1991 წლის 2 ოქტომბერს მართლმადიბელი ეკლესია და მსოფლიო საზოგადოება გამოეთხოვა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრი I-ს, რომელმაც ეკლესიის ისტორიაში საკუთარი კეთილი კვალი დატოვა (მათ შორის საქარტველოს ეკლესიის ავტოკეფალიის რწმუნების სიგელებზე ხელისმოწერით).

ამავე წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მთავარეპისკოპოსად და მსოფლიო პატრიარქად ქალკიდონის მიტროპოლიტი ბართლომე არქონტონისი აირჩია, 2 ნოემბერს  კი ბართლომე I-ის აღსაყდრებით მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

პატრიარქობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მოკრძალებული ღონისძიებების ფარგლებში, პირველად ამ დროის მანძილზე, წიგნად გამოიცა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სრული ბიოგრაფია “Bartholomew: Apostle and Visionary,”

საპატრიარქოს დიდი მთავარდიაკვნის, დოქტორ იოანე ქრისავაგისის რედაქტორობით.

წიგნში შესულია პაპი ფრანცისკესა და პაპი ბენედიქტე XVI-ის წინასიტყვაობები. “მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომე არის პატრიარქი ჭეშმარიტად ეკუმენური [მსოფლიო],ამ ტერმინის ყველა მნიშვნვნელობით” – წერს პაპი ბენედიქტე XVI.

დღეს ფანარში, წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა მღვდელმთავრებთანა და მრევლთან ერთად ილოცა და მადლობა შესწორა ღმერთს წარსულის შემწეობისა და მომავლის იმედისათვის.