნიშვნელობის მინიჭებით დავამახინჯოთ ნიკეისა და ანტიოქიის კრებების მამების ნამდვილი გაზრახვა: მხედველობაშია, მხოლოდ ობიუექტურად გაუმართლებელი წინააღმდეგობები. თუკი ეპისკოპოსები, თუნდაც უმცირესობაში მყოფნი კრებაზე, წარმოადგენენ კანონიკურად გონივრულ არგუმენტს კანდიდატის საწინააღმდეგოდ, უმრავლესობა დაჟინებითაც რომ მოითხოვდეს თავისას, მაშინ ასეთი ეპისკოპოსის არჩევა, თავისი არსით, მიიჩნევა კანონიკურად არასწორ გადაწყვეტილებად“[16].

ამ მოსაზრების მხარდასაჭერა შესაძლებელია შემდეგი მსჯელობის მოტანა. სიტყვას φιλονεικία შეიძლება ქონდეს როგორც „კამათის“, „მტრობის“, „დაპირისპირების“, ისე „მტრობის“, „სიძულვილის“ მნიშვნელობა [17]. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მეექვსე კანონში შესაძლებელია ინტერპრეტირებულ იქნეს შემდეგნაირად: „თუკი ორი ან სამი პირადი მტრობის გამო აღუდგებიან ერთმანეთს….“. შესაბამისად, თუკი ორი ან სამი ეწინააღმდეგება უმრავლესობას არსობრივად და ჭეშმარიტების სიყვარულისათვის, და არა პირადი მოტივების გამო ან კამათის სიყვარულისათვის, მაშინ მათი მოსაზრება უნდა იყოს  უმრავლესობის მიერ მხედველობაში მიღებული. ასე, რომ აქაც ირიბად იგულისხმება კონსენსუსი, ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით.

მეექსვე კანონის მეორე ნაწილი პირველი მსოფლიო კრების მეოთხე კანონთან უშუალო კავშირშია: „ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების, ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისაგან მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ ქმედებას ამტკიცებსსაბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი“.[18] აქვე უნდა აღინიშნოს ასევე მოთხოვნები და რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეპისკოპოსის დადგენისას მონაწილეობას უნდა იღებდეს პროვინციის ყველა ეპისკოპოსი – ან პირადი დასწრებით, ან რწმუნების საშუალებით. შესაბამისად, თუკი არ არის საყოველთაო თანხმობა, მაშინ ხელდასხმის განხორციელება დაუშვებელია.

ის, რომ, ეპისკოპოსის არჩევისათვის მოითხოვებოდა საერთო კონსენსუსი, საკმადო ნათლად გვიჩვენებს სარდიკიის კრების მეექსვე კანონი: „თუ ერთ სამთავროში, სადაც მრავალი ეპისკოპოსი იყო, დარჩეს ერთი და მან თავისი სიზარმაცის გამო არ ისურვოს მისვლა და სხვათათვის მხარის დაჭრა ეპისკოპოსის ხელთდასხმაზე, ხოლო იქ შეკრებილი ერის სიმრავლე ითხოვდეს ძიებული ეპისკოპოსის დანიშვნას, თავიდან საჭიროა, რომ დარჩენილ ეპისკოპოსს მისწეროს წერილი იმ სამთავროს ზედამდგომელმა, ე.ი. მიტროპოლიტმა, რომ ერს სურს ეპისკოპოსის დანიშვნა. ვფიქრობ, რომ კარგია, თუ დაელოდებიან მის მოსვლას, მაგრამ თუ არც წერილით გამოძახების შემდეგ მოვიდეს და არც პასუხი მოიწეროს, მაშინ უმრავლესობის გადაწყვეტილების შესრულებაა საჭირო. თუ არჩეულ უნდა იქნეს დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი), საჭიროა მახლობელი სამთავროს ეპისკოპოსთა მოწვევაც.“[19].

