მართლმადიდებლობის ისტორიული გზა
– The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
(გაგრძელება)

ვაგრძელებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი; დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ წიგნის მთარგმნელებს წიგნის უფასოდ მოწოდებისათვის.

(ნაწილი 1 იხილეთ ბმულზე)

ნაწილი 2.

იუდეველობის შიგნით პაწია სექტა – ზედაპირულად ასე შეიძლება განისაზღვროს ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა მდგომარეობა იერუსალიმში. იმ დროის ებრაელთა შორის მსგავსი სექტები და რელიგიური პარტიები არცთუ ცოტა იყო. ეს იყო ეპოქა რელიგიურ-პოლიტიკური მღელვარებისა, იმედებისა და მოლოდინის გამძაფრებისა, რაც დაკავშირებული იყო ისრაელის ეროვნულ ბედთან, რჩეული ერის საბოლოო გამარჯვების შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან. ახლოვდებოდა საძულველი რომაული ბატონობის წინააღმდეგ ბოლო აჯანყებების, ისრაელის აღდგენის~ უკანასკნელი მცდელობებისა და მათი ტრაგიკული ეპილოგის – იერუსალიმის დანგრევის დღეები.

უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?~10 –. კითხვა, რომლითაც მოწაფეები მიმართავენ მიმავალ მოძღვარს, იმ ჟამს ბევრს აღელვებდა, ენთო ებრაელთა გულებში. მაგრამ ქრისტიანებისათვის, – არ დავივიწყოთ, რომ თავიდან ისინი თითქმის ყველანი ებრაელები იყვნენ, – თვით მათი რწმენა იყო ამ კითხვაზე პასუხი, რადგან რწმენის ცენტრში იდგა იესოს აღიარება ქრისტედ, ესე იგი მესიად. და, აი, მესიასთან თავიანთი სისხლისმიერი ძმების მიყვანაში ისინი ხედავდნენ თავიანთ პირველ, შეიძლება ითქვას, თავისთავად ცხად მიზანს, რადგან ქრისტე მოვიდა `…ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა~11. იგი ჯვარს აცვეს ხალხის მეთაურებმა, მაგრამ ისრაელს ჯერ კიდევ შეუძლია მონანიება და მოქცევა თავის მხსნელთან. `რამეთუ თქუენი არს აღთქუმაი და შვილთა თქუენთაი..~12 – უთხრა პეტრემ თავის პირველივე სიტყვაში ებრაელებს და ეს იქნება ფუძემდებლური სიტყვები მთელი ადრეული ქადაგებისათვის. პირველ ქრისტიანულ თაობას (რომელიც სისხლით თითქმის მთლიანად ებრაული იყო) ისრაელის, რომელსაც, მოციქული პავლეს სიტყვებით, ეკუთვნის `შვილებაი და დიდებაი და აღთქუმანი და სჯულისდებანი და მსახურებანი და მითხრობანი (ჰრომ. 9:4), მოქცევა მიაჩნია სახარების ისტორიის ბუნებრივ დასრულებად, ქრისტეს (რომელმაც მოწაფეებს დაავალა ქრისტეს შესახებ ქადაგების დაწყება იერუსალიმიდან და იუდეიდან) აღთქმის პირდაპირ აღსრულებად. და პირველივე დღეებში, მოციქულთა საქმის მიხედვით, მართლაც ბევრი ქრისტიანდებოდა: `და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ~ (საქმე, 2:41) – ნათქვამია სულთმოფენობის შესახებ. მოგვიანებით, როცა ქრისტიანთა ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად მოხდება მეორე და საბოლოო განყოფა იუდეველობასთან, როგორც მთლიანთან, დავინახავთ, რა მტკივნეულად განიცდის ამას ეკლესია. მაგრამ მანამდე ეკლესია ცხოვრობს ისრაელის მოქცევის რწმენით. და ამ რწმენით აიხსნება ის, რაც დღეს უცნაურ ფაქტად გვეჩვენება, რომ პირველი იერუსალიმური თემი არა მხოლოდ არ გამოყოფს საკუთარ თავს იუდეველობისაგან, არამედ თავის საკუთარ ცხოვრებაშიც ინარჩუნებს ებრაულ რელიგიურ ყაიდას. მოციქულთა საქმიდან ვხედავთ, რომ მოციქულები იცავენ ლოცვის დადგენილ დროსა და საკვებთან დაკავშირებულ ყველა რიტუალურ განაწესს, რომ ქრისტიანები `… დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა…~ (საქმე, 2:46), რომ ისინი ასრულებენ მოსეს კანონს. იმაზე, ვისაც საეკლესიო ტრადიცია იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს უწოდებს, იაკობზე – უფლის ძმაზე, II საუკუნის ეკლესიის ისტორიკოსი ჰეგესიპოსი მოგვითხრობს, რომ ადგილობრივი იერუსალიმური ტრადიციის საფუძველზე `მხოლოდ იაკობს ჰქონდა უფლება, შესულიყო წმიდათა წმიდაში, რომ მას ჰქონდა ჩვეულება, მარტო მისულიყო ტაძარში და მას ხშირად ხედავდნენ ხალხის შენდობისათვის მუხლმოდრეკით მლოცველს~ (ევსები, ეკლესიის ისტორია, 2:23). ქრისტიანულ მეხსიერებაში იაკობი რჩება როგორც განხორციელება იუდეოქრისტიანობისა, ისრაელის ქრისტეზე მოქცევის ამ ჯერ კიდევ შეუბღალავი იმედისა, როგორც ქრისტიანობაში ტრადიციული ძველი აღთქმისეული მართლადმყოფობის გაგრძელება; ლუკას თხრობაში სინედრიონთან პირველი შეტაკებებიც კი ნაჩვენებია უფრო როგორც მკვდართა აღდგომის საკითხზე ორ პარტიას შორის ადრე დაწყებული საღვთისმეტყველო დავის ეპიზოდები, ვიდრე როგორც იუდეველების მიერ ქრისტიანთა სისტემატური დევნა. პირიქით, მოციქულთა საქმეში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ქრისტიანებს `…აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა~ (საქმე, 2:47). თვით პავლეც კი – წარმართთა მოციქული და ზოგიერთი იუდეოქრისტიანის უკიდურესი მერჯულეობის (13)  წინააღმდეგ მებრძოლი, იერუსალიმში მისვლისას, უსიტყვოდ, იაკობისა და პრესვიტერების თხოვნით, დათანხმდა ტაძარში რიტუალური განწმენდის წესი შეესრულებინა, რათა `… ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათვის იგი ესმა შენთვის, არარა¡ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ სჯულსა~ (საქმე, 21:24). იერუსალიმის ტაძარი – ძველი აღთქმის რელიგიის ცენტრი – ქრისტიანებისთვისაც დარჩა ლოცვის, სწავლების, ქადაგების ადგილად. მაშინაც კი, როცა ტაძართან ეს თავდაპირველი კავშირი გაწყდება და დაიწყება დამოუკიდებელი ქრისტიანული ღვთისმსახურების განვითარება, იგი (ქრისტიანული ღვთისმსახურება) სამუდამოდ შეინარჩუნებს თავისი ებრაული წარმომავლობის ბეჭედს, თუმცა თანამედროვე მართლმადიდებელს, შეიძლება გაუკვირდეს, როცა გაიგებს, რომ მისი ღვთისმსახურება თავის პირველსაწყისში სრულად განპირობებულია ტაძრითა და სინაგოგით.

