ბერძნული საინფორმაციო სააგენტო http://www.amen.gr -ის მიხედვით, დღეს კონსტანტინეპოლში მიმდინარე დიდი ასამბლეის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვრები და წარმომადგენლობა, დაადგინა  დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი.

 დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება ჩატარდება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი). თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა,  და ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის პრინციპით და ერთხმად. 

შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მომაზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების  მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა, აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა; “ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია ყველა დღის წესრიგში შეტანილი საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით; ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე , გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია II.

წყაროების მიხედვით :
http://www.amen.gr/ 

http://www.patriarchate.org/news/

https://mospat.ru/

მოამზადა სერგო ფარულავამ

p.s. მოგვიანებთ სხვა ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ “რომფეამ” გავრცელებული ცნობა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების  წლად 2016 დაადასტურა და დააზუსტა, რომ ის გაიმართება კონსტანტინეპოლის წმ. ირინეს ტაძარში ანუ იქვე სადაც ჩატარდა მეორე მსოფლიო კრება (381 წელს იგივე კონსტანტინეპოლის I კრება)

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების  წლად 2016 წელი გაავრცელეს ასევე სხვა ბერძნულმა და არა ბერძნულმა საერო და საეკლესიო საიტებმა; შემოგთავაზებთ ზოგიერთ მათგანს:

habemus….πανορθοδοξη συνοδο!
გვაქვს პანორთოდოქსული კრება!

http://www.briefingnews.gr 
http://www.tovima.gr 

“Επιτέλους! Αποφάσισαν την σύγκληση της Πανορθόδοξης Συνόδου”
“აღსრულდა!მათ გადაწყვიტეს, რომ ჩატარდეს პანორთოდოქსული კრება”

http://www.dogma.gr/ 

theorthodoxchurch.info -ს ცნობით ასამბლეის პირველ სხდომამდე დიდი ხანი გასტანა განხილვებმა კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის პატრიარქებს შორის.

http://theorthodoxchurch.info

ΙΣΤΟΡΙΚΗ AΠΟΦΑΣΗ ΓΙΑ ΤΗΝ ΜΕΓΑΛΗ ΠΑΝΟΡΘΟΔΟΞΗ ΣΥΝΟΔΟ ΤΟ 2016
ისტორიული გადაწყვეტილება 2016 წელი დიდი პანორთოდოქსული კრების ჩატარების შესახებ

www.axortagos.gr/