კანონის აზრი ნათელია: საჭიროა ყველა ეპისკოპოსის დასწრება და საყოველთაო თანხმობა. ერთი ეპისკოპოსის მოსაზრებაც კი მხოლოდ იმ ეკლესიის საჭიროებების აშკარა იგნორირების შემთხვევაში არ იქნება მხედველობაში მიღებული. თუმცა ამ შემთხვევაში ეპისკოპოსი,  რომელიც თავს არიდებს კრებას, პასუხისმგებელია მიტროპოლიტის წინაშე.

მთავარი ასპექტი კონსენსუსისა ძველ ეკლესიაში იყო ის, რომ იგი მოითხოვებიდა არა მხოლოდ ეპისკოპატისაგან, არამდე ხალხისაგანაც, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში. ამ შემთხვევის დამახასიათებელია კართაგენის კრების ორმოცდამეათე კანონი: „ამასთან ესეც გადაწყდეს, რომ თუ ეპისკოპოსის ასარჩევად შევიკრიბებით და წამოიჭრება დავა, რადაგან ასეთი რამ ხდება ხოლმე ჩვენს შორის, ასეთ შემთხვევაში კადნიერება იქნება მხოლოდ სამი ეპისკოპოსის დასხდომა ასარჩევი ეპისკოპოსის საქმის გადასაწყვეტად. ამიტომ ხელთდამსხმელთა რიცხვს უნდა შეემატოს ერთი ან ორი, და იმ ერის წინაშე, რომლის მწყემსადაც მას ირჩევენ, განიხილონ პირველად მოდავეთა პიროვნება და შემდეგ მათი განცხადება. და თუ იგი საერთო სამსჯავროს წინაშე წმინდა აღმოჩნდება, შემდეგ ხელთდასხმულ იყოს. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველას მოგვწონს გადაწყვეტილება.“[20].

აღნიშნული კანონის განმარტებისას ეპისკოპოსი ნიკოდიმ მილაში არგუმენტირებულად აღნიშნავს „ეს არის მრევლის კუთვნილი უფლება აქტიური მონაწილეობა მიიღოს თავისთვის ეპისკოპოსის დადგინების საქმეში“, რომელსაც იგი ხედავს ასევე პირველი მსოფლიო კრების მეოთხე კანონში [21]. ეს კანონი, აღნიშნავს მეუფე ნიკოდიმი, ფოკუსირებულია ხალხს შორის ეპისკოპოსის დადგენასთან დაკავშირებული დავის წამორშობის შემთხვევაზე[22]. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა ეპისკოპოსთა რიცხვის გაზრდა, მეორე რიგში კი გამოკველულ უნდა იქნეს წარმოშობილი მიზეზები შერჩეული კანდიდატის წინააღმდეგ. „კანონი მოითხოვს ცნობილი გახდეს იმ პირთა შესახებ, რომლებმაც ხმა აიმაღლეს წარმოჩენილი კანდიდატის წინააღმდეგ, აქვთ თუ არა მათ ხმის უფლება ეპისკოპოსის გამორჩევის დროს და, საერთოდ, ფლობენ თუ არა ისინი იმ თვისებებს, რომლებიც კანონით მოეთხოვება თითოეულ იმ პირს, ვისაც განზრახული აქვს ბრალმდებლად გამოვიდეს სასულიერო პირების წინააღმდეგ საეკლესიო საქმეებთან დაკავშირებით (იხ. II მსოფლ. მე-6; კართ. 128-ე, 129-ე, 130-ე კანონები). თუკი ნამდვილად დამტკიცდება, რომ მოწინააღმდეგეებს აქვთ საამისოდ ყველა აუცილებელი მონაცემი, მაშინ, როგორც ამას კანონი განაწესებს, უნდა გაიგონ რა არგუმენტები მოჰყავთ მათ წარმოდგენილი კანდიდატის წინააღმდეგ, და თუ ეს არგუმენტები უსაფუძვლო იქნება და, შესაბამისად, კანდიდატი სრულიად სუფთა აღმოჩნდება ერის წინაშე (δτε καθαρός φανειη επί δημοσίας προσόψεως, quando in aspectu populi pufus et innocens apparuerit) დაე, შესრულდეს მასზე ქიროტონია. ხოლო, თუკი დამტკიცდება, რომ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები საკმაოდ საფუძვლიანია მაშინ, რა თქმა უნდა, მართებული იქნება, რომ ახალ გამორჩევას შეუდგნენ.“[23].

