სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება :
„კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულობა შეიძლება, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. დიდად ვწუხვართ, რომ უკვე არის მსხვერპლი და დაშავებულთა სერიოზული რაოდენობა. შევთხოვთ უფალს, რომ პროცესები სისხლიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და მოვლენები უმართავი არ გახდეს. მოციქულ ანდრიას, წმიდა ვლადიმერის და წმიდა ოლღას ლოცვით ღმერთმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა”
წყარო: http://frontnews.ge/










