კონსტანტინეპოლის პატრიაქმა ბართლომეოსმა განცხადება გააკეთა თემაზე: ”ადამიანის უფლება წყალზე და სანიტარიაზე”, რომელიც გამოქვეყნებულია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე.
”წყალი – ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის თუ სხვა ნებისმიერი დისკრიმინაციული ასპექტის წარმომადგენლისთვის” – განაცხადა პატრიარქმა ბართლომეოსმა.
”როგორ შეიძლება ჩვენ, როგორც რაციონალურმა და პასუხისმგებელმა ხალხმა – უფლება მივცეთ მსოფლიოს თითქმის მეოთხედ ნაწილ მოსახლეობას არ ჰქონდეს ხელმისაწვდომი დასალევი წყალი, მაშინ როდესაც თითქმის ნახევარ მსოფლიოს არ აქვს ადეკვატური სანიტარია?” – რიტორიკული კითხვა დასვა პატრიაქმა.
”ჩვენ ვთხოვთ მსხვილ კორპორაციებს და კომპანიებს გამონახონ წარმოების ალტერნატიული საშუალებები, რომელბიც ელემენტარული სარგებლისთვის არ დააბინძურებდნენ და ზიანს არ მიაყენებენ ჩვენი პლანეტის რესურსებს. ჩვენ ვლოცულობთ მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთზე, სადაც წყალი გამოიყენება დევნისა და განადგურებისთვის” – აღნიშნა ”მწვანე პატრიარქმა”.