როგორც ეპისკოპოსი ნიკოდიმი აღნიშნავს ამ კანონს ამყარებს ასევე იპერატორ იუსტინიანეს 123-ე და 127-ე ნოველები, რომლების შევიდა თოთხმეტტიტულოვანი ნომოკანონის I ტიტულის მერვე თავში.

როგორც ჩვენ ვხედავთ, პრობლემა წყდებოდა არა უმრავლესობის ხმებით, არამედ თვითონ მიზეზის გამორკვევითა და პრობლემის მოხსნით – ან იმის მტკიცებულებით, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და კანდიდატი ხელდასხმის ღირსია, ან იმის აღიარებით, რომ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები საფუძვლიანია; ასეთ შემთხვევაში მოიხსნება კანდიდატურა და იწყება ახალი არჩევნები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ საფუძველშივე იგულისხმება პრინციპი არა უმრავლესობისა, არამედ ჭეშმარიტებები არა დემოკრატიული, არამედ აქსიოლოგიური.

ერთი შეხედვით მსოფლიო კრებები ხელმძღვანელობენ უმრავლესობის პრინციპით, თუმცა არც ასე მარტივად არის საქმე. ცნობილია, რომ პირველი მსოფლიო კრების ბოლოს არიოზს მაინც უჭერდა მხარს ათი ეპისკოპოსი, რომლებმაც უარი განაცხადეს მიეღოთ კრების გადაწყვეტილება. თუმცა ჩვენი წყაროები კრების შესახებ საკმაოდ გვიანდელი და არასრულია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ მის პროცედურებზე. აუცილებელია გავიხსენოთ მესამე მსოფლიო კრების – ეფესოს კრების ისტორია, როდესაც წმ. კირილეს მომხრეებისკენ იყო აბსოლუტური უმრავლესობა (150 ეპისკოპოსი), ხოლო აღმოსავლეთის დაჯგუფების წევრთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ნესტორს, შეადგენდა მხოლოდ 43 ეპისკოპოსს, საჭირო გახდა ხანგრძლივი  შემათანხმებელი პროცესი, რომელიც გაგრძელდა 433 წლამდე, რათა კრების გადაწყვეტილებები შესულიყო სრულად ძალაში. ამგვარად, აქაც შესაძლებელია საუბარი კონსენსუსის მნიშვნელობაზე [24].

კიდევ უფრო ნათლად კონსენსუსის პრინციპი გამოვლინდა მეოთხე მსოფლიო კრებაზე, როდესაც ეგვიპტის ეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ დიოსკორეს განსჯისათვის მათ სჭირდებოდათ დრო რომ აერჩიათ მთავარეპისკოპოსი, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა რომის პაპის ლეონის ეპისტოლეზე  (ტომოსზე). ამ შემთხვევისათვის მიღებულიც კი იქნა სპეციალური ოცდამეათე კანონი:

