2013 წლის მე-3 თვის 13 -ში, 19.06 წუთზე იტალიის დროით, სიქსტის კაპელაში დამონტაჟებული ბუხარიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშანი გახდა იმისა რომ ერთერთმა კანდიდატმა გადალახა 77 ხმა , რომელიც იყო მინიმალური ზღვარი, რათა არჩეულიყო რომის ახალ პაპად და ეს აღმოჩნდა, 77 წლის, იეზუიტი, ხორხე მარიო ბერგოლიო (Jorge Mario Bergoglio), რომელიც არჩეულ იქნა რიგით 266-ე რომის პაპად, მის მიერ არჩეული სახელია ფრანცისკე (პირველი – Franciscus PP. I) , არჩევნებში მონაწილე კარდინალთა შორის იგი ერთადერთი იეზუიტი იყო და გახდა პირველი პაპი სამხრეთ ამერიკიდან და პირველი იეზუიტი ვინც პაპად აირჩიეს.
წარმოშობით იტალიელი, პიემონტეს რეგიონიდან, დაიბადა არგენტინაში, ბუენოს-აირესში, 1936 წლის 17 დეკემბერს, განათლება აქვს მიღებული ქიმიურ ტექნოლოგიებში, შევიდა რა იეზუიტურ ორდენში, ჰუმანიტარული განათლება მიიღო ჩილეში და შემდეგ არგენტინაში, ჯერ ფილოსოფიის, ხოლო შემდეგ თეოლოგიის განხრით, იყო პროფესორი და რექტორი სან ხოსეს ფაკულტეტის.1986 წელს გერმანიაში დაიცვა სადოქტორო ხარისხი, 1992 წელს იოანე-პავლე მეორემ ბეუნოს აირესის დამხმარე ეპისკოპოსად დაადგინა, 2011 წლამდე იყო არგენტინის საეპისკოპოსო საბჭოს თავჯდომარე.
ახალი პაპი, თავიდანვე განსაკუთრებული კარდინალი იყო, უარყოფდა რა ყოველგვარ მაღალ თანამდებობებს რომის ეკლესიის კურიაში, მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდა რომში, როცა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო და არამარტო ერიდებოდა ყოველგვარ მაღალ თანამდებობებს ვატიკანის კურიაში, არამედ თავად არგენტინაშიც კი არც მძღოლი ყავდა და არც ძვირფასი მანქანები… იგი ბუენოს-აირესის მეტროთი და ავტობუსით გადაადგილდებოდა და ცხოვრობდა უბრალო სახლში, საჭმელსაც კი თავისი ხელით იმზადებდა… (იხ. დართული ფოტო – კარდინალი ბერგოლიო ბუენოს-აირესის მეტროში)
ახალი პაპის არჩევას არგენტინაში საოცარი სიხარული მოყვა, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, იმის შემდეგ რაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ფეხბურთში მსგავსი რამ არ უნახავთ, დიეგო არმანდო მარადონამ უდიდესი სიხარული გამოხატა, მის თანამემამულე მესისთან ერთად, მათი ქვეყნის მთავარეპისკოპოსის პაპად არჩევასთან დაკავშირებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხოსე-მარია ბერგოლიო არგენტინაში San Lorenzo-ს გუნდს გულშემატკივრობდა; არგენტინასთან ერთად ზეიმობს იტალიის რეგიონი (როგორც მთელი იტალია, რადგან იგი წარმოშობით იტალიელია) – ტოსკანა, რადგან ახალმა პაპმა პირველად ისტორიაში აირჩია სახელი ფრანცისკო, ტოსკანელი ფრანცისკ ასიზელის საპატივცემულოდ.

ხაზგასასმელია, რომ ახალი პაპი პროგრესისტთა რიგებს მიეკუთვნება, უარყოფდა ე.წ. “განთავისუფლების თეოლოგიას”(იხილეთ ჩვენი ცენტრის სტატია ამ საკითხის შესახებ :დასავლური პოლიტიკური თეოლოგია) , და თანადროულად მართალია გამოდიოდა რა როგორც დიალოგის მომხრედ ჰომოსექსუალისტებთან ურთიერთობაში, მაგრამ ამავდროულად მკაცრად ებრძოდა ჰომოსექსუალისტური ოჯახის მიერ შვილად აყვანის შესაძლებლობას, ამისათვის მან არგენტინის პრეზიდენტის საყვედურიც კი დაიმსახურა… განსაკუთრებით ახსოვთ მისი საოცარი ჟესტი, რაც მან გააკეთა 2001 წელს, როდესაც შიდსით დაავადებულ 12 ადამიანს ემთხვია და დაბანა ფეხები (იხ. დართული ფოტო -წარწერით ფრანცისკო პირველი -მსახური, რომელიც აღებულია ახლადარჩეული პაპის კარდინალობის პერიოდის ფეისბუკის გვერდიდან).
ახალი პაპი ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც ბენედიქტე XVI აირჩიეს, მაშინაც განიხილებოდა მისი კანდიდატურა, თუმცა მაშინ მან უარყო შეთავაზება, თქვა, რომ არ იყო მზად… ხოლო 13.03.13 არჩევის შემდეგ კი პირველი რაც თქვა, როგორც არჩეულმა პაპმა, ის რომ ილოცონ მის თვის… მისი მოძღვრები ბუენოს-აირესში მოღვაწეობდნენ არგენტინის დედაქალაქის ყველაზე ღარიბ უბნებში «villas miserias», მისთვის მნიშვნელოვანი მოწყალება და სითბო იყო, რომელსაც ყველაზე ღარიბი და დაუცველი მრევლის მიმართ იჩენდა არგენტინაში და ალბათ სწორედ ამიტომ აირჩია სახელი ფრანცისკ ასიზელის საპატივცემულოდ სახელი ფრანცისკო ან ფრანცისკე , რომელიც ზოგის აზრით, ქართული სწორი ფორმაა .
ახალმა პაპმა განსაკუთრებული ლოცვით მოიხსენია „ემერიტუს პაპი“ ანუ გადადგარი საპატიო პაპი ბენედიქტე, ხოლო შემდეგ თხოვა წმ. პეტრეს მოედანზე შეკრებით ათობით ათასს მორწმუნეს იქვე, ჩუმად ელოცათ მისთვის, რამოდენიმე წუთით გაირინდა მთელი მოედანი, ბოლოს კი მეოთხე კენჭისყრის შემდეგ არჩეული პაპი, სალოცავად გავიდა ღვთისმშობლისადმი. დღეიდან რომის კათოლიკურ ეკლესიას პირველად ისტორიაში ყავს ორი პაპი , ახალი პაპი – ფრანცისკე და ემერიტუს (საპატიო) პაპი – ბენედიქტე XVI ; და ბოლოს რომის ახალ პაპმა პირველივე სიტყვაში თქვა:“ «Mi hanno preso alla fine del mondo…» – „მე ამირჩიეს ქვეყნიერების დასასრულს..“ ან ასეც შეიძლება გავიგოთ : «Vengo dalla fine del mondo» „ამომირჩიეს ქვეყნიერების დასასრულიდან (ანუ შორიდან).“
წმიდა პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს საქართველოსა და მსოფლიო კათოლიკეთ ახალი პაპის არჩევას.
ავტორი: სერგო ფარულავა











