5 მარტს, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ეწვია იალოვოს (ბურსასთან ახლოს, თურქეთში) ბანაკს, სადაც ერაყიდან დევნილი ქრისტიანები აფარებენ თავს.ამის შესახებ იყობინება საინფორმაციო სააგენტო ”amen.gr”

აქ 700-მდე დევნილი ცხოვრობს. ძირითადად ისინი მონოფიზიტური სირიულ-იაკობიტური და ნესტორიანული ქალდეურ-ასურული ეკლესიის მიმდევრები არიან. დევნილები ცხოვრობენ სტამბულში მდებარე სირიულ-იაკობიტური ეკლესიის დახმარებით.

სირიულ-იაკობიტური ეკლესიის მიტროპოლიტმა იოსებ ჩესტინმა, კონსტანტინეპოლის პატრიარქთან შეხვედრას ”ისტორიული” უწოდა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა მათ ”ქრისტეს დალოცვა მოუტანა”.

თავის მხრივ პატრიარქმა ბართლომეოსმა, მთელი კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოხატა დევნილთა მიმართ მწუხარება და თანადგომა. პატრიარქმა აჩუქა ჯვრები და ტბილეული. გამოთქვა სურვილი, რომ მათ სამშობლოში მალე დამდგარიყოს მშვიდობა, რათა შეძლებოდეთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

წყარო