სომხურმა ეკლესიამ თურქეთის სახელმწიფოსაგან ჩამორთმეული სომხური ტაძრებისა და საეკლესიო ქონების დაბრუნება მოითხოვა

ჩვენ მოვუწოდებთ  თურქეთის რესპუბლიკის და მათგან მოვითხოვთ შემდეგს:   სცნონ სომეხი ერის გენოცდი, სომეხ ერს,  რომელთაც შეულახეს ადამიანური და ეროვნული უფლებები, მთლიანად აუნაზღაურონ  კომპენსაცია და სასწრაფოდ დაბრუნონ სომხური ეკლესიები, მონასტრები, საეკლესიო ქონება და სომეხი ერის სულიერი და კულტურული ცენტრები სომეხ ხალხს, როგორც კანონიერ მემკვიდრეს”, წერია საერთო მიმართვაში,რომელიც გააკეთა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II და  კილიკიის კათოლიკოსმა არამ I, რომელიც თანადროულად წინამძღვრობს სომხური ეკლესიის დამოუკიდებელ საკათალიკოსოს ლიბანში; ტექსტი გაავრცელა სააგენტო “Интерфакс”-მა.

“სომხური სამოციქულო ეკლესიის” (სსე), პრესამსახურში იუწყებიან, რომ მაღალიერარქთა ეს მიმართვა დაკავშირებულია სომეხი ერის გენოციდის იუბილესთან დაკავშირებით.
დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა როგორც სამართალმემკვიდრე ოსმალეთის იმპერიისა, არა მარტო უარყოფს სომეხთა გენოციდის ფაქტს, არამედ ისევ აგრძელებს ანტისომხურ პოლიტიკას და ინარჩუნებს  ჩამორთმეულ სომეხი ერის საეკლესიო ქონებას, რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებს.
დოკუმენტში  ხაზგასმულია, რომ 1915 წელს 1,5 მლნ სომეხი გახდა ოსმალეთის იმპერიის გენოციის მსხვერპლი, ხოლო გადარჩენილებმა თავი შეაფარეს სომხეთს, სირიას, ლიბან და სხვა არაბულ ქვეყნებს (ასევე საქართველოსაც -ს.ფ.).

წყარო: http://www.newsru.com