სამწუხაროდ, კვლავ ვრცელდება საეკლესიო საკითხებზე არაობიექტური და დეზინფორმაციული ცნობები სხვადასხვა ინტერნეტსაშულებებით , სტატია იმდენად არაკომპეტნეტურია, რომ დეტალური მსჯელობა შორს წაგვიყვანდა, მხოლოდ ერთ კურიოზულ შეცდომას მოვიტანთ მაგალითისათვის: სტატიის გვარწუნებს, რომ რომის პაპი იოანე-პავლე მეორე ტახტიდან გადამდგარა.
მორიგი სიცრუე ეხება წმინდა ვალენტინის საკითხს, რომელიც მავანმა ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალური „ქორწინების” მაკურთხეველად და ჯვრის დამწერად წარმოგვიჩინა, ეს სათავეს იღებს ზოგი რუსული ყვითელი პრესიდან, შეგახსენებთ, რომ წმინდა ვალენტინი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია და მას აღმოსავლეთის ეკლესია იხსენიებს ახალი სტილით 12 აგვისტოს (ძვ, სტ. 30 ივლისი). ოფიციალურად წმიდა ვალენტინის დღესასწაული 494 წელს დადგინდა რომის მართლმადიდებელი პაპის გელასის დროს. იმ პერიოდიდან დასავლეთის ეკლესია წმიდა ვალენტინობას 14 თებერვალს ზეიმობდა. აღმოსავლეთში ამ წმიდანის ხსენების აღნიშვნა დაიწყეს უფრო მოგვიანებით და დადგენილია ძველი სტილით 30 ივლისს. დაწვრილებით ამ საკითხზე იხილეთ შემდეგი სტატია: „წმინდა ვალენტინი – მართლმადიდებელი წმინდანი“ (https://orthodoxtheology.ge/cmvalentini/)