   „დიდად მშვენიერმა და დიდებულმა მთავრებმა და დიდა ბრწყინვალე სინკლიტმა თქვეს: ღმრთისმოყვარე ეგვიპტელი ეპისკოპოსები ყოვლადღირსი მთავარეპისკოპოსის ლეონის ეპისტოლეზე ხელმოწერას საზოგადო სარწმუნოებასთან უთანხმოებისა და ბრძოლის სურვილით კი არ აყოვნებენ, არამედ ამბობენ, რომ ეგვიპტის განსაგებელში არის ჩვეულება, ამდაგვარი არაფერი მოიმოქმედონ თავიანთი მთავარეპისკოპოსის მხარდაჭერისა და დადგენილების გარეშე, და ითხოვენ, რომ დრო მიეცეს მათ, ვიდრე დაადგენდნენ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსს. ჩვენ სამართლიან და კაცთმოყვარულ საქციელად მივიჩნიეთ ეს. ისინი სატახტო ქალაქში უნდა იყვნენ და მათ დრო უნდა მიეცეთ მანამ სანამ ხელთდასხმულ იქნება დედაქალაქ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი.

   რომის სამოციქულო საყდრის წარმომადგენელმა პასკასინოს განკრძალულმა ეპისკოპოსმა თქვა: თუ თქვენს ხელმწიფებას საჭიროდ მიაჩნია და ბრძანებთ, გავუწიოთ მათ თხოვნას ანგარიში, ოღონდ თავდები მოგვცენ, რომ არ დატოვებენ სატახტო ქალაქს, სანამ არ იქნება ნაკურთხი ალექსანდრიის ეპისკოპოსი.

    დიდად მშვენიერმა და დიდებულმა მთავრებმა და დიდა ბრწყინვალე სინკლიტმა თქვეს: დამტკიცდეს ღირსი პასკასინოს ეპისკოპოსის განჩინება, რომ იყვნენ სახეზე ეგვიპტის განკრძალული ეპისკოპოსები, ან თავდები მოგვცენ, თუ მათ ეს შეუძლიათ, ან ფიცით დამაჯერებელი გახადონ, რომ დაუცდიან ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის ხელთდასხმას.“ (მოციქ. 34-ე; ანტიოქ. მე-9).

თავის შენიშვნებში ამ კანონთან დაკავშირებით ეპისკოპოსი ნიკოდიმ მილაში წერს შემდეგს: „როდესაც ქალკედონის კრების მე-4 სხდომაზე წარმოადგინეს მოთხოვნა, ყველა მამას, ვინც ევტიქის და მის სწავლებას გმობდა, ხელი მოეწერა ლეონის დასახელებულ ეპისტოლეზე, და როდესაც თითქმის ყველა აწერდა ხელს, ალექსანდრიის საპატრიარქოს ოცდაათმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ ხელის მოწერა, რადგან მათი ჩვეულების თანახმად, ვერაფერს მოიმოქმედებდნენ თავიანთი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ამასთან, მათ იმ მომენტისათვის საჭეთმპყრობელი არ ჰყავდათ, რადგან დიოსკორე დამხობილი იყო, ახალი კი ჯერ არ დაედგინათ და, ამიტომ, თხოვეს კრებას, არ აეძულებინათ ისინი ჩვეულების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყვნენ. თხოვნა შეწყნარებულ იქნა; მამები შეთანხმდნენ არ განეკვეთათ ისინი და მოეცადათ, სანამ ახალი ეპისკოპოსის ხელდასხმა მოხდებოდა. ამასთანავე, გადაწყდა, რომ ყველა ეპისკოპოსი მთელი ამ დროის მანძილზე კონსტანტინოპოლში დარჩენილიყო, ხოლო იმისათვის, რომ მათ კვლავ არ გაევრცელებინათ დიოსკორესა და ევტიქის სწავლება, მოითხოვეს თავდებანი, ან ფიცით დამტკიცება იმისა, რომ თავიანთ დანაპირებს შეასრულებდნენ. ქალკედონელი მამების ეს გადაწყვეტილება არის სწორედ წინამდებარე (30-ე) კანონი.“[25].

როგორც ვხედავთ, მიუხედავად კრების საყოველთაო გადაწყვეტილებისა, რომელიც არ იქნა მიღებული ეგვიპტელი ეპისკოპოსების მიერ, რომლებიც აღმოჩნდნენ აშკარა უმცირესობაში, არ მოხდა მათი დასიდან განკვეთა, არამედ მიეცათ საშულება ფიქრისა ახალი მთავარეპისკოპოსის დანიშვნამდე. იკვეთება გარკვეულწილად მოჩვენებითი კონსენსუსი, რათა ის მოგვიანებით რეალურად ქცეულიყო. ზოგიერთ მკვლევარი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემწყნარებლობა გახდა მონოფიზიტობის მომავალი განვითარების მიზეზი[26], თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ცოდნის მთელი სისავსით ვიმსჯელოთ იმ ეპოქის მდგომარეობაზე. ფაქტად რჩება ის, რომ ქალკედონიის კრების მამები ისწრაფვოდნენ საყოველთაო კონსენსუსიკენ.

მეხუთე მსოფლიო კრება შენდებოდა უკვე სულ სხვა პრინციპებზე. მასში ნათლად იკვეთება იმპერატორული ძალაუფლების წამყვანი როლი, უმრავლესობის მოსაზრება, როგორც გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და ბოლოს, კრებათა გადაწყვეტლების პრიმატი ავტორიტეტული ეპისკოპოსების მოსაზრებებზე. კრებისთვის დამახასიათებელია შემდეგი: კრებამდე პაპმა ვირგილიუსმა მისცა თანხმობა „კანონერ სხდომას, სამართლიანობის დაცვით“ (facto regulari conventu servata aequitate). როგორც აღმოჩნდა, პაპს მხედველობაში ჰქონდა ორ წევრიანი კრება – აღმოსავლეთისა და დასავლეთის – რიცხობრივად თანაბარი დელეგაციებისა „სამ თავზე სამსჯელოდ“[27]. თავდაპირველად იმპერატორი დასთანხმდა რომ პაპს თავად შეედგინა სია დასავლეთის ეპისკოპოსებისა, თუმცა შემდეგ იპერატორმა იუსტინიანემ შესთავაზა სხვა პრინციპი – თანაბარი წარმომადგენლობა ხუთივე საპატრიარქოდან[28].  მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს შემდეგი დეტალი: გადაწყვეტილება ყველა საკითხზე მიღებული იყო ერთხმად, პაპმა ვირგილიუსმა თავად დააყენა საკუთარი თავი მის ფარგლებს გარეთ, ეშინოდა რა მარტოდ დარჩენისა. მომავალშიც, განკვეთის მუქარის ქვეშ, იგი იძულებული იყო მიეღო მისი გადაწყვეტილებები, აჩვენა რა კონსენსუსის სიცხადე, რომელიც დარღვეულ იქნა აკვილელთა სქიზმის მიერ.

უმრავლესობის პრინციპი ასევე დამახასიათებელია მეექვსე მსოფლიო კრებისათვის, რამდენადაც თავდაპირველად ანტიოქიის პატრიარქს მაკარს, აღიარებდა რა მონოთელისტობას, მხარს უჭერდნენ მისივე საპატრიარქოს ეპისკოპოსები, და მხოლოდ თანდათანობით, კრების განმავლობაში, ისინი ჩამოშორდნენ მას. პატრიარქი მაკარი, დარჩა რა უმცირესობაში, იქნა გადაყენებული და განკვეთილი.

უმრავლესობის პრინციპი და იმავდროულად ავტორიტეტიც დამახასიათებელია ასევე მეშვიდე მსოფლიო კრებისათვისაც, როდესაც მონაზონთა პარტიამ წმინდა საბა სტუდიელის მეთაურობით, მოითხოვა ხატმებრძოლ ეპისკოპოსთა განყენება, თუმცა გაიმარჯვა უმრავლესობისა და პატრიარქ ტარასის მოსაზრებამ [29].

