ბურუნდისა და რუანდის ეპარქიაში ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ახალ ეპისკოპოსი დანიშნა
2013 წლის 24 თებერვალს, ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურეში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში , ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე მეორემ ახალი ეპისკოპოსი აკურთხა.
წირვა-ლოცვას ბურუნდიში წარმოდგენილი ქრისტიანული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები და რელიგიური იერარქები სტუმრის სახით ესწრებოდნენ, ხოლო ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ბერძნულ, ფრანგულ, სუაჰილის, კიკუიუს, ინგლისურ და სლავურ ენებზე.
წირვას ესწრებოდნენ უგანდისა და ბურუნდის მრავალრიცხოვანი აფრიკელი მართლმადიდებელი მორწმუნე, ეკურთხა ახალი ეპისკოპოსი ბურუნდისა და რუანდისა – ინოკენტი, რომელიც წარმოშობით უგანდელია.
დაჯილდოვნენ ადგილობრივი არქიმანდრიტი ტიმოთე დუმბა, ასევე ალექსანდრიის ეკლესიის ტრადიციაში არსებული ჰიმნოგრაფის წოდება მიენიჭა ცნობილ მისიონერს ბერ დამასკინოს გრიგორიატისს, რომელიც უკვე 10 წელია მსახურობს ბურუნდის ეკლესიაში და უამრავი ჰიმნოგრაფიული ნაშრომი თარგმნა სუაჰილის ენაზე.
ახალნაკურთხმა მეუფე ინოკენტიმს მადლობა გადაუხადა პატრიარქს და წმიდა სინოდს და აღნიშნა, რომ მთელ ცხოვრებას მიუძღვნის ამ ორ ქვეყანას და მათში ქრისტიანული სიყვარულისა და თანაგანცდის აღორძინებას.
ინტრონიზაციის შემდეგ გაიმართა ტრადიციული აფრიკული სიმღერებისა და ცეკვების საზეიმო კონცერტი, ხოლო ალექსანდრიის პატრიარქი ეგვიპტეში დაბრუნდებამდე კენიის ეპარქიასაც ეწვია.
მასალა მომზადებულია სერგო ფარულავას მიერ
წყარო:
http://www.pravoslavie.ru/












