მთავარეპისკოპოსი როუენ უილიამსი
2008 წლის26 იანვარს, კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა დოქტორმა როუენ უილიამსმა ლივერპულის (2008 წლის ევროპული კულტურის დედაქალაქი) ანგლიკანურ კათედრალში წაიკითხა ლექცია თემაზე: „ევროპა, რწმენა და კულტურა“.
ინგლისურიდან თარგმნა თეიმურაზ ბუაძემ – სულხან-საბა ორბელიანის თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი.

ბევრი რამ, რასაც დღეს ევროპაზე საუბრობენ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უკეთ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ის არ არის, ვიდრე იმაზე, რაც ის არის. როდესაც ვახსენებთ „ევროპას“, ეს ნიშნავს, რომ არ ვგულისხმობთ „ბრიტანეთს“, „ამერიკას“, „ისლამურ სამყაროს“ და „განვითარებად სამყაროს“. თუმცა, დროდადრო გვჭირდება პოზიტიური განმარტებების გამოყენებასაც შევეცადოთ; ეს გულისხმობს ცოტა ისტორიას, ცოტა პოლიტიკურ ფილოსოფიას და ლექციის განმავლობაში ამ საკითხებს შევეხებით. ჩემი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ გვინდა კარგად გავერკვეთ რეალობაში, რომელსაც სიტყვა „ევროპა“ აღნიშნავს მისი პოზიტიური აზრით გამოყენებისას, უნდა ვიფიქროთ რელიგიაზე, განსაკუთრებით ქრისტიანობაზე. თუ ევროპა მსოფლიოში არ იყო და ახლაც არ არის მხოლოდ სიკეთის წყარო, ვფიქრობ, შესაბამისი პრობლემების სწორი პერსპექტივით ხედვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რელიგიურ საკითხებზე დაფიქრებისას; აქედან გამომდინარე, დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დრომოჭმული და დესტრუქციული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ეს სამუშაო იქნება შესრულებული.

წყარო: ჟურნალი “დიალოგი”

სრული ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია ბმულზე