ავტორი: გეილ ვოლოჩაკი

ბოლო დროს მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის შესახებ დისპუტები ასახვას პოულობს ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის, რადიოლოგიის და უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრების პროფესორის გეილ ვოლოჩაკის სტატიაში. ავტორი გვთავაზობს საკუთარ ვარიანტს კითხვაზე, თუ რამდენად თავსებადნი არიან ბიოლოგიური ევოლუციის პრინციპები მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან. გეილ ვოლოჩაკი პრაქტიკოსი მართლმადიდებელია, ის გახლავთ ამერიკის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საზოგადოების და ამერიკის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეგზარქატთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისიის აქტიური წევრი.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

შესავალი: ბიოლოგიური ევოლუციის განმარტება [1]

ბიოლოგიური ევოლუცია განიმარტება, როგორც წარმოშობა მოდიფიკაციით. ეს განმარტება მოიცავს როგორც მიკროევოლუციურ ცვლილებებს (ისეთებს, როგორიცაა კონკრეტული გენის სიხშირის ცვლილება პოპულაციის ფარგლებში ერთი თაობიდან მეორეში), ისე მაკროევოლუციას (მრავალი თაობების შემდეგ სხვადასხვა სახეობების წარმოშობა ერთი წინაპრის მეშვეობით). ევოლუცია, როგორც ბიოლოგიური თეორია, პირველად შემოთავაზებული იქნა ბრიტანელი ნატურალისტის, ჩარლზ დარვინის მიერ, რომელმაც ახსნა, რომ სახეობები ვითარდებიან დროთა განმავლობაში და რომ ისინი განვითარდნენ საერთო წინაპრის მეშვეობით. მან გამოაქვეყნა ორი საბაზო შრომა „სახეობათა წარმოშობა“ [2] და შემდგომ „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“[3]. დარვინის მიერ შემოთავაზებული, სამეცნიერო საზოგადოების მეინსტრიმის მიერ დღემდე მიღებული მთავარი დებულებები მდგომარეობდა იმაში, რომ არსებობს საერთო წინაპარი ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე, რომ სახეობები ვითარდებოდნენ ფორმის შეცვლის გზით (მემკვიდრეობითი მუტაციების შედეგი) და ეს ბუნებრივი გადარჩევა ირჩევს ცვლილებებს და სახეობათა წარმოშობის მამოძრავებელი ძალაა. იმ დროს ეს წიგნი საკამათო იყო როგორც საზოგადოებრივი, ისე რელიგიური თვალსაზრისით. ინგლისის ეკლესიის ისტებლიშმენტი წიგნების წიმააღმდეგ გამოვიდა, თუმცა ეს თვალსაზრისი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შერბილდა არცთუ ადვილი მიმღეობით. რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამაც ბოლოს დაიკავა პრო-ევოლუციური პერსპექტივა ისეთ შესანიშნავ მეცნიერებთა წყალობით, როგორიც ტაიერ დე შარდენია და სხვები.

თავდაპირველად ევოლუცია წარმოდგენილი იყო როგორც მეცნიერული თეორია: ლოგიკურად თვითშეთანხმებული მოდელი, რომელიც აღწერს ბუნებრივ მოვლენებს და გამყარებულია დაკვირვებითი ფაქტებით. მსგავსად ყველა სხვა მეცნიერული თეორიებისა (როგორც გრავიტაციის თეორია, ფარდობითობის თეორია და სხვ.) ევოლუციური თეორია ფორმულირდება, ვითარდება და ფასდება მეცნიერული მეთოდის შესაბამისად. ყოველდღიურ საუბარში ადამიანები ხშირად ერთმანეთს უთანაბრებენ სიტყვებს „თეორია“ და „სპეკულაცია“ ან „ვარაუდი“. სამეცნიერო პრაქტიკაში სიტყვას „თეორია“ გააჩნია სპეციფიკური შინაარსი – ესაა სამყაროს (ან მისი გარკვეული ნაწილის) მოდელი, რომლისგანაც შესაძლებელია (ან შეუძლებელია) განხორციელდეს და შემოწმდეს ფაქტების ემპირიული დაკვირვებების მეშვეობით ფალსიფიცირებული ჰიპოთეზები. ამგვარად, „თეორია“ და „ფაქტი“ ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამეტ თანაარსებობენ. ხიდან ვაშლის ვარდნა წარმოადგენს ფაქტს, ხოლო მის ახსნას გვთავაზობს გრავიტაციის თეორია. მეცნიერული მეთოდი, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ შევამოწმოთ მეცნიერული თეორია, რადიკალურად არ განსხვავდება რაციონალური დამოკიდებულებისგან, რომელიც გამოიყენება ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტში [4]. მეცნიერული მეთოდი ხასიათდება რამდენიმე ძირითადი თვისებით: (1) ის იყენებს მიდგომის ობიექტურობას, რომლის მიზანია მოვლენათა დაკვირვება ისე, როგორც ისინი მიმდინარეობენ, დამახინჯების გარეშე; (2) შედეგები (ექსპერიმენტულად მიღებული) უნდა განმეორებადნი იყვნენ მსოფლიოს ყველა ლაბატორიაში; (3) არსებობს მჭიდრო კავშირი ინდუქტიურ მსჯელობასა (სპეციფიური დაკვირვებებიდან და ექსპერიმენტებიდან) და დედუქტიურ მსჯელობას (თეორიული მსჯელობიდან სპეციფიური ექსპერიმენტული შედეგების განხილვამდე) შორის; და (4) მუშაობის მიზანია, რომ განვავითაროთ მიდგომები, რომლებიც ადამიანის მიერ ბუნებრივი კანონების (როგორიც ნიუტონის მიერ განვითარებული გრავიტაციის თეორიაა) შემეცნების ნაწილი ხდებიან. მეცნიერული თეორიის განმარტება, რომელიც წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ პარადიგმას და რომლის ჭეშმარიტებაც მტკიცდება, იმყოფება საგრძნობ კონტრასტში დოგმასთან, რომელიც წარმოადგენს პრინციპს რომლის ჭეშმარიტებაც ცხადდება. მეცნიერების შუაგულში არსებობს ცვლილების მიმართ გახსნილობასთან ბრძოლა, რომლიც გამოწვეულია მეცნიერული მეთოდის გამოყენებით. ამ მიზეზით, მეცნიერების ლექსიკონი ძალიან ფრთხილია: მეცნიერება იხრება დოგმატური მტკიცებულებებისგან; ამის მაგივრად ის ეყრდნობა ჰიპოთეზებს, რომლებიც წარმოადგენენ დებულებებს, რომლებიც გამოკვლევის ან არგუმენტაციის ფუძედ გამოიყენება და ემორჩილება შემოწმებას. დამტკიცებული ჰიპოთეზები ამყარებენ მათ მიერ შექმნილ თეორიას.

