ვატიკანი 800 ოტრანტოელ მოწამეს განადიდებს, რომლებიც XV ს-ში მუსულმანთა მიერ აღესრულნენ. 
ოტრანტოს კათედრალი (სამხრეთ იტალია), 1480 წელს ოსმანთა იმპერიის მეომართა მიერ თავმოკვეთილი, 800 ქრისტიანის თავის ქალითაა შემკული. კვირას, 12 მაისს, მას შემდეგ რაც პაპი ფრანცისკი ოტრანტოელ მოწამეთა კანონიზირებას მოახდენს, ეს თავის ქალები წმინდა ნაწილები გახდება. 
ამჟამინდელი პაპი კანონიზირებულ წმინდანთა რაოდენობის მიხედვით რომის ყველა პაპს შორის რეკორდს მოხსნის – გვატყობინებს WWRN. თუმცა ოტრანტოელ მოწამეთა კანონიზაცია ჯერ კიდევ პაპმა ბენედიქტე XVI -მ დაგეგმა და განაცხადა კიდეც ამის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე სანამ თავის გადადგომის შესახებ ამცნობდა საზოგადოებას. 
800 ოტრანტოელი მაცხოვრებლის სახელი, გარდა მკერავი ანტონიო პრიმალდოსი, დღესდღეობით დაკარგულია. ისინი ისლამის მიღებაზე უარის თქმის გამო დახოცეს. თავის სამწყსოზე ადრე კი ოტრანტოს მთავარეპიკოპოსი იქნა იატაგანებით მოკლული. 
2007 წელს პაპმა ბენედიქტე XVI -მ 800 ოტრანტოელი მაცხოვრებელი აღიარა როგორც მოწამეები „მოკლულნი რწმენის მოძულეთა მიერ“

წყარო http://www.sedmitza.ru/text/3662901.html

თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