საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას ტოლერატობის დღეს ულოცავს, განცხადება პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. ილია მეორის განცხადებით, ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. პატრიარქმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა. საქართველოს პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ მომავალ კვირას არის გიორგობა და სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან 10 წლისთავი სრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
“დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა – ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში”, – განაცადა ილია მეორემ.

წყარო