განმარტება მეცნიერებისა სახელმძღვანელოში მას ახასიათებს ფართო გაგებით, როგორც ცვლილების პროცესს, მაგრამ ბიოლოგიური ევოლუცია განმარტების თანახმად უფრო შეზღუდულია. საკუთარ წიგნში „ევოლუციური ბიოლოგია“ დუგლას ფუტუიმას მოჰყავს შემდეგი განსხვავება“:

„ფართო გაგებით ევოლუცია წარმოადგენს უბრალოდ ცვლილებას და ამიტომ ის ყოვლისმომცველია; გალაქტიკები, ენები და პოლიტიკური სისტემები – ყველანი ევოლუცირებენ. ბიოლოგიური ევოლუცია … არის ორგანიზმთა პოპულაციის თვისებათა ცვლილება, რომლებიც აჭარბებენ ცალკეული ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ინდივიდის ონტოგენეზი არ ითვლება ევოლუციად: ცალკეული ორგანიზმები არ ევოლუცირებენ. ცვლილებები პოპულაციაში, რომლებიც ევოლუციურად განიხილება, ის ცვლილებებია, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა ერთი თაობიდან მეორეს. ბიოლოგიური ევოლუცია შეიძლება იყოს შეუმჩნეველი ან საგრძნობი; ის მოიცავს ყველაფერს დაწყებული პოპულაციებში პროპორციათა მცირე ცვლილებებით (როგორც სისხლის განმსაზღვრელი ტიპები) დამთავრებული თანმიმდევრული ცვლილებებით, რომლებსაც მივყავართ ადრეული პროტოორგანიზმებიდან ლოკოკინებამდე, ფუტკრებამდე, ჟირაფებამდე და ბაბუაწვერამდე“[5].

შედეგად, ბიოლოგიური ევოლუცია მოქმედებს არა ინდივიდებზე, არამეტ უფრო პოპულაციებზე [6]. ინდივიდთა ბედი შეიძლება იმყოფებოდეს მათი თავისებურებების გავლენის ქვეშ, მაგრამ ინდივიდები არ განიცდიან ევოლუციას; ცვლილებებს, რომელთაც განვიცდით ცხოვრებაში შეიძლება ეწოდოს „პირადი ევოლუცია“ და არა ბიოლოგიური ევოლუცია. ბიოლოგიურ ევოლუციაში მოქმედი ბუნებრივი ერთეულია პოპულაცია. პოპულაცია მოქმედებს, როგორც გენებისა და გენოტიპების ერთობლიობა, რომლებიც ევოლუცირებენ და პოპულაციის ევოლუცია შეიძლება გამოისახოს მასში გარკვეული გენებისა და გენოტიპების სიხშირეთა ცვლილებით. მაგალითად, თეთრკანიანი ადამიანების დომინირება ნაკლებად მზიან კლიმატში და შავკანიანებისა მზიან განედებზე გამომდინარეობს გენების კომბინაციების შერჩევიდან, რომელიც დაკავშირებულია D ვიტამინის ნაკლებობასთან და მუტაციებით გამოწვეულ ულტრაიისფერი გამოსხივების წინააღმდეგ დაცვასთან; ვინაიდან ეს ფაქტორები არ არიან სასიკვდილო და ურთიერთსაპირისპირონი არიან, მრავალი თაობის განმავლობაში გადარჩევის წნეხს მივყავართ კანის ფერის ცვლილებამდე ეკვატორიული აფრიკიდან შვედეთამდე. ამ ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს ბიოლოგიური ევოლუციის დასაბუთება. მიუხედავად ზოგიერთი გამოწვევისა [7], სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს ბიოლოგიური ევოლუციის უამრავი მტკიცებულება დაწყებული პროტეინებისა და დნმ–ს მონაცემებით, სამარხებით და გეოლოგიური მატიანეთი, ფიზიოლოგიით და ბუნქციონალური კვლევებით დ.ა.შ. (იხ. მაგალითად ბიოლოოგიის ნებისმიერი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო). თეოდოსიოს დობჟანსკიმ, მართლმადიდებელი სასულიერო პირის შვილმა, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და შესანიშნავმა ევოლუციურმა ბიოლოგმა დაწერა შედმეგი: „ნება მიბოძეთ ევოლუციასთან დაკავშირებით შევეცადო გავარკვიო, რაც დადგენილია ნებისმიერი გონიერი ეჭვის მიღმა და რა საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას. ევოლუციაში, როგორც პროცესში, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობდა დედამიწის ისტორიაში, ეჭვი შეიძლება შეეპაროს მხოლოდ მას, ვინც ან არ იცის მტკიცებულებები, ან ეწინააღმდეგება მტკიცებულებებს ემოციური უარყოფით ან უბრალოდ ფანატიზმის გამო. ამის საპირისპიროდ, ის მექანიზმები, რომლებიც მოქმედებენ ევოლუციაში, საჭიროებენ გამოკვლევასა და ნათლად გაშუქებას. არ არსებობს ევოლუციის, როგორც ისტორიის ალტერნატივები, რომელმაც შეიძლება გაუძლოს კრიტიკულ კვლევას. ამასთან, ჩვენ მუდმივად ვეცნობით ევოლუციური მექანიზმების ახალ და მნიშვნელოვან ფაქტებს“[8].

ბიოლოგიური ევოლუცია (შემდგომში უბრალოდ ევოლუცია) წარმოადგენს ბიოლოგიის გამაერთიანებელ თეორიას. ევოლუციის შედეგები ადამიანთა ცხოვრებას აფორმებენ ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყოველ ასპექტში. სოფლის მეურნეობამ და მედიცინამ უკვე გამოიყენეს ევოლუციის პრინციპები ასწლეულების განმავლობაში, იქამდე, სანამ ეს სიტყვა შემოვიდოდა ხმარებაში. მიუხედავად ევოლუციის სწავლებისადმი დამოკიდებულებისა, უმეტესობა ქვეყნებისა იყენებენ ცოდნას ევოლუციის შესახებ, რომელიც სიცოცხლის შესახებ მეცნიერებათა ყველა ასპექტში შედის. წამლები და ვაქცინები ადამიანზე გამოცდამდე საჭიროებენ პრიმატებზე გამოცდას, რადგან ისინი გენეტიკურად ყველაზე ახლო სახეობები არიან; ამასთანავე, ისინი, ვინც მუშაობენ პრიმატებთან, იღებენ იგივე ვაქცინას, როგორც ისინი, ვინც მოგზაურობენ შორეულ ქვეყნებში. ევოლუციურ სიახლოვეს მივყავართ მსგავს ფიზიოლოგიამდე და მოლეკულურ ბიოლოგიამდე.

ერთიანობა, რომელიც არსებობს ქმნილებაში, პირდაპირი შედეგია დედამიწაზე სიცოცხლის საერთო ევოლუციისა, საერთო, თუმცა განსხვავებული გარემო პირობების ფარგლებში [9]. დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება შედგება ერთნაირი ელემენტებისგან (ნახშირბადი, აზოტი, მეტალები), იყენებს ერთი და იგივე პროცესებს (უჯრედული გაყოფა, რეპლიკაცია და დნმ–ს აღდგენა, დნმ–ს ტრანსკრიფცია, პროტეინების ტრანსლაცია), უნივერსალურ გენეტიკურ კოდსაც კი. ეს საერთო პროცესები საკმარისად რთულნი არიან, რაც ორ ცოცხალ ორგანიზმს უფრო ახლოს აყენებს ერთმანეთთან, ვიდრე მთელ უსულო სამყაროს. ამასთანავე, სიცოცხლის ფორმები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გადარჩენისთვის იყენებენ კვებისა და ენერგიის წყაროების სხვადასხვა ტიპებს და გარემო პირობებში სხვადასხვა სირთულეებს ხვდებიან. ყველა ეს გამოწვევა ერთად ქმნის გადარჩევის წნეხს, რომელსაც მივყავართ სპეციალიზაციამდე და სახეობათა წარმოშობამდე – თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელობას ეკვატორულ ტყეებში, გადარჩენისთვის არაადექვატურნი არიან ოკეანურ თერმოწყაროებში. ამრიგად, ადამიანი და ნებისმიერი სხვა სახეობა წარმოადგენს ერთიანობას მრავალსახეობაში. ერთობას და სიცოცხლის მრავალსახეობას ღრმა საღვთისმეტყველო მნიშვნელობა აქვს, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება, თუ ქმნილების ჭვრეტისას არ ვახდენთ ბიოლოგიური ევოლუციის ინკორპორირებას. ერთიანობა კაცობრიობას ეხმარება დაინახოს მთელი ქმნილების ურთიერთკავშირი, ჩვენი დამოკიდებულება დედამიწასთან. ქმნილების მრავალფეროვნება კაცობრიობას ეხმარება შეაფასოს მთელი ქმნილების, სიცოცხლის და გარემოს საჭიროება, ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთის დასახმარებლად. ამ ორ კონცეფციასთან ერთად შემოდის ღრმა ეკოლოგიური შეგნება და ადამიანთა, როგორც ქმნილების მღვდელთა გააზრება.