ამრიგად, თავდაპირველად ჩვენ ვერ ვხედავთ იუდეველობასთან არც მკვეთრ განყოფას, არც კონფლიქტს, პირიქით, ვხედავთ ქრისტიანებს, რომლებიც თავს თვლიან თავისივე ხალხის ორგანულ ნაწილად, ხოლო თავიანთ მოწოდებად მიიჩნევენ ამ ხალხის გაქრისტიანებას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,  როგორც უწინდელ ლიბერალ რელატივისტ ისტორიკოსებს ეჩვენებოდათ, რომ მხოლოდ მოგვიანებით ბერძნულ- რომაულ სამყაროში შესვლითა და ამ სამყაროს გავლენით დაიწყო ქრისტიანობის, როგორც რადიკალურად განსხვავებული ფენომენის განცდა, თავისი ცხოვრებისა და ორგანიზაციის ორიგინალური~ ფორმის შექმნა, თავდაპირველად კი àხალი ღვინო~ სავსებით კმაყოფილდებოდა `ძველი ტიკებით.~ სინამდვილეში კი სიახლის ეს განცდა, განცდა რადიკალური გადატრიალებისა, რაც სამყაროს ისტორიასა და ადამიანთა ცხოვრებაში მოხდა, შეადგენს ადრექრისტიანული თემის ყველაზე ძირითად თვისებას, როგორც ეს აღწერილია მოციქულთა საქმეში ან პავლეს ეპისტოლეებში. საჭიროა მხოლოდ გავიგოთ,
რომ იერუსალიმელი ქრისტიანებისათვის იუდეური რელიგიური ტრადიციის, ებრაული ცხოვრების წესის შენარჩუნება სულაც არ არის უბრალო გადმონაშთი, რომლისაგან ისინი გათავისუფლდებიან თავიანთი რწმენის გააზრების კვალდაკვალ. პირიქით, ისინი სწორედ იმიტომ იცავენ ამ ტრადიციას, რომ ეს ტრადიციები მათთვის სწორედაც
მოწმობაა მათი რწმენის ჭეშმარიტებისა. ძველი აღთქმის მთელი არსი ხომ ისაა, რომ იგი მიმართულია აღთქმის ახდენისა და აღსრულებისაკენ, მომავალი მესიისაკენ. თვით ქრისტე ხომ ყოველთვის აუწყებდა თავისი საქმის, როგორც წმინდა წერილის აღსრულებას: `… გამოეძიებდით წიგნთა… იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის~14. ძველი, ჩვეული
სიტყვები, ძველი ჩვეულებები ახლა ახალი ნათლით განათდა, და მათში ქრისტიანები პოულობდნენ ახალი აღთქმის ჭეშმარიტებისა და სისავსის უფრო და უფრო ახალ მტკიცებულებას. და მოგვიანებით მათეს სახარება, დაწერილი
იუდეოქრისტიანულ გარემოში, გამოხატავს ქრისტიანებისათვის ფუძემდებლურ რწმენას ძველი აღთქმის, როგორც
ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველებისა და სწავლების მიმართ.

