“კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი უპრეცენდენტო ტერორისტული აქტების სერიამ.
საფრანგეთის მიტროპოლიისა და ქვეყნის მართლმადიდებელი ეპისკოპატის სახელით ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტებს და ვლოცულობთ ტერაქტის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის.
ეს ტრაგიკული მოვლენები მოგვიწოდებენ საფრანგეთის ნაციონალური ერთობისა და ჩვენი რესპუბლიკის ფასეულობათა მშვიდობიანი თანაცხოვრებით დაცვისაკენ.
მოვუწოდებ საფრანგეთის ყველა მართლმადიდებელს ილოცოს ყველა მსხვერპლის, მათი მშობლებისა და ოჯახებისათვის.
გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვები საფრანგეთისა და ტერორიზმისაგან დაზარალებული სხვა ყველა ქვეყნებისათვის.”
+ ემანუელი, მიტროპოლიტი გალიისა,
საფრანგეთის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი
“ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა – იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ თანავუგრძობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს.”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:
ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულის ტკივილით შევიტყვეთ პარიზში მომხდარი ტეროტისტული აქტების შესახებ, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ასეულობით ადამიანი.
სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოების , მრევლის და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)
14.11.2015
——
C’est avec effroi et de vives émotions que nous avons appris les terribles nouvelles des attentats perpétrés à Paris, emportant les vies de très nombreuses personnes. Dans ces moments très douloureux, au nom de l’archevêché de l’Europe Occidentale de l’Eglise Orthodoxe géorgienne, de sa paroisse et en mon nom personnel, je tiens à exprimer mes sincères condoléances à l’égard du peuple français ainsi qu’aux familles des victimes et de centaines de blessés suite à cette horrible tragédie.
Métropolite de l’Europe Occidentale
Abraam (Garmelia)
14.11.2015
__________________________
წმიდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი (https://orthodoxtheology.ge/) უერთდება მართლმადიდებელი იერარქებისა და მსოფლიო რელიგიათა წინამძღვრების ერთობლივ სამძიმარს ფრანგი ხალხისადმი და გმობს ტერორიზმს და ძალადობას, ღმერთმა მშვიდობა მიანიჭოს მსოფლიოს!