ევოლუცია და მართლმადიდებლობა

როდესაც შუასაუკუნეების მეცნიერები თვლიდნენ, რომ მეცნიერებამ შექმნა „ბუნების წიგნი“, და რელიგია წარმოდგენილია „წმინდა წერილში“, არსებობდა რწმენა, რომ ეს ორი წიგნი ერთმანეთთან შესაბამისობაშია. თუმცა ამ ორი წიგნის თაობაზე ეს წარმოდგენა უკვე კარგა ხანია განიხილება როგორც მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის განსაზღვისთვის მეტისმეტად მარტივად, ამ თვალსაზრისს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა. ღმერთმა შექმნა ბუნება და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე უთანხმოება ქმნილებასა და იმას შორის, რასაც ეკლესია ადასტურებს. იოანე ზიზიულასმა თავის წიგნში „ყოფიერება, როგორც ურთიერთობა“ ერთმანეთს შეადარა ჭეშმარიტების ორი მიდგომა მეცნიერული და რელიგიური თვალსაზრისით: „მეცნიერება და ღვთისმეტყველება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თითქოს ეძებდნენ ჭეშმარიტების სხვადასხვა სახეობებს, თითქოს არ არსებობდა ერთიანი ჭეშმარიტება. ამან გამოიწვია ჭეშმარიტებისგან სუბიექტის გადახვევა და მიგვიყვანა ტრანსცენდენტულსა და იმანენტურს შორის დიქოტომიამდე…“ [10].

თუმცა შეიძლება დავასაბუთოთ, რომ სპეციალიზირებული მეცნიერული მეთოდების განვითარებასთან ერთად „მეცნიერული“ ჭეშმარიტება, ხდება უფრო და უფრო ნაკლებად იმანენტური. ეს უეჭველია ბიოლოგიური ევოლუციის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, მტკიცებულება ბიოლოგიური ევოლუციის მხარდასაჭერად წარმოებს ბიოლოგიური კვლევის ყველა დონეზე; ბიოლოგია, მედიცინა და სოფლის მეურნეობა მასზეა დამოკიდებული და ამ სფეროებში ყოველი წარმატება შესაძლებელია ევოლუციის ღრმად გააზრების წყალობით, დარვინამდელ წარსულშიც, როდესაც ასეთი ცოდნა გააზრებული არ იყო. და პირიქით, „მეცნიერებაში“ სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა არის მცდარი, რომელსაც ხშირად კაცობრიობისთვის სასიკვდილო შედეგები მოაქვს (მაგალითად, კომუნისტურ ჩინეთში გამანადგურებელი „ომი ბეღურებთან“, რამაც 10 მლნ. ადამიანის სიცოცხლე შეიწირა).

მართლმადიდებელ ეკლესიაში მნიშვნელოვანი დაბნეულობა არსებობს თანამედროვე ევოლუციის თეორიის ოფიციალური პოზიციის წინააღმდეგ. ერთერთმა მართლმადიდებლურმა ვებსაიტმა [11] სხვადასხვა პოზიციები ორ ძირითად კატეგორიაში დააჯგუფა: (1) კომპატიბილისტები, რომელბიც ასაბუთებენ, რომ მეცნიერება და ღვთისმეტყველება თავსებადნი არიან და მათ განიხილავენ როგორც ღმერთის დამატებით გამოცხადებებს და (2) ინკომპატიბილისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეცნიერება შეუთავსებელია რწმენასთან და რომ ფილოსოფიის თვალსაზრისით მეცნიერება წარმოადგენს ნატურალიზმზე დაფუძნებულ კონცეფციას, რომლიც შეუთავსებელია ნებისმიერ რელიგიასთან, ან რომ ღვთიური გამოცხადება, როგორც გადმოცემულია წმინდა წერილში, არის უტყუარი ნებისმიერ დეტალში და შედეგად ჩაანაცვლებს ყველაფერ იმას, რისი აღმოჩენაც შეუძლია მეცნიერებას. როგორც უამრავ წყაროში იყო აღნიშნული, თანამედროვე მეცნიერება საკუთარ ფესვებს ჰპოვებს განათლებაში და შესაბამისად, არცერთ მსოფლიო საეკლესიო კრებას არასოდეს განუხილავს საკითხი იმის შესახებ თუ როგორ შევათავსოთ მეცნიერება და ღვთისმეტყველება. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მოძღვრების სანდოობის საკითხი ეკლესიის სწავლებებთან აშკარა წინააღმდეგობაში. იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ თავად სახარებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არიან და რომ მათი გაგებისთვის აუცილებელია ჭვრეტითი მიდგომა. მრავალნი ეკლესიის მამათა შორის, წმინდა წერილის ლიტერალური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ გამოხატავდნენ თვალსაზრისს. წმ. ბასილი დიდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ, ვინც ცდილობდა წმინდა წერილის ტექსტის დაცვას და არ ითვალისწინებდა წერილის სულს და მათ უწოდებდა „ტექნოლოგებს და არა ღვთისმეტყველებს“. წმ. მაქსიმე აღმსარებელი აფრთხილებდა, რომ წმინდა წერილის ლიტერალური ინტერპრეტაცია სულიერი ცხოვრებისთვის შესაძლოა საშიში იყოს: „…ადამიანი, რომელიც ეძიებს ღმერთს ჭეშმარიტი ღვთისმოსაობით, არ უნდა იმყოფებოდეს ლიტერალური ტექსტის გავლენის ქვეშ, რათა უნებლიედ, ის რაც ღმერთს ეხება არ მიიღოს არა ღმერთად, ანუ რათა არ მიიღოს წმინდა წერილის სიტყვათა საშიში გავლენა ლოგოსის მაგივრად“ [12].

ბოლო დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით დამაბნეველია. ალბათ „ინკომპატიბილისტებთან“ შედარებით უფრო მეტი ავტორი არსებობს, რომლებიც მხარს უჭერენ მართლმადიდებლური დოქტრინისა და ევოლუციის თავსებადობას. თუმცა, მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს მტკიცე პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს იწვევს არეულობას. სამწუხაროდ, ეს ასევე იწვევს ფუნდამენტალისტური ტენდენციების ეკლესიაში შეღწევას, რომლებიც წარსულში უცხო იყო მართლმადიდებლობისთვის და ძირითადად დომინირებდა პროტესტანტთა წრეში. ასევე, ბოლო დროს მართლმადიდებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, სერბეთი და უკრაინა, რომლებიც ახლახანს განთავისუფლდნენ პროკომუნისტური რეჟიმებისგან, შეიმჩნევა წმინდა წერილის ლიტერალური ინტერპრეტაციისკენ სწრაფვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ იმის შესახებ, არის თუ არა ეს სიახლე შედეგი მართლმადიდებლურ ტრადიციაში შეღწევისა თუ მისი დამახინჯებისა.