მაგრამ რამდენადაც წინასწარმეტყველება ახდა, და ეკლესია არის დასრულება ძველი აღთქმისა, იგი თავის ცხოვრებაში განახორციელებს იმ ახალსაც, რაც გაცხადდა ქრისტეში და რასაც ძველაღთქმისეული რელიგია ემსახურებოდა როგორც წინამაუწყებელი. ეს ახალი, უპირველესად, ის საზოგადოებაა, რასაც შეადგენენ ქრისტიანები, და რაც, მიუხედავად ტრადიციულ რელიგიასთან ყველა კავშირისა, სავსებით განსხვავდება მისგან. ახალი აღთქმა,რომელი უკვე ბერძნულადაა შედგენილი, მას უწოდებს ეკკლესია~-ს – ეკლესიას. ბერძნულ-რომაული სამყაროს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში ამ ტერმინით აღინიშნებოდა მოქალაქეთა ოფიციალური, უფლებამოსილი შეკრება, რომელიც მოიწვეოდა (ეტიმოლოგიურად ეკკლესია~ წარმოშობილია ზმნისაგან `მოწვევა~, `შეკრება~) საზოგადოებრივი საქმეების გადასაწყვეტად, სუვერენული ნების გამოსახატავად; ხოლო ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანში (ე. წ.
`სეპტუაგინტაში~, რომელიც ნათარგმნია ქრისტეშობამდე მესამე საუკუნეში, ალექსანდრიაში) ეს ტერმინი იძენს რელიგიურ საზრისს – ღმრთის ერის შეკრება, შეკრება ხალხისა, რომელიც აირჩია და რომელსაც მოუწოდა ღმერთმა თავის სამსახურად. ამგვარად, ახალ აღთქმაში ქრისტიანული თემის მიმართ ამ სიტყვის მხოლოდ გამოყენებაც კი გვიჩვენებს, რომ თავიდანვე ეკლესია თავის თავს აცნობიერებდა როგორც ღმრთაებრივ დაწესებულებას, მოწოდებულს განსაკუთრებული მსახურებისათვის. არა უბრალოდ რელიგიური ძმობა, არა სასულიერო საზოგადოება, არა თანამოაზრეთა კავშირი, არამედ ეკკლისია: სამყაროს წინაშე იმ პირთა შეკრება, რომლებიც მოწოდებულნი არიან შეადგინონ ღმრთის ახალი ერი, აუწყონ ღმრთის ნება, აღასრულონ ღმრთის საქმე. ამიტომ უწოდებს ამ ეკლესიის
თითოეული წევრი თავის თავს `მოწოდებულსა~ და `წმინდას.~ რადგანსიწმინდე თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით არის ღმრთაებრივი მოწოდება ემსახუროს მხოლოდ ღმერთს, ადამიანის, ან ნივთების
გამოცალკევება `პროფანული~ სფეროდან `წმინდა~ სფეროში, გამორჩევა და კურთხევა. `ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული, რაი¡თა სათნოებათა მიუთხრობდეთ,
რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა. რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო
აწ ერი ღმრთისა¡; რომელნი-ეგი ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით~ (1 პეტრე, 2:9-10) – აი ეკლესიის განსაზღვრება, რომელიც მოცემულია პეტრეს პირველ ეპისტოლეში.

