ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
1812 წელს, ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლებული ანტონ კათალიკოსის ნაცვლად, საქართველოს ეგზარქოსად ვარლამ ერისთავი დაინიშნა, რომელიც ავტომატურადვე გახდა რუსეთის წმინდა სინოდის წევრი. საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია მხოლოდ კათალიკოსობის გაუქმებისა და ეგზარქოსის დანიშვნით არ შემოფარგლულა. გენერალ ტორმასოვს უთქვამს ვარლამისთვის: „სინოდის ობერპროკურორი მამცნობს, რომ ხელმწიფე იმპერატორის სურვილით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ისე უნდა მოაწყოთ, რომ იგი დამოკიდებული იქნეს წმინდა სინოდზე. “მართლაც, რუსული ჩარევით განხორციელდა მთელი წყება ცვლილებებისა, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს ივერიის უძველესი ეკლესიის სტრუქტურა. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ რეორგანიზაციის შესახებ ვისაუბრებთ.
წყარო – ჟურნალი “დიალოგი”. სრული სტატია იხილეთ ბმულზე