ერთერთი თანამედროვე მართლმადიდებელ მეცნიერთაგანნი, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ კომპატიბილისტებად, არის ქრისტოს იანარსი. თავის წიგნში „პოსტმოდერნისტული მეტაფიზიკა“ ის შეეცადა განეხილა ევოლუციის საკითხი [13]. მისი წიგნის დიდი ნაწილი ეხება ფიზიკისა და მეცნიერებასთან, რელიგიასთან და თანამედროვე სამყაროსთან მისი დამოკიდებულების უფრო ღრმა გააზრებას. თუმცა ბიოლოგიური ევოლუცია მასში აგრეთვე ნახსენებია და გაკეთებულია მატერიალისტური პერსპექტივისგან მისი გამოყოფის მცდელობა. მაგრამ, ბუგაკოვისგან განსხვავებით [14], იანარსი ამტკიცებს, რომ ღმერთია ყველა საგნის პირველწყარო. მეცნიერი სამყაროს განიხილავს, უფრო როგორც მიზეზის მქონეს, ვიდრე როგორც შექმნილს, იყენებს რა ორივე ტერმინს როგორც სინონიმებს. ბიოლოგიურ ევოლუციასთან მიმართებაში მისი მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ ასახავს მეცნიერების ნათელ გაგებას. ერთერთ ნაწილში იანარსი ჩამოთვლის 35 პოზიციას, რომლსაც ის ასათაურებს ასე „ბიოლოგიური ევოლუციის ლოგიკური ადგილი“. ამ ნაწილში წამოჭრილ საკითხთა უმრავლესობა მეცნიერების თვალსაზრისით არ არის ზუსტი, და როგორც შედეგი ამისა, მრავალი მისი არგუმენტი მცდარია. მაგალითად მე–2–ე პუნქტში ის ამტკიცებს: „…ევოლუციური თეორია ამბობს, რომ ადამიანის სული არ წარმოგვიდგენს წყვეტას ცოცხალ არსებათა ევოლუციაში“[15]. ეს ზუსტი არაა; ევოლუციური თეორია არ საუბრობს სულის შესახებ და შეცდომაა ამ „გამოტოვების“ საფუძველზე დასკვნებ ის გაკეთება. მე–6–ე პუნქტში ადამიანის ტვინის ევოლუციის შესახებ ის რამდენიმე დასკვნას აკეთებს, რომელიც ეხება ადაპტირებულთა თვითგადარჩენას და გადარჩენას. მისი დებულებები არ გამომდინარეობენ თეორიიდან, ვინაიდან ბიოლოგიურ ევოლუციაში ადაპტირებულთა გადარჩენა ეფუძნება პოპულაციის გადარჩენას და არაა დამოკიდებული თვითგადარჩენასთან, არამეტ მეტწილად რეპროდუქტიულ ინსტიქტებთან. ფაქტიურად ბუნებაში უამრავია მაგალითი, როდესაც მშობლები ან ახლობლები იღუპებიან, როგორც დამცველები პოპულაციის სხვა წევრებისა. ბუნებრივი გადარჩევა ამოძრავებს სახეობის გადარჩენას პოპულაციის მოდელირების მეშვეობით და კი არ კლავს რომელიმე კონკრეტულ ინდივიდს, არამეტ ქმნის ახალ პოპულაციურ გენეტიკურ შემადგენლობას. იანარსი საუბრობს შემთხვევითობის და აუცილებლობის კონცეფციების შესახებ, რომლებსაც სხვები იყენებენ (იხ. მაგ. პიკოკი [16]), მაგრამ ამ კონცეფციების მისეული გაგება არაა ზუსტი მეცნიერული თვალსაზრისით, განსაკუთრებით ევოლუციაში და შექმნაში შემთხვევითობის როლთან დაკავშირებით. „შემთხვევითობის ლოგიკური ადგილის“ მისი განხილვა ამტკიცებს: „სამყარო, როგორც შემთხვევითობის პროდუქტი წინააღმდეგობრივი დებულებაა. ის აუხსნადს წარმოგვიდგენს, როგორც ახსნას. უაზრობის ინტერპრეტირებას ახდენს შინაარსის სახით“ [17].

თუმცა ევოლუციურ ბიოლოგიაში და არაბიოლოგიურ მეცნიერებებში ტერმინი „შემთხვევა“ სინამდვილეში გვამცნობს, რომ დაკვირვებადი ფენომენი შეიძლება დაკავშირებული იყოს ალბათობის გარკვეულ ხარისხთან. „შემთხვევითობა“ არ წარმოადგენს აუხსნელს ან უაზროს – ის დამოკიდებულია პირველად სიტუაციაზე, საიდანაც გამოიკვეთება რამდენიმე ხაზი, თითოეული თავისი საკუთარი ალბათობით. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ შემთხვევას აქვს მყარი საღვთისმეტყველო საფუძველი ღვთაებრიობის კონცეფციაში, რომელიც ითვალისწინებს მართლმადიდებლობისთვის ასე დამახასიათებელ თავისუფლებას. იანარსი გახლავთ მართლმადიდებელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საღვთისმეტყველო არგუმენტაციაში, თანამედროვე სამყაროს ღრმა გააზრებით და კრიტიკით ღვთისმეტყველება განიხილა პოსტმოდერნიზმის, დასავლური აზროვნების კონტექსტში. [18]. თუმცა ღვთისმეტყველების თანამედროვე სამეცნიერო აზროვნების კონტექსტში მოთავსების ეს მცდელობა უფასურდება იმ ფაქტით, რომ მას (იანარსს) არ გააჩნია მეცნიერების შესახებ ნათელი წარმოდგენა და შესაბამისად არ შეუძლია მისი ადექვატურად კრიტიკა.

თანამედროვე მართლმადიდებელ მეცნიერთა შორის, რომლებიც აკრიტიკებდნენ შესაქმეს წიგნის ლიტერალურ განმარტებას, ყველაზე ცნობილი გახლავთ მ. სერგი ბულგაკოვი. აღსანიშნავია, რომ მისი წიგნში „კრავის სარძლო“ მართლმადიდებლური თვალსაზრისით განიხილება მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების ურთიერთკავშირი. ის იკვლევს შესაქმეს წიგნს არა როგორც უბრალოდ ისტორიას, არამეტ უფრო როგორც მეტა ისტორიას ან ჰიპერ–ისტორიას: „მტკიცება, რომ შესაქმეს თხრობა წარმოადგენს „ისტორიას“ სიტყვის იგივე შინაარსით, როგორც ემპირიული ისტორია, ნიშნავს მათი უშუალო შინაარსის წინააღმდეგ წასვლას და მათ კრიტიკულ დამახინჯებას…“[19].

შესაქმეს თხრობის კვლევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიური ტექსტის გაგებაში შეცდომის სულიერ საშიშროებას. ეს ტექსტები შინაარსით მდიდარია საღვთისმეტყველო დონეზე, მაშინ, როცა ტექსტის ლიტერალური დონე უშვებს, რომ შექმნა განხორციელდა ექვს დღეში. ამ ტექსტის გამოყენების ჭვრეტითი გზა მდგომარეობს მაგალითად იმაში, რომ ვიფიქროთ ქმნილების შესახებ, როგორც სიკეთეზე და სიკეთის შექმნაზე და ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ როგორ კავშირშია იგი ბოროტებასთან სამყაროში.