და სიახლე ისეთია, სიწმინდე იმგვარია ამ საზოგადოებისა, რომ მასში შესვლას ჯერ კიდევ სახარება განსაზღვრავს როგორც ახალ შობას და ახალი წევრის ამ საზოგადოებაში შესვლა აღესრულება სიკვდილსა და აღდგომასთან სიმბოლური მსგავსებით: ესაა ნათლობა, ესე იგი ახალი ქრისტიანის წყალში ლიტურგიული შთაფლვა, რაც აღესრულება
ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მოგონებად და ხატად. `რაი- მე ვყოთ კაცნო ძმანო?~ – ეკითხებიან პეტრეს ისინი, რომლებმაც ირწმუნეს პეტრეს ქადაგება სულთმოფენობისას. `ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაი~15. àჰა წყალი, რა¡ღა ყენება არს ჩემდა ნათლის- ღებად?~ – ეკითხება ფილიპეს ეთიოპელი საჭურისი, რომელმაც მოისმინა ხარება ქრისტეს შესახებ. `გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს~16 – პასუხობს ფილიპე. ადრინდელი ეკლესია ცხოვრობს ნათლობის გამოცდილებით: ნათლობისაკენ მოგვიწოდებს სახარება და მისკენ
მივყავართ სახარების ქადაგებას, მასთანაა დაკავშირებული თემის ლიტურგიული ცხოვრება, იგი იქნება შინაარსი პირველი ქრისტიანული ფერწერისა, როცა კატაკომბების კედლებზე, სიმბოლოებსა და ალეგორიებში ქრისტიანები კვლავ და კვლავ დაამოწმებენ გარდაქმნის გასაოცარ ძალას, რასაც ისინი განიცდიან წყალში ნათლობით. რწმენას იმის
შესახებ, რომ ნათლობაში ადამიანი ნამდვილად თანამოკვდება ქრისტესთან ერთად (რათა მიიღოს საფლავიდან ამობრწყინებული სიცოცხლე) გამოხატავს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: `და თანა-
დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილისა მისსა, რა¡თა ვითარცა- იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაითა ვიდოდით… უკეუთუ მოვკუდეთ ქრისტეს
თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ~ (ჰრომ. 6:4-8).

ნათლობას შევყავართ ახალ ცხოვრებაში, რომელიც ჯერ კიდევ `… დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა~17, ღმრთის სასუფეველში, რომელიც ამქვეყნად ჯერ კიდევ მომავალი საუკუნის სასუფეველია. ქრისტე უკვე მეფობს, მაგრამ ახლა ეს სასუფეველი შეიცნობა მხოლოდ რწმენით; იგი ხილულია მხოლოდ მისთვის, ვინც მოინანია და შინაგანად გარდაიქმნა. და მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტე დაბრუნდება დიდებით `განსჯად ცხოველთა და მკუდართა~18, სასუფეველი აშკარა გახდება ყველასათვის. პირველქრისტიანობის გამოცდილებაში ეკლესია არის რწმენით წინარეხილვა მომავლისა, მოახლებადისა, იდუმალი ზრდა მიწაში შთათესილი და შთაფლული თესლისა. `მარანათა~19 – ùფალი
მოვალს!~ – ამ საზეიმო ლიტურგიკული ასამაღლებლით ქრისტიანები გამოხატავენ ქრისტეს დიდებით მოსვლის მოლოდინსაც და, მათ შორის, ქრისტეს უკვე და აწვე მყოფობის რწმენასაც.

და ამიტომ, თუ ნათლობით იწყება ახალი ცხოვრება, თემის ცენტრალური აქტი, რომელშიც თემი აღმსარებლობს თავის არსს, როგორც ქრისტეს სასუფეველს, არის `განტეხა პურისა~, რაც მათ მცნებად დაუდგინა თვით ქრისტემ თავისი ვნების ღამეს. ეს არის საერთო ტრაპეზი სახედ იმისა, რაც აღასრულა ქრისტემ თავის მოწაფეებთან
ერთად; ტრაპეზზე აღესრულება ევქარისტია~, ესე იგი მადლობა ღმრთის მიმართ ქრისტეს მსხვერპლისათვის, რის შემდეგ ყველა დამსწრე ინაწილებს პურსა და ღვინოს, პურსა და ღვინოში ხდება ზიარებული, ანუ ხდება ქრისტეს ხორცისა და სისხლის, ესე იგი თვით ქრისტეს სიცოცხლის მონაწილე. ასეთია ქრისტიანების დასაბამიერი რწმენა, დამოწმებული ჩვენამდე მოღწეული ყველა ძეგლით: `პურის განტეხაში~ ქრისტიანები უერთდებიან თვით ქრისტეს, და ამიტომ არის იგი (პურის განტეხა) მწვერვალიცა და წყაროც იმ სააღდგომო-ძლევამოსილი სიხარულისა,
რომლითაც გაცისკროვნებულია მთელი პირველქრისტიანობა.

