საქართველოში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანეს.

მღვდელმთავრის ხელის მტევანი საბერძნეთის კუნძულ კორფუდან მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა, კორფუს მერთან და  სასულიერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანა.

წირვის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II მ, მიტროპოლიტი ნექტარიუსი და კორფუს მერი წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა იქადაგა და უწმინდესს პანაღია უსახსოვრა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანს საბერძნეთში 2 ივნისს წააბრძანებენ, მანამდე კი სიწმინდის ხილვის შესაძლებლობა მრევლს სამების საკათედრო ტაძარში, თერჯოლის რაიონსა და ბოდბის დედათა მონასტერში ექნება.