საქართველოს საპატრიარქო აიდი ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეს, 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროსთან მოეწყო საპროტესტო აქცია ახალი ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით და აქციის ხელმძღვანელები საპატრიარქოს სახელითაც მოქმედებდნენ.

განვმარტავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: http://www.ambioni.ge

ჩვენის მხრივ მკითხველს შევახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს, რომლებიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს წმინდა სინოდის (05.07.2012) სხდომის ოქმი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი ინდივიდუალური ნომრების პრობლემასთან დაკავშირებით

არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

შტრიხ კოდების შესახებ– ავტორი: ზაზა ოსმანოვი

„ბოლო ჟამი“ მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში -ავტორი: ზურაბ ჯაში