`პურის განტეხა~ აღესრულება `სახლებში~20, ესე იგი თემის შეკრებისას, რაც განსხვავდება ტაძარში მყოფობისაგან. ევქარისტიის განსაკუთრებული დღე კი იყო შვიდეულის (კვირიაკის) პირველი დღე, ესე იგი შაბათის მომდევნო დღე, რა დღესაც, მოციქულთა მოწმობით, აღდგა ქრისტე. ამ დღეს ქრისტიანები უწოდებენ უფლის დღეს~ და მასში,
შესაძლოა, ყველაზე მძლავრად გამოიხატება ადრინდელი ეკლესიის თვითშეგნება, როგორც აბსოლუტურად àხალი~ დასაწყისისა, რასაც ქრისტიანები გაჰყავდა ტრადიციული რელიგიის ფარგლებს მიღმა და რაც მათ, მოციქულის სიტყვებით, ყველგან ხდიდა `ვითარცა მწირთა და წარმავალთა.~21 ჩვენთვის კვირადღე უკვე დიდიხანია იქცა დასვენების ბუნებრივ დღედ, აუცილებელ შესვენებად სამუშაო კვირიაკეში. მაგრამ სამი საუკუნის განმავლობაში – კონსტანტინე დიდამდე, ქრისტიანთა წმინდა დღე იყო არა დასვენების დღე, არამედ უბრალო სამუშაო დღე
– არა `მეშვიდე~, ოდითგანვე ადამიანთა დათვლით `დამამთავრებელ დღედ~ მიჩნეული, არამედ `მერვე~, ანუ `პირველი~ დღე, როგორც უწოდებდნენ მას ქრისტიანები. და დროის ბუნებრივი ათვლის ამ რღვევით,
შვიდეულის (რომელშიც ჩაწერილია და რომლითაც განსაზღვრულია ადამიანის ცხოვრება და ისტორია) ფარგლებს მიღმა ამ შეგნებული გასვლით ეკლესია აჩვენებს, რომ მისი საკუთარი ცხოვრება, რომელიც მიედინება ამქვეყნად, უკვე არის àრა ამა სოფლისაგან~, არამედ წინარეხილვა იმ მარადიული დღისა, რომლის განთიადი აღმოცისკრდა სიკვდილზე პირველი გამარჯვების დილას. `რამეთუ მოჰკუედით, – თქვა მოციქულმა პავლემ, – და ცხორებაი თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაი იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა~ (კოლას. 3:3-4). ეს გასაოცარი სიტყვები მაშინ პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათ: ნაცნობ და ყოველდღიურ სამყაროში, `ნატურალურ~ ადამიანურ ცხოვრებაში შემოვიდა და მასში იზრდება დამაბრმავებელი ნათება სხვა სამყაროსი, მარადიული სიცოცხლისა…

პაწია იუდეური სექტა, რომელიც თავისი წარმოშობისას ქვეყნიერებამ თითქმის ვერ შეამჩნია, საკუთარ თავს აღიქვამს როგორც `მარილს ქუეყანისა~ და `ნათელს სოფლისა~22, როგორც წყაროს ახალი ნათლისა, რომელიც მოწოდებულია, განანათლოს და იხსნას ადამიანები.

____
10
საქმე, 1:6
11
მათე, 10:6
12
საქმე, 2:39
13
დედანშია `законничество~
15
საქმე, 2:37–38
16
საქმე, 8:36-37
17
კოლას. 3:3
18
მრწამსიდან (სარწმუნოების სიმბოლოდან): `და კუალად მომავალ არს დიდებით
განსჯად ცხოველთა და მკუდართა.~
19
შდრ.: `რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ.
მარანათა~ (1 კორინთ. 16:22).
20
შდრ.: აკურთხევდის სახლ-მდაბრ პურსა~ (საქმე, 2:46).
21
1 პეტრე, 2:11
22
მათე, 5:13-14