სხვა კითხვა, რომელიც წამოაყენა ევოლუციამ: როგორ გავიგოთ შესაქმეს თხრობა ედემის პერსპექტივიდან? რა არის ედემი, თუ არა ადამიანთა თავდაპირველი მდგომარეობა? როგორ შეგვიძლია მისი შერიგება მაიმუნისმსგავსი საერთო წინაპრიდან ადამიანთა შექმნასთან? ბულგაკოვი ამ საკითხს აგრეთვე განიხილავდა, როგორც ქვას დაბრკოლებისა თანამედროვე აზროვნებისთვის და გამოჰქონდა დასკვნა: „უნდა ითქვას, რომ ედემის მდგომარეობის და სამოთხის ბაღის მსგავსება მაინც შენარჩუნებულია ჩვენი ცნობიერების იდუმალ კუნჭულებში, როგორც ბუნდოვანი გახსენება, რომელიც გონებას ახსენებს სხვა ყოფიერების შესახებ“ [20].

ბულგაკოვს სურდა ხაზი გაესვა, რომ ედემი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით ჩვენს პიროვნულ მომავალში და არა ჩვენი სახეობის წარსულში. წმ. ბასილი დიდის ლიტურგიაში, ანაფორაში მღვდელი ლოცულობს და იხმობს გასახსენებლად მომავალ მოვლენებს, არა მარტო გარდასულებს – ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება – არამეტ მომავალ მოვლენებს, მაგალითად მეორედ მოსვლას.

კაცობრიობის ისტორიის ჭვრეტის სხვა მაგალითს გვაძლევს ბერძენი ღვთისმეტყველი ნელასი, რომელმაც ამას წინათ თქვა, რომ დროის ნებისმიერი კვლევა შეიცვალა ქრისტეს ამ სამყაროში მოსვლის შედმეგ [21]. მისი მოსვლა ნიშნავდა ადამიანურ ისტორიასთან შეერთებას და ამ მომენტიდან დროს სხვა შინაარსი აქვს: „ღვთიური განგებულება რადიკალურად ცვლის დროის ბუნებრივ დაყოფას წარსულად, აწმყოდ და მომავლად და მას შემოჰყავს ისტორიის სხვა გაგება“. ახლა ეს ისტორიაა, რომელშიც შემოვიდა ღმერთი და რომელიც (ისტორია) ტრანსფორმირებულია, მაგრამ ამავე დროს კაცობრიობა შეიქმნა ისტორიის ამ მომენტისთვის, როდესაც ქრისტე უნდა შემოსულიყო მასში.

თანამედროვე „ინკომპატიბილისტებს“ შორის ანტიევოლუციური დამოკიდებულება ეფუძნება იმ იდეას, რომ თანამედროვე ულტრამატერიალიზმი არის ევოლუციური თეორიის ერთგვარი გვერდითი პროდუქტი. თუმცა, ეს პოზიცია არ დასტურდება ფაქტების დეტალური გამოკვლევით. მატერიალიზმი წარმოადგენს ფილოსოფიურ სწავლებას, მაშინ, როცა ბიოლოგიური ევოლუცია მეცნიერული თეორიაა: ამ ორს შორის არ არსებობს აუცილებელი კავშირი. ევოლუციური თეორია განვითარდა იმისათვის, რომ აეხსნა სწორედ ბიოლოგიური ევოლუცია და არა სხვა რომელიმე ცვლილების პროცესი. მისი გამოყენება სხვა სფეროებში, როგორც მაგალითად სოციალური განვითარება, ეკონომიკური ცვლილებები დ.ა.შ. უადგილოა და არამეცნიერულია და ხშირად დამოკიდებულია პოლიტიკურ პროგრამაზე. მაგალითად ევოლუციური თეორია გამოიყენებოდა მარქსიზმის მიერ როგორც პოლიტიკური საშუალება რადიკალური ათეიზმის გავრცელებისთვის. არტურ პიკოკი მის წიგნში „ევოლუცია: რწმენის საიდუმლო მეგობარი“, აღნიშნავს შემდეგს: „…მარქსის და ენგელსის მიერ დარვინიზმის მოხმობამ სოციალიზმთან, ათეიზმთან და თავისუფალ აზროვნებასთან საბრძოლველად ევოლუცია შეკრა პაკეტში, რომელსაც უთუოდ უარს ეტყვის ღვთისმეტყველთა უმრავლესობა“ [22].

ევოლუცია დაკავშირებული იქნა არგუმენტებთან, რომლებიც ათეისტურები იყვნენ, თუმცა ევოლუცია თავისთავად არ წარმოადგენს არათეისტურს და არ იძლევა არანაირ ინტერპრეტაციას ღმერთის ან ქმნილებასთან მისი კავშირების შესახებ. დღეს ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ევოლუციის შესახებ კამათები დაკავშირებულია არა მეცნიერებასთან, არამეტ უფრო პოლიტიკასთან. ევოლუციის მომხრეები ხშირად ადამიანების გონებაში უთანაბრდებიან მატერიალიზმს, ათეიზმს, ოჯახის დანგრევას, მაშინ, როცა ანტიევოლუციონიზმი, პირიქით, გაიგივებულია ოჯახურ ფასეულობებთან, სულიერ განზომილებასთან დ.ა.შ. მეცნიერული თეორიის პოლიტიკური პროგრამისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად გარდაქმნა ტრაგიკულ ზიანს აყენებს არა მარტო მეცნიერებას, არამეტ აგრეთვე უშიშარ რელიგიურ ჭვრეტას, რომელიც მართლმადიდებლობის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. რა აერთიანებს წმინდა მეცნიერებას და წმინდა რწმენას – ესაა ჭეშმარიტების ძიება, დამყარებული ფაქტებზე, თეორიაზე და პრაქტიკაზე, იმ პირობით, რომ „სიწმინდეს“ ჩამორთმეული აქვს პოლიტიკური პროგრამები. ვინაიდან მეცნიერება და რელიგია უშვებენ პოლიტიკაში საკუთარ ინფილტრაციას, ისინი კარგავენ ჭეშმარიტებისადმი ინტერესს და საკუთარის თავის და სხვების მტრები ხდებიან.

ევოლუცია როგორც საიმედო კონცეფცია

თუ ჩვენ ვიღებთ ევოლუციას, როგოც სიცოცოხლის წარმოქმნის მეცნიერულ ახსნას და თუ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას სურს ამ ახსნის მიღება, საჭიროა გარკვეული ძალისხმევა იმის გასარკვევად, თუ როგორ ეთანადება სიცოცხლის წარმოქმნის ეს აღწერა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების აზროვნებას. ეკლესიის ზოგიერთი მამის აზროვნებაში გვხვდება ევოლუციური თეორიის წინაპირობა, რომელიც ეთანხმება სიცოცხლის ევოლუციურ წარმოშობას. მაგალითად წმ. ბასილი დიდი თავის წიგნში „ექვსთა დღეთა შესახებ“ მუდმივად ახსენებს შექმნის გაგრძელებაზე და აღნიშნავს, რომ ქმნილება არაა დასრულებული [23]. მ. სერგი ბულგაკოვი კითხულობს იმის შესახებ, არსებობდა კი დრო, როდესაც შემოქმედი არ ქმნიდა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავად შექმნის მოვლენის ზედროულობას [24]. განახლებული ქმნილება, რომელსაც ძალუძს მუდმივი შექმნა, კარგად ჯდება ევოლუციის განმარტებაში, როგორც მუდმივი ცვლილებისა, მოდიფიკაციით შექმნისა. მ. იოანე ხრისაგვისი მის წიგნში „განადგურებული ხატის მიღმა“ მიმართავს ეკლესიის მამებს და ქმნილების შესახებ მათ ნააზრევებს: „შექმნილი ბუნება წარმოადგენს მხოლოდ წინაპირობას და ხსნის ან განადგურების დაპირებას; ის წარმოადგენს არა საბოლოო პროდუქტს, არამეტ მიმდინარე თვითტრანსცენდენტულობის და ტრანსფორმაციის პროცესის მოქმედ საფუძველს“[25].

