11 მაისს, ედირნის (ბიზანტიური ადრიანოპოლისი) პროვინცია უზუნ – კოპრუში (მაკრა- ეთირი), იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა „ეკლესიის კარის გახსნის“ წესი შეასრულა.
90 წლის შემდეგ , რაც ბერძენმა მოსახლეობამ მაკრა – ეთირი დატოვა, საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შედეგად, მიტოვებული ტაძარი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით გარემონტდა .
წყლის კურთხევის შემდეგ პატრიარქმა ბართლომეოსმა არტოკლასია (პურის კურთხევა) აღასრულა, მოიხსენია ტაძრის ქტიტორები და მაკრა-ეთირში მცხოვრები ყოველი ქრისტიანი. ამ მოვლენას დასავლეთ თრაკიიდან (საბერძნეთის შემადგენლობაში) სადაც ბერძენ ლტოლვილთა შთამომავლები ცხოვრობენ, ათასობით მომლოცველი ესწრებოდა, რომლებსაც დიდიმოტიკის, ორესტიადისა და სუფლიის მიტროპოლიტი დამასკინი ხელმძღვანელობდა, გვატყობინებენ სააგენტოები „Амен“ და „Ромфея“
წყარო – http://www.sedmitza.ru/text/3681714.html
თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ









