იოსებ რატცინგერს, საკუთარი პონფიკოსობიდან ოფიციალურად გადადგომის შემდეგ, რომელიც ოფიციალურად ზამთრის ბოლო დღეს, 28 თებერვლის, 20 საათზე გამოცხადდება, უფლება ექნება ატაროს წოდება “”Romano Pontefice emerito” ანუ “რომის ემერიტუს პონტიფიკოსი”, შეეძლება ატაროს თეთრი სამოსი, რომელიც მხოლოდ პაპებს აცვიათ, იმ გამონაკლისით, რომ მას არ ექნება “mantellina”-ს (ლათ. mantellum) ანუ მოკლე თეთრი მოსასხამის და ე.წ.”მეთევზურის”(წმ. პეტრეს სიმბოლო) ბეჭდის ტარების უფლება, ამ ბეჭედს რაც შეეხება, იგი ყველა პაპის არჩევის დროს ახალი იჭედება და პაპის გარდაცვალების (ამ შემთხვევაში კი გადადგომის) შემდეგ იგი იმსხვრევა, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო პადრე ფედერიკო ლომბარდიმ , რომელიც წმიდა საყდრის (ვატიკანის) პრესამსახურის უფროსია, მან აღნიშნა, რომ შესაძლებელი იქნება უკვე გადამდგარ ყოფილ პაპს, მიმართონ ისე როგორც მიმართავენ მხოლოდ პაპებს ანუ “Sua Santità” ანუ “თქვენო უწმიდესობავ”, პაპი ბენედიქტე XVI, მოქმედი პაპის რანგში საკუთარ სამწყსოს უკანაკნელად მიმართავს კასტელ განდოლფოს სასახლიდან , 28 თებერვალს, იტალიის დროით 17.30 წუთზე.
ავტორი: ს. ფარულავა
წყარო:
http://www.vatican.va
http://www.avvenire.it