წმ. გრიგოლ ნოსელი განასხვავებს ღმერთის ენერგიებსა და ღმერთის არსებას და აღნიშნავს, რომ ეს განსხვავება განაპირობებს ღმერთისა და ქმნილების დამოკიდებულებას ისეთი სახით, რომ არაფერი არსებობს ღმერთის გარეთ; ღვთიური ენერგიები აღიქმება ქმნილებად, მაშინ როცა ღმერთის არსის აღქმა შეუძლებელია. ეს იდეა თავიდან აღმოჩენილი იქნა ზოგიერთ დასავლელ ღვთისმეტყველთა მიერ, როგორიც მაგალითად ა. პიკოკია [26], მაგრამ ის არ გამხდარა აზროვნების მეინსტრიმი მეცნიერებისა და რელიგიის სფეროშიც კი.

ეს წყაროები ევოლუციას წარმოგვიდგენენ ქმნილების მნიშვნელოვან ხარისხად, ევოლუციის კონცეფცია კაცობრიობას ათავსებს დანარჩენი ქმნილების კონტექსტში. ევოლუციის უარყოფას ხშირად მივყავართ დედამიწის და მისი რესურსების და აგრეთვე ადამიანის მიმართ ექსპლუატატორულ დამოკიდებულებასთან. როდესაც ადამიანები არ ზრუნავენ მთელ ქმნილებაზე, მათთვის ადვილია სახეობათა და გარემო პირობების განადგურება, დედამიწის და თვით კოსმოსის დაბინეძურებაც. მ. იოანე ქრისავგისი ასეთ დამოკიდებულებას ნაწილობრივ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ჩათვალონ, რომ ადამიანი დგას მიღმა და დანარჩენ ქმნილებაზე მაღლა. უფრო მეტიც, თუ ქმნილებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სახეობათა და სპეციფიურ მოვლენათა მოზაიკას, ადვილია ადამიანის სახეობათა და ნაციების სეგრეგაციის გატარება. და პირიქით, ევოლუციის მიღება ადამიანებს ეხმარება ქმნილებაში საკუთარი ადგილის დანახვაში – დედამიწაზე ყველა სახეობებთან კავშირის, თავად დედამიწასთან კავშირის დანახვაში – და შედეგად იმის დანახვაში, თუ რა როლი უნდა გვქონდეს მისი დაცვისას. დედამიწაზე ყოველი ცოცხალისადმი პატივისცემა, რომელიც სახეობებში აღიარებს მრავალფეროვნებას, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად და ზნეობრივად და წარმოადგენს მართლმადიდებლობის ერთერთ განსაკუთრებულობას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი წერდა: „…ყოველივესადმი მისი სილამაზის, სიკეთის და სიყვარულის სიუხვის მეშვეობით ღმერთი გამოდის საკუთარი თავიდან მისი ქმნილებისადმი პროვიდენციულ ზრუნვაში. ექსტაზის ზებუნებრივი ძალის მეშვეობით და თითქოს გაბრუებული სიკეთით, სიყვარულით და სწრაფვით, ის უარს ამბობს მის უკიდურეს ტრანსცენდენტულობაზე იმისათვის, რომ შეიმოსოს ყველა საგანი და ამავე დროს დარჩეს საკუთარ თავად“ [27]. თუ ღმერთი იმყოფება ნებისმიერ ბუნებაში უცვლელად, მაშინ ამ „საზღვართა“ განსხვავება ხდება უმნიშვნელო – ევოლუციაში ცხადი ცვლილებები უცვლელნი არიან ღმერთისთვის და ქმნილებისთვის საღვთო ზრუნვა ყოვლისმომცველია. თუ ღმერთისთვის ბუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის იმსახურებს გამოსყიდვას, მაშინ როგორ შეუძლია კაცობრიობას მისი განადგურება საკუთარი ეკოლოგიური უდიერებით და უზრუნველობით?

ბუნების კანონები: გრავიტაცია, ენერგიის/მასის შენახვა, სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური კონსტანტები, სხვადასხვა „სისტემათა“ თვისებები, როგორც ელემენტები და შემადგენლობები – ყველა წარმოადგენს დეტერმინისტულ თვისებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამყაროს სტრუქტურას და წესრიგს, ძალიან მსგავსს იმ სტრუქტურისა და წესრიგისა, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ ლიტურგიაზე. კოსმოსური წესრიგი ესაა ფორმა კოსმოსური ლიტურგიისა, კოსმოსი აკეთებს „საღვთო საქმეს“, რომელიც ის არის, რაც იყო განზრახული და ახორციელებს იმას, რისი მოლოდინიც იყო. მსგავსად ამისა ევოლუცია წარმოადგენს ბუნებრივ წესრიგს მიზიერი ცხოვრების შუაგულში: მუტაციის მოქმედების დეტერმინისტული ბუნება, ბუნებრივ გადარჩევასთან ერთად არეგულირებს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან ცოცხალი ქმნილებები. ყოველივე ეს – მთელი ქმნილება – ადამიანებმა უნდა შესთავაზონ ღმერთს ეკლესიის ლიტურგიაში („შენი შენთაგან“ დ.ა.შ.), აღიარებენ რა ღმერთს, როგორც შემოქმედს, და კაცობრიობას, როგორც დანარჩენებთან ერთად შექმნილს. ადამიანის ამოცანაა, რომ იყოს „syndesmos და gephyra, ღვთიური ქმნილების კავშირი და ხიდი“ [28].

დედამიწაზე ევოლუცია გრძელდებოდა მილიარდობით წელი და მოიცავდა სიცოცხლის მრავალ ცვლილებას, ვინაიდან ევოლუცია დამოკიდებულია სიცოცხლის და სიკვდილის ციკლზე, როგორც ბუნებრივი გადარჩევის ერთერთ ძირითად მოქმედ ძალაზე. უამრავი სახეობა იქმნებოდა, იცვლებოდა და ქრებოდა ათასწლეულების განმავლობაში, სახეობები, რომლებთანაც ჩვენ ვიზიარებთ როგორც მინიმუმ ერთი და იგივე სუბუჯრედოვან სტრუქტურებსა და პროცესებს. ევოლუციური ბიოლოგიის გარდა საეჭვოა, რომ სამეცნიერო კვლევის რომელიმე სხვა თემა, ასე ცხადად გვაგრძნობინებს კაცობრიობის წარმავლობას. თუმცა ამ აზროვნების გაგებას და მიღებას მოაქვს დარჩენილ ქმნილებასთან ერთიანობის შეგრძნება; უფრო მეტიც, ჩვენ ვაღიარებთ, რომ დროის მსვლელობა აუცილებელია საგანთა ბუნებრივი წესრიგისთვის.