შედეგად უმრავლესობის დომინირების იდეამ მტკიცედ მოიკიდა ფესვი ბიზანტიურ ცნობიერებაში, რის დამადასტურებლადაც ითვლება არისტინესა და ბალსამონის სქოლიოები პირველი მსოფლიო კრების მეექვსე კანონის კომენტარებში[30]. თუმცა ვითარდება ასევე ავტორიტეტის დომინანტობის იდეა სადაო შემთხვევებში. იმპერატორ მანუელ კომნენოსის 1168 წლის 14 ივლისის ნოველა განსაზღვრავს, რომ თუკი ყველანი არ იქნებიან თანახმანი, მაგრამ ზოგიერთნი დაუპირისპირდებიან უმრავლესობას, ან ხმები თანაბრად გაიყოფა, ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწონოს იმათმა ხმებმა, ვისაც ეთანხმება სასამართლოს თავმჯდომარე. თუმცა ეს ნორმა არ იქნა მიღებული ეკლესიის მიერ, რამდენადაც, თეოდორე ბალსამონის აზრით, ამ ნოველის წესი არ მოქმედებს საეკლესიო არჩევნის და საეკლესიო საქმის შემთხვევაში, რათა არ მოხდეს ამ წესით კანონიკური ტრადიციის დამახინჯება[31].

თუმცა ჩვენს დროში არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუტი ბიზანტიის იმპერისაა, რომელიც იყენებდა რომის სამართლის სულისკვეთების შესაბამისად უმრავლესობისა და ავტორიტეტის პრინციპს. ავღნიშნავთ, რომ მსოფლიო კრებები მოიწვეოდა საიმპერატორო ბრძანებით, თვოთონ იმპერატორს კი შეეძლო არც დასწრებოდა კრებების სხდომებს, თუმცა კრების საქმეები მნიშვნელოავნი ხარისხით რეგულირდებოდა იმპერატორის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს და უდაოდ ახდენდნენ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე. კრების გადაწყვეტილებებს კანონის ძალა იმპერატორის ედიქტით ენიჭებოდათ. ყველაფერ ამას ჩვენ მოკლებულები ვართ ახლანდელ დროში. ამჟამად მსოფლიოს აკლია ის ლეგიტიმური ქრისტიანული ძალაუფლება, რომელიც მნიშვნელოვან ნაწილში ასახავდა ეკლესიის  „საერო“ კომპონენტს და დაარეგულირებდა პროცესებს მთელს მსოფლიო ეკლესაში, ასევე  უზრუნველყოფდა შესაძლებლობას სრულიადმართლმადიდებელთა კრების ჩატარებას ბიზანტიური ტრადიციის შესაბამისად. პირიქით, არსებობს რეალური საფრთხე ამოქმედდეს არალეგიტიმური და ანტიქრისტიანული ცენტრების გავლენა, რომლებიც კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი სრულიადმართლმადიდებელთა კრების მთავრები შეწყვეტენ კოლეგიურობისა და კონსენსუსის პრინციპით ხელმძღვანელობას.

ბიზანტიის ეპოქისაგან განსხვავებით, ამჟამად არ არსებობს საიმპერატორო ძალის ერთობით უზრუნველმყოფი ნათლად გამოხატული საეკლესიო ცხოვრების ხელმძღვანელობის ერთიანი ცენტრი, რომელიც იქნებოდა კონსტანტინოპოლში. ჩვენ დავუბრუნდით ნიკეამდელი ეპოქის პოლიცენტრიზმს. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მზად არის აღიაროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ღირსების უპირატესობა, თუმცა ყველა არ აღიარებს – ძალაუფლების უპირატესობას. ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიას ემუქრება ახალი „ეპისკოპოსთა ეპისკოპოსის“ გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხე.

