რუსული სასულიერო მედია ცენტრები იუწყებიან, რომ 8 აგვისტოს, ვლადიკავკაზში, ალანიისა და ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოსის ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ყველა ტაძარში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულები მოსახსენებელი პანაშვიდები გადაიხადეს.
ხოლო 8 აგვისტოს საღამოს, ვლადიკავკაზის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა ტრადიციული აქცია “ხსოვნის სანთელი” , რომელიც ჩორ-ის (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა)ახალგაზრდობის, ფიზკულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზირებით მოეწყო, აქცია დაღუპულთა სულების მოსახსენებელი ლიტიით გაიხსნა,რომელიც მთ.ეპ-მა ზოსიმემ გადაიხადა, მისი ქადაგების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” თვითმარქვია ექსპრეზიდენტმა ე. კოკოითმა მიმართა , მან მადლობა გადაუხადა “ჩრდილოელ მოსახლეობას, რომ დაეხმარნენ სამხრეთელ ძმებს მძიმე წუთებში.”
შემდგომ იქ შეკრებილები, მთ.ეპისკოპოს ზოსიმეს მეთაურობით ტაძრის მოედანზე გამოვიდნენ სადაც სანთლებით რუსულად იყო და წერილი “გვახსოვს 08.08.08” , რასაც ზარების რეკვა და წუთიერი დუმილი მოყვა, ბოლოს აჩვენეს 2008 წლის ხუთდღიანი ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.
წყარო: http://www.pravoslavie.ru
მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ










