სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა კიდევ 4 ძირითად რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება 4 რელიგიური მიმართულება, კერძოდ, მუსლიმანური, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი.

“ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, პირიქით, გვაქვს გაუმჯობესება და პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 4 ძირითად რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ისინი საბჭოთა კავშირის დროს იდევნებოდნენ. ეს 4 მიმართულებაა – მუსლიმანური, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი. გამოიყოფა მათი დაფინანსება ბიუჯეტიდან და პროპორციულად გადანაწილდება ამ რელიგიებზე. ბიუჯეტი ზოგადად, რელიგიებს არ აფინანსებს და ეს იქნება დადასტურება, რომ თანაბრად ვცემთ პატივს რელიგიებს. ის, რომ თითქოს შუღლი იყო, ეს არის გამოგონილი და სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგ ფაქტებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების როლია გამოკვეთილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: http://pia.ge