საბერძნეთში, პირეის ეპისკოპოს სერაფიმეს გამონათქვამებმა სკანდალი გამოიწვია, საქმე ეხება საბერძნეთის ახალ კანონს, რომელიც მაღაზიების ნაწილს ნებას რთავს იმუშაონ  კვირა დღესაც; ეპისკოპოსის განცხადებით იგი იმ დეპუტატებს, ვინც ამ კანონპროექტს ხმას მიცემს, ეკლესიაში არ შეუშვებს – იუწყება  სააგენტო “როსბლატი”

საბერძნეთის კანონმდებლობაში დეტალურადაა გაწერილი მაღაზების მუშაობის გრაფიკი, ხოლო კვირა დღეს ყველა მაღაზია დაკეტილია და უქმე დღეა.

მიტროპოლიაში თვლიან, რომ კვირა დღის, როგორც უქმე დღის გაუქმების იდეას “ებრაული ლობი ხელმძღვანელობს”… “უქმე დღე- საუბარია განცხადებაში – დაწესებულია ადამიანური ბუნების მოთხოვნების მიხედვით, მასზეა სწავლება ძველი აღთქმის კანონებში და კვირადღე კი  ქრისტიანთა უძველესი დღესასწაულია, ხოლო მისი გაუქმება  ღვთის რისხვას გამოიწვევს და იქნება სათავე მრავალი განსაცდელისა შთამომავლობაში.”

საბერძნეთის პარლამენტში განიხილება კანონი, რომელიც მცირე და საშუალო მაღაზიებს (საერთო ფართი ვიდრე 250 კვ.მ-დე),  ნებას რთავს იმუშაონ კვირა დღითაც; ამ კანონის საწინააღმდეგოდ ეკლესიასთან ერთად,  გამოვიდნენ კერძო საწარმოების წარმომადგენლები და მემარცხენე ოპოზიცია.

მოამზადა: სერგო ფარულავამ

წყარო: http://www.rosbalt.ru