ამასთან, მართლმადიდებლობას ესმის, რომ ადამიანებისგან განსხვავებით დროს ღმერთისთვის სხვა შინაარსი აქვს. ღვთიური მარადიულობის, როგორც დროის მიღმიერის, ჩვენეული გაგება ეკლესიის ლიტურგიკული ენით არის გამოხატული. ზმნის ფორმას, რომელსაც ვიყენებთ ეკლესიაში – აწმყო დროის სრულყოფილი სახე – გვახსენებენ და გვასწავლიან იმას, რის შესახებაც მ. სერგი ბულგაკოვი საუბრობს საკუთარ წინგში „კრავის სარძლო”: „არ არის და არც არაფერი შეიძლება იყოს დროში, რასაც მარადიულობაში არა აქვს საფუძველი“ [29]. თუმცა ჩვენ დროში ვცხოვრობთ, ეკლესიის წყალობით ჩვენ აგრეთვე მარადიულობის თანაზიარნი ვართ. მარადიულობასთან ეს თანაზიარება კავშირია ჩვენს შემოქმედთან, რომელმაც აგრეთვე შექმნა დრო.

მიზეზობრიობა მ. სერგი ბულგაკოვთან

მეცნიერებისა და რელიგიის გაგებისთვის „ორი წიგნის“ შუასაუკუნეების მოდელი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, „ბუნების წიგნს“ და „წმინდა წერილის წიგნს“ განიხილავდა როგორც ორ სხვადასხვა მიდგომას ღმერთის და მისი ქმნილების შემეცნებისთვის. ღმერთი განიხილებოდა როგორც ნებისმიერი მიზეზობრიობის წყარო, ხოლო ქმნილება – როგორც ღმერთის ქმედების ანარეკლი სამყაროში. შედეგად, ადრეულ მეცნიერებაში გამართლებული იყო ღმერთის უფრო ღრმა გაგების მოლოდინი. კათოლიკური ეკლესიის ბერი მენდელი გენეტიკას განიხილავდა როგორც ბუნების შემეცნების საშუალებას და ამ გზით ცდილობდა ღვთიური ქმნილების ხედვის მიღწევას. გალილეი აკვირდებოდა ვარსკვლავებს, რათა შეემეცნა სამყარო, იმ იმედით, რომ შეიმეცნებდა მას, ვინც ის შექმნა. ასეთ ძალისხმევათა წყალობით მიზეზობრიობის შესახებ საკითხი სამეცნიერო პერსპექტივაში საღვთისმეტყველო საკითხთან გადაიხლართა. თანამედროვე მეცნიერება შემოქმედის რაიმენაირ კონცეფციას დისტანცირებდა, კონცენტრირდებოდა რა შუალედურ ან „მეორად მიზეზებზე“. ღმერთი არ გამოისახება განტოლებებით. და როგორც თანამედროვე მეცნიერება ხსნის, მეცნიერული მიზეზები და მიზეზობრივ მოვლენათა იმპულსი (მაგალითად კოსმოსის დასაწყისი) სულ უფრო მეტად შორდებიან ღმერთს (როგორც აღიწერებოდა „შუალედთა ღმერთის“ კონცეფციაში). ღმერთი მცირდებოდა და ისინი, ვინც ღმერთის როგორც ზღვრული მიზეზის განმარტებას მოითხოვდნენ, მის პირველობაზე ღელავდნენ.

მიზეზთა ძიებისკენ სწრაფვა სამეცნიერო კვლევის ყველა სფეროში აუცილებელი ინგრედიენტის სახით არსებობს: ისტორიაში, სადაც ვცდილობთ ავხსნათ მოვლენათა მიზეზები იმ იმედით, რომ არ გავიმეორებთ შეცდომებს; ფსიქოლოგიაში, სადაც იმედი გვაქვს დეპრესიის მიზეზის მოძებნისა და ამ გზით პაციენტის განკურნებისა; მედიცინაში, სადაც იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით დაავადების საფუძველში არსებულ მიზეზს და გამოვწერთ შესაბამის წამალს. მეცნიერების ზოგადი მიზანი მდგომარეობს რეალობის ვარგისი მოდელით უზრუნველყოფაში და ამ აუცილებლობას მოძრაობაში მოჰყავს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი.

მეცნიერება ბაქტერიებსა და ვირუსებს განიხილავს, როგორც ინფექციურ დაავადებათა მიზეზებს, ტექტონიკურ ძვრებს, – როგორც მიწისძრვრების მიზეზებს დ.ა.შ. მაგრამ მეცნიერები საკუთარ ახსნაში არ აპელირებენ ღმერთზე. თუმცა მრავალი ადამიანი გამოთქვამდა გულისტკივილს მეცნიერების სიმცდარის გამო, რადგან ის ღმერთს არ განიხილავს, როგორც მიზეზს, საღვთისმეტყველო გამართლება ღმერთის შესახებ ხედვისა, როგორც მცირე ცალკეულ მოვლენათა პირდაპირი მიზეზისა, არ არსებობს. ის, რომ მეცნიერება ცდილობს იყოს ობიექტური ტრაექტორიის განსაზღვრის ან პასუხის მიღების მიზნით, უზრუნველყოფს იმ ენით და მიდგომით, რომელიც ურთიერთობისთვის აერთიანებს ყველა მეცნიერს მთელს მსოფლიოში, ინტერდისციპლინარულ კვლევებშიც კი. როდესაც ბიოლოგი ჩიკაგოში და ბიოლოგი იაპონიაში საუბრობენ კონკრეტული უჯრედის მიერ რადიაციაზე პასუხზე, მათ ორივემ იციან, თუ როგორი იქნება ეს პასუხი და მოცემულ მაგალითში როგორი კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ნაშრომები გადიან რეცენზირებას კონკრეტულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ერთნაირი პრაქტიკის მქონე რეცენზენტები სტატიაზე ერთნაირ კომენტარებს გააკეთებენ დამოუკიდებლად მათი ნაციონალობისა ან რელიგიური ორიენტაციისა. მართალია მრავალნი უკმაყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ მეცნიერებს ღმერთის ხსენების გარეშე შეუძლიათ იმსჯელონ ქმნილების შესახებ, მაგრამ იგივე ადამიანებს არ ესმით, რომ არსებობს მორჩილება გვერდი ავუაროთ საკითხს ღმერთის შესახებ. არსებობს ზღვარი, რომლის დადგენა მეცნიერებას შეუძლია და ეს ზღვარი დაფუძნებულია ობიექტურ მეცნიერულ მიდგომაზე, ჰიპოთეზით მოტივირებული ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ღმერთი არ არის ასეთი შემოწმების სუბიექტი და შედეგად თუ მეცნიერს მსჯელობაში შემოჰყავს ღმერთი, ის ემყარება არა მეცნიერულ ექსპერიმენტს, არამეტ მეცნიერის პიროვნული მრწამსის სისტემას. მრწამსის ეს სისტემა არ ემორჩილება მეცნიერულ ექსპერიმენტს, არამეტ უფრო დამყარებულია პიროვნულ რწმენასა და პრაქტიკაზე. მეცნიერებს, ღმერთი რომ აღმოეჩინათ მათ სამეცნიერო ძიებაში, აზრი კი ექნებოდა კითხვას: რა არის ამისი მიზეზი? და რა კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ რწმენაზე დაფუძნებული რაიმე ინფორმაციის შემოყვანისთვის? შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მეცნიერებისა და რელიგიის შესახებ დისკუსიებისას დაპირისპირება ეფუძნება იმას, რომ მეცნიერები საკუთარ საზღვრებს არღვევენ და გადადიან რწმენაზე დამყარებულ კომენტარებზე. ამასწინანდელმა კონფერენციამ „რწმენის ფარგლებს გარეთ“ [30], რომელიც გაიმართა მეცნიერთა მიერ, რათა განეხილათ მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის საკითხი, აჩვენა, თუ რამდენად რთულია მორწმუნე და ურწმუნო მეცნიერთა კომპრომისულ პოზიციამდე მისვლა. ამ დისკუსიის დამაბნეველი ასპექტი გამოიხატება იმაში, რომ გამოჩენილი მეცნიერები, როგორებიც არიან ს. ჰოუკინგი ან რ. დოკინსი, რელიგიასთან კავშირში მკაცრ პოზიციას იჭერენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ამას აკეთებენ მეცნიერულ მოწმობებზე დაყრდნობით და არა საკუთარი პიროვნული მრწამსიდან გამომდინარე.