ამგვარად, პოლიცენტრიზმის ფაქტორი მსოფლიო ეკლესიის ცხოვრებაში და ლეგიტიმური მართლმადიდებლური ძალაუფლების არარსებობა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოაწესრიგოს საეკლესიო პროცესები, ხდება აშკარა რეალობა. შესაბამისად, აუცილებელი იქნება ნიკეამდელი ეპოქის პრაქტიკასთან დაბრუნება, კერძოდ კი, კონსენსუსის პრინციპთან, რომელიც  თან ახლდა კონსტანტინოპოლამდელ ეკლესიას და რომელიც უნდა გახდეს სახელმძღვანელო პრინციპი სრულიადმართლმადიდებელთა კრებისა, რათა აღსრულდეს სიტყვები: „შევიყვაროთ ერთმანეთი, და ერთსულოვნად ვაღიაროთ მამა, ძე და სული წმინდა, ერთარსება და განუყოფელი სამება“.

 

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :

[1] ბერძნული ტექსტი: Τοῦ δὲ πλήθους τῶν πιστευσάντων ἦν καρδία καὶ ψυχὴ μία, καὶ οὐδὲ εἷς τι τῶν ὑπαρχόντων αὐτῷ ἔλεγεν ἴδιον εἶναι, ἀλλ’ ἦν αὐτοῖς πάντα κοινά.

[2] მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე  (ἐξανέστησαν δέ τινες τῶν ἀπὸ τῆς αἱρέσεως τῶν Φαρισαίων πεπιστευκότες) (Деян. 15, 3).

[3] … ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ,  (ἔδοξεν ἡμῖν γενομένοις ὁμοθυμαδὸν ἐκλεξαμένους ἄνδρας πέμψαι πρὸς ὑμᾶς), ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა (Деян. 15, 25).

[4] Bruce M. Metzger. A Textual Commentary on the Greek New Testament, 2nd edn, (NY: Deutsche Bibelgesellschaft, 1994). P. 382-384.

[5] Τοῦ αὐτοῦ. Εἶτα ὅτι οὐ τυραννικῶς, ὅτι πᾶσι ταῦτα δοκεῖ, Catenae in Novum Testamentum.Ed. Cramer. 1841. P.252.

[6] Αμμωνίου. Σημειωτέον ὅτι οὔτε ᾿Ιάκωβος οὔτε Πέτρος ἐτόλμησαν, καίτοι κρίναντες αὐτὸ καλὸν εἶναι, δίχα πάσης τῆς ἐκκλησίας δογματίσαι τὰ περὶ τῆς περιτομῆς· ὅπου τὲ οὔτε πάντες ηὐθέντησαν, εἰ μὴ ἐπείσθησαν ὅτι τοῦτο δοκεῖ καὶ τῷ ῾Αγίῳ Πνεύματι.·Ibid.

[7] Sententiae episcoporum. PL T.3. 1085 Coo1053A-1054A.

[8] ერესების წინააღმდეგ III. 3. 2. Ad hanc enim ecclesiam propter potiorem principalitatem necesse est omnem convenire ecclesiam. Adversus haereses Русский перевод дается по изданию Св. Ириней Лионский. Против ересей. СПб. 1900. С. 22.

[9] Eusebius Caesariensis. Historia ecclesiastica. 5. 24.11.

[10] Πρῶτος οὖν ἐγώ φημι Πέτρος ἐπίσκοπον χειροτονεῖσθαι, ὡς ἐν τοῖς προλαβοῦσιν ἅμα πάντες διεταξάμεθα, ἐν πᾶσιν ἄμεμπτον, ἀριστίνδην ὑπὸ παντὸς τοῦ λαοῦ ἐκλελεγμένον. Οὗ ὀνομασθέντος καὶ ἀρέσαντος συνελθὼν ὁ λαὸς ἅμα τῷ πρεσβυτερίῳ καὶ τοῖς παροῦ-ιν ἐπισκόποις ἐν ἡμέρᾳ κυριακῇ, ὁ πρόκριτος τῶν λοιπῶν ἐρωτάτω τὸ πρεσβυτέριον καὶ τὸν λαόν, εἰ αὐτός ἐστιν, ὃν αἰτοῦνται εἰς ἄρχοντα. Καὶ ἐπινευσάντων προσεπερωτάτω, εἰ μαρτυρεῖται ὑπὸ πάντων ἄξιος εἶναι τῆς μεγάλης ταύτης καὶ λαμπρᾶς ἡγεμονίας, εἰ τὰ κατὰ τὴν εἰς Θεὸν αὐτῷ εὐσέβειαν κατώρθωται, εἰ τὰ πρὸς ἀνθρώπους δίκαια πεφύλακται, εἰ τὰ κατὰ τὸν οἶκον αὐτοῦ καλῶς ᾠκονόμηται, εἰ τὰ κατὰ τὸν βίον ἀνεπιλήπτως. Καὶ πάντων ἅμα κατὰ ἀλήθειαν, ἀλλ’ οὐ κατὰ πρόληψιν μαρτυρησάντων τοιοῦτον αὐτὸν εἶναι, ὡς ἐπὶ δικαστῇ Θεῷ καὶ Χριστῷ, παρόντος δηλαδὴ καὶ τοῦ ἁγίου Πνεύματος καὶ πάντων τῶν ἁγίων καὶ λειτουργικῶν πνευμάτων, ἐκ τρίτου πάλιν πυθέσθωσαν, εἰ ἄξιός ἐστιν ἀληθῶς τῆς λειτουργίας, ἵνα ἐπὶ στόματος δύο ἢ τριῶν μαρτύρων σταθήσεται πᾶν ῥῆμα. Καὶ συνθεμένων αὐτῶν ἐκ τρίτου ἄξιον εἶναι, ἀπαιτείσθωσαν οἱ πάντες σύνθημα, καὶ δόντες προθύμως ἀκουέσθωσαν. Constitutiones Apostolorum. VIII. 4. Constitutiones apostolorum (fort. compilatore Juliano Ariano), ed. M. Metzger, Les constitutions apostoliques, 3 vols. [Sources chrétiennes, vol. 336.] Paris: Cerf, 1987. P. 280. Русский текст дается по изданию. Постановления святых Апостолов. СПб. 2002. С. 173.

[11] პირველად მოციქულთა დადგენიელებები მოხსენიებულია კონსტანტინეპოლის კრებაზე (394 წ).

[12] Греческий текст и перевод см. Правила св. Апостол, святых соборов вселенских и поместных и святых отец. М., 1876. С. 61-62.

[13] იქვე. С. 188.

[14] Правила Православной Церкви с толкованиями Никодима еп. Далматинского. Т.1. СПб., 1912. С. 204.

[15] ეპისკოპოსის ხელთდასხმა (აქ: არჩევა) არ შეიძლება კრებისა და სამთავროს მიტროპოლიტის გარეშე. ხოლო ის თუ იქნება, უმჯობესია, რათა მასთან ერთად იყვნენ მისი სამთავროს სხვა თანამწირველი ეპისკოპოსები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან დედაქალაქში ეპისტოლეებით. უმჯობესია, ყველა შეიკრიბოს. ხოლო თუ ამის გაკეთება ძნელი იქნება, აუცილებელია, უმრავლესობა მაინც შეიკრიბოს, ან წერილობით გამოხატოს თავისი თანხმობა. ამგვარად, ეპისკოპოსთა უმრავლესობის იქ ყოფნით, ან [წერილობითი] თანხმობით უნდა მოხდეს ეპისკოპოსის დადგენა. ხოლო თუ ეს მოხდება სხვანაირად, ამ განსაზღვრების საწინააღმდეგოდ, ხელთდასხმას არ ექნება ძალა. თუ ამ კანონის თანახმად მოხდება ეპისკოპოსის დადგენა, მაგრამ ზოგიერთები თავისი დავისმოყვარეობით მაინც წინ აღუდგებიან მას, დამტკიცებულ უნდა იქნეს უმრავლესობის განაჩენი. (მოციქ. 1; I მსოფლ. 4, 6; VΙΙ მსოფლ. 3; ლაოდ. 12; სარდი