“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს სავარაუდოდ 350-მდე ასურელი ქრისტიანი ყავს ტყვედ. 15 მათგანი მოკლულია – იტყობინება Благовест-Инфо. ტელ-ხორმიზდის დასახლებაში ერთ ქრისტიან ქალს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ორი მამაკაცი ჩაცხრილეს. დანარჩენი ქრისტიანების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მოიპოვება.
ტელ-შამირამის დასახლებაში მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს 51 ოჯახი. საშუალოდ თითო ოჯახში 5 კაცი შედის.
კიდევ ერთი ანონიმური წყაროს მიხედვით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, 23 თებერვალს, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერთი ასურელი ქრისტიანი ქალი გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მათ ასევე გადაწყვეს დასახლებაში ტაძარი და ქრისტიანების სახლები.
ამის გამო, ეგვიპტელები მასობრივად ტოვებენ ლიბიას. 21 407 კაცი სოლუმის სასაზღვრო ხაზით ეგვიპტეში გადავიდა. კიდევ 4122 კაცი ტუნისში ჩავიდნენ და იქიდან ეგვიპტეში ავიარეისით დაეშვნენ.
2011 წელს ლიბიაში ცხოვრობდა 1.5 მილიონი ეგვიპტელი, რომელთა უმრავლესობამაც ქვეყანა დატოვა მუამარ კადაფის რეჟიმის დაცემის შემდგომ, რადგან ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 21 ეგვიპტელი ქრისტიანი სიკვდილით დასაჯა. კოპტური ეკლესიის პატრიარქმა, ტავადროს II ეს ადამიანები წმინდანებად შერაცხა.