მეცნიერებისა და რელიგიის დიალოგში მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემებისა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავებულნი მეცნიერული ძიებით, ჯერ კიდევ აგრძელებენ საგანთა მიზეზების ძიებას. რომანში „ომი და მშვიდობა“ ტოლსტოი აღიარებდა ამას: „მაგრამ (ფუტკრის) უკანასკნელი მიზანი არ წარმოადგენს არც პირველ, არც მეორე და არც მესამე მიზანს, რომელთა აღმოჩენა შეუძლია გონებას. რაც უფრო მაღლა ადის ადამიანური გონება ამ მიზანთა აღმოჩენისას, მით უფრო ცხადი ხდება მისთვის უკანასკნელი მიზნის მიუღწევლობა“ [31]. მიზნის შესახებ ამ იდეამ მიგვიყვანა მიზეზსა და შედეგს შორის გაურკვევლობამდე და ღმერთის მიზეზობრიობის ახსნისკენ მყარ სწრაფვამდე. „ღმერთის როგორც მიზეზის“ ერთერთი ადრინდელი დამცველი გახლდათ თომა აქვინელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ღმერთი გახლავთ ყველა საგნის პირველი მიზეზი: „საგანთა ბუნებაში საჭიროა ვეძიოთ ერთი, პირველი უძრავი არსი, პირველი მიზეზი, აუცილებლად არსებული, შეუქმნელი; არსებობა, უფრო ფართე, კეთილი, შესაძლოთა შორის საუკეთესოც; ინტელექტის პირველი მამოძრავებელი, ყველა საგანთა ზღვრული მიზეზი, რომელიც არის ღმერთი“ [32]. აქვინელის არგუმენტი გახდა დასავლეთის ეკლესიის სიმბოლო ღმერთისა და ქმნილების ურთიერთობის განსაზღვრაში, ღმერთისა, როგორც საწყისი მიზეზისა სხვა მიზეზთა შორის, რომელნიც არიან მეორადი მიზეზნი. ერთი შეხედვით ღმერთის შესახებ ეს დებულება, როგორც ყოველივეს პირველმიზეზისა, თითქოს დამყარებულია განსჯაზე და შემეცნებაზე. ამ მიდგომის გამოყენებით ღმერთს შეიძლება ვუწოდოთ ყველა საგანთა პირველი მიზეზი, მაშინ, როცა მეცნიერება იკვლევს მეორე მიზეზებს. თუმცა ამან შესაძლოა მიგვიყვანოს მცდარ შედეგებამდე. მაგალითად, თუ ყველაფერი ჩვენს გარშემო „შედეგია“, ხოლო ღმერთი წარმოადგენს ერთადერთ „მიზეზს“, მაშინ დეტერმინისტული პასუხისმგებლობა ყოველივეზე ეკისრება ღმერთს – საბოლოოდ ის არის პასუხისმგებელი (და შესაძლოა განკიცხვასაც იმსახურებს) ყველაფერზე რაც ხდება სამყაროში, მაშინ როცა ჩვენი უნარი გამოვიწვიოთ რაიმე ცვლილებები ჩვენში ან ჩვენს გარშემო ხდება უმნიშვნელო. როგორც „პირველი მიზეზი“, ღმერთი თანდათანობით ხდება სულ უფრო შორეული, და არა სამყაროში უშუალოდ მოქმედი. მ. სერგი ბულგაკოვი ამტკიცებს, რომ „ის, ვინც წარმოადგენს მიზეზს“, არ არის ღმერთისთვის შესაფერისი სახელი [33]. ამ თვალსაზრისს ის აფუძნებს სიტყვა „მიზეზის“ ჩვენეულ გაგებაზე. როდესაც ადამიანები მოვლენის მიზეზნი არიან, ჩვენ ვფიქრობთ „მიზეზ–შედეგობრივ“ ურთიერთობებზე; მაგალითად, გასაღების გადატრიალება იწვევს ძრავის ამუშავებას, გრიპის ვირუსის გავრცელებას მივყავართ ადამიანის დასნეულებამდე. ეს აზროვნების მიუღებელი ფორმაა ღმერთის სამყაროსთან ურთიერთობის გააზრებისას. ბულგაკოვი ამტკიცებს, რომ სამყაროსთან ღმერთის ურთიერთობის მისაღები აღწერა მდგომარეობს შემოქმედსა და ქმნილებაზე საუბარში, და ეს არაა იგივე, რომ ვთქვათ „ის, ვინც მიზეზია“. თუ ადამიანური კრეატიულობა რაღაცით წააგავს ღმერთის კრეატიულობას და შემოქმედებით მოღვაწეობას, მაშინ ჩვენ უკეთ შეგვიძლია ღმერთის გაგება ადამიანთა შემოქმედებითი აქტების განხილვით, ვიდრე მიზეზობრივ ფაქტთა განხილვით. მიზეზისა და შედეგის ქმედებათა შედარება კრეატიულ ქმედებებთან მართლაც აჩვენებს, რომ ისინი სხვადასხვანი არიან. კრეატიულობა ხშირად განიხილებოდა როგორც მენტალური აქტივობა, რომელიც წარმოადგენს ახალი იდეების ან ახალი კონცეფციების დაბადებას, თუმცა მის განსაზღვრაში დიდი პრობლემაა. კრეატიულობის წყარო მიეწერებოდა უამრავ სხვადასხვა პროცესს (სოციალურ გარემოს, კოგნიტურ პროცესებს, ღვთიურ ჩარევას, წინასწარ განჭვრეტას დ.ა.შ.) და ეს ფენომენი ჩვეულებისამებრ ბუნებით მრავალგანზომილებიანად ითვლებოდა. კრეატიულობა არ არის რაღაც, რაც შესაძლებელია მოთხოვნილი ან განმარტებული იყოს, არ არის რაღაც, რაც შესაძლოა იყოს დადგენილი, როგორც მაგალითად მითითება: „დღეს მე ვიქნები კრეატიული“. ის არსობრივად განსხვავებულია მიზეზ–შედეგობრივ ურთიერთობებისგან, სადაც საბოლოო შედეგი შესაძლოა ადვილად მიეწეროს გარკვეულ ქმედებას. ადამინმა შესაძლოა ადვილად თქვას: „მე გავაკეთებ А–ს“ – და გააგრძელოს მისი კეთება, თუ მოცემული პროცესი არ ითხოვს შთაგონებას; მაგრამ ეს არ არის კრეატიული აზროვნების შემთხვევა. თუ ადამიანს შეუძლია მიუთითოს, რომ ის განახორციელებს კონკრეტულ ექსპერიმენტს ან განსაზღვრულ დროს ააშენებს კონკრეტულ შენობას, მაშინ ამ სამუშაოს კრეატიული კომპონენტი, შთაგონება, არ შეიძლება ნაკარნახევი იყოს და შეიძლება მოვიდეს, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ელი ან არ ელი საერთოდ. ამგვარად, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ადამიანები ამტკიცებენ, რომ მათი საუკეთესო იდეები (კრეატიული მომენტები) ხორციელდებოდა სულში, ან დილით გაღვიძებისას. შემდგომში, თუ ვინმე მოახდენს კრეატიულობის ექსტრაპოