2016 წლის 14 იანვარს წმიდა სინოდმა გააგრძელა სხდომები მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავჯდომარეობით.
ამ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთობის გაგრძელებისათვის აღიარებულ იქნას პრეშოვის მიტროპოლიტი როსტისლავი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად, იმ პირობათა გათვალისწინებით, რომლებილიც მიიღეს როგორც მიტროპოლიტმა როსტისლავმა და მისმა მხარდამჭერებმა, ისე მოწინაამდეგეთა ფრთამ,

სახელდობრ:

1) მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, პრეშოვის მიტროპოლიტი როსტისლავი საჯაროდ მოიხდის ბოდიშს უღირსი და შეურაცხმყოფელი სიტყვებისათვის, რომელიც მან საჯაროდ წარმოთქვა მსოფლიო საპატრიარქოს – ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის დედაეკლესიისადმი, რომლისგანაც მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და ასევე მსოფლიო პატრიარქისა და ბერძნულენოვანი ეკლესიების მიმართ;
2) ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორივე მოწინაამღდეგე ფრთა აღიარებს მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს 1998 წლის საპატრიარქო და სასინოდო ტომოსს, რომელიც ეხება ამ ეკლესიის ატოკეფალიის აღიარებას (პროტოკოლი № 1058, 28 აგვისტო, 1998 წ.);
3) შეიქმნება შერეული კომისია მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიის (ორივე ფრთის) წარმომადგენლებისაგან, რომლის მიზანი იქნება მართვა-გამგეობის დებულების შეთანხმება 1998 წლის ტომოსთან და ამავე ტომოსის აღიარება ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის დამფუძნებელ საბუთად, ისევე როგორც, მართვა-გამგეობის დებულების გადახედვა საეკლესიო კანონების მიხედვით, ერთობისათვის და საეკლესიო ცხოვრების დასამშვიდებლად ამ ეკლესიაში;
4) მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ოლომუცო-ბრნენის მიტროპოლიტი სვიმეონი აღიარებულ იქნება სრულფასოვან და კანონიკურ მიტროპოლიტად ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიისა, რომელიც გარე ჩარევის გარეშე აღასრულებს ყველა უფლებას თავისი ეპარქიის ფარგლებში, წმიდა სინოდსა და ადგილობრივ ეკლესიაში მართვა-გამგეობის დებულებისა და სჯულისკანონის თანახმად;
5) იკონომიის გზით, კანონიკური შემთხვევის დაშვების გარეშე კანონიკურად აღიარებული იქნებიდან შემდეგი მღვდელმთავრები: ა) მღვდელ-მონაზონი მიქაელი (დანდარი) პრაღის მიტროპოლიტად; ბ) არქიმანდრიტი ისაია (სლანიკა) ოლომუცკო-ბრნენის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსად, წოდებით „შუმპერელი“;
6) ორივე ჯგუფი იღებს ვალდებულებას ღვთისა და დედა ეკლესიის წინაშე პატივი სცენ და შეასრულონ ყველაფერი ზემოთქმული, პატივი სცენ ყველა სასულიერო პირის მსახურებას, რომლებიც ეკუთვნიან ორივე ფრთას და არ გადადგან არცერთი ნაბიჯი რომელთაც სამომავლოდ შეუძლია დაარღვიოს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ერთობა; აღადგინონ სასულიერო პირები, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ კონფილიქტის დროს თავისი თანამდებობებიდან;
ბოდიშის მოხდის წერილი, მიმართული მსოფლიო პატრიარქისადმი, რომლის გამოქვეყნების ნება დართო მიტროპოლიტმა როსტისლავმა 2015 წლის 21 დეკემბერს
მთავარეპისკოპოსი პრეშოვისა და მიტროპლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა
ქ.პრეშოვი,19ოქტომბერი,2015წ.

თქვენო უწმიდესობავ, ძვირფასო და საყვარელო თანამწირველო.
პირველ რიგში მსურს გულითად მოგესალმოთ და გისურვოთ კურთხევა ღმრთისა თქვენს მძიმე მსახურებაში ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერთობისათვის.
თქვენო უწმიდესობავ, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი იმ გამორჩეულ როლში, რომელსაც პირადად თქვენ და მსოფლიო საპატრიარქო ასრულებთ ჩვენი მოსიყვარულე ქრისტეს დედა ეკლესიის შიდა ცხოვრებაში. ამ მიზეზით მსურს გთხოვოთ, რომ გამოიჩინეთ სიყვარული და მამობრივი სიბრძნე და არ მიაქციოთ ყურადღება იმ გამოთქმებს რომელთაც შეეძლო თქვენთვის ტკივილი და შუერაცხყოფა მოეყენებინა. ისინი იყვნენ წარმოთქმული ემოციური აფორიაქების დროს და გამოხატავდნენ ტკივილსა და მწუხრებას ჩვენი ადილობრივი ეკლესიის საქმებათა გამო. ასევე მსურს დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ ჩვენს მღვდელმთავარს არ სურდა ეჭვის ქვეშ დაეყენებინა თქვენი ავტორიტეტი, ან ორმხირვი კეთილი ურთიერთობანი.
თქვენო უწმინდესობავ, ყველა ოჯახში ხანდახან ხდება გაუგებრობები. სიბრძნე და სიყვარული უფროსთა ყოველთვის გამოიხატება იმაში, რომ გაგებითა და მიმტევებლობით უყურებენ უმცროსთა და ნაკლებგამოცდილთა წვრილმან შეცდომებს ერთობისა და სიყვარულის შესანარჩუნებლად ოჯახში.
ამიტომაც გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგანწყობა ამ შემთხევევაში.
თქვენო უწმიდესობავ, სიხარულით ველოდები ჩვენს შეხვედრას მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაზე, რომელზეც ჩვენ მიწვეული ვიქნებით, რათა დავასრულოთ მართლმადიდებელი ეკლესის წმიდა და დიდი კრებისათვის მზადება, რომელზეც გამოვლინდება ერთობა და ქრისტიანული დამოწმება წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა თანამედროვე მსოფლიოში.

თქვენო უწმიდესობავ, მსურს, რომ ეს წერილი, მომართული თქვენს მიმართ, დარჩეს საიდუმლოდ, რათა არ მისცეს არავის საშუალება სპეკულაციისათვის, ვისაც არ სურს ერთობის გამარჯვება და სიყვარული მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით. მოხარული ვიქნები ჩვენი შეხვედრისა და ერთად აღსრულებული ევქარისტიისათვის.

თქვენი ქრისტესმიერი ძმა, ძმური სიყვარულით,

+ როსტისლავი, მთავარეპისკოპოსი პრეშოვისა, მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა
წყარო: http://illyabey.livejournal.com/64946.html