შეგახსენებთ, კრებაზე წარმოდგენილი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიათა მეთაურების სიას (იხ. ფოტო)1. კონსტანტინეპოლისა – ყოვლადუწმიდესი ბართლომე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი; კათედრა კონსტანტინეპოლში (სტამბული).
2. ალექსანდრიისა – უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა; კათედრა ალექსანდრიაში.
3. იერუსალიმისა – უნეტარესი თეოფილე, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა; კათედრა იერუსალიმში.
4. სერბეთისა – უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა; კათედრა ბელგრადში.
5. რუმინეთისა – უნეტარესი დანიელი, პატრიარქი სრულიად რუმინეთისა; კათედრა ბუქარესტში.
6. კვიპროსისა – უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა; კათედრა ნიქოზიაში.
7. ელადისა – უნეტარესი იერონიმე II, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა; კათედრა ათენში.
8. ალბანეთისა – უნეტარესი ანასტასი, მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.
9. პოლონეთისა – უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა; კათედრა ვარშავაში.
10. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის – უნეტარესი როსტისლავი, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა; კათედრა პრაღაში.