orthodoxia.info-ს ინფორმაციით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას არ დაშავებულან და საფრთხე არ შეჰქმნიათ მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებსა და კლიროსს.
ამავე სააგენტოს ცნობით ამჟამად მისი ყოვლადუწმინდესობა, მართლმადიდებელი ეკლესიის პრიმატი, ბართლომე პირველი იმყოფება ევროპაში, თურქეთს გარეთ და მისი უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია.