კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით კუნძულ ხალკიზე (სტამბოლთან ახლოს), 2015 წლის 8-10 ივნისს ჩატარდება ქალკის სამიტი, რომელიც მიეძღვნება თემას: ”ღვთისმეტყველება, ეკოლოგია და სიტყვა: საუბრები გარემოზე, ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე”.

”ფორუმის მიზანია – განიხილონ ლიტერატურული და ფილოსოფიური ფესვები ჩვენი შეშფოთებისა, გარემოს დაბალანსებასა და მდგრადობაზე” – განცხადებულია ოფიციალურ საიტზე. ეს ჩატარდება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და სამხრეთ ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის თაოსნობით.

სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ჟურნალისტები, თეოლოგები, მეწარმეები. სამიტს გახსნის პატრიარქი ბართლომეოსი და შემდგომ სიტყვით გამოვლენ –  პოეტი ტერი ტემპესტ უილიამსი, თეოლოგი და პროფესორი ტიმოთე გორინჯ  ჯეიმსი, ალპინისტი და ფოტოგრაფი ჯეიმს ბალოგი და სხვ. სამიტს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი დახურავს.

სამიტის მონაწილეები განიხილავენ თემას ბუნების და ხელოვნების ურთიერთმიმართებას, მათ შორის ლიტერატურისა და პოეზიის, მუსიკისა და ფოტოგრაფიის და ასევე ისაუბრებენ ეკოლოგიის გასტრონომიულ ასპექტზე. მოხსენებებში აისახება ხელოვნების ადგილი და მისი ძალის გავლენა ჩვენ ღირებულებებზე და ქმედებაზე, რათა დაიცვას ღვთის ქმნილებანი.

ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით: ” ჩვენ გულწრფელად გვწამს, არის შანსი იმისა, რომ შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების ამოწურვა. მაგრამ ეს მოითხოვს ღირებულებების რადიკალურ ცვლილებას და რწმენას იმის, რომ ხალხმა გააცნობიეროს ეკოლოგიური სიმტკიცის ეთიკური და სულიერი ასპექტები თავის ცხოვრებასა და პრაქტიკაში”.