დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:
ლათინ კათოლიკეთა,
ეზიდთა სასულიერო საბჭოს,
საქართველოს ებრაელთა კავშირის,
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის,
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის,
სახარების რწმენის ეკლესიის,
მუსლიმთა სამმართველოს
წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო და მემორიალი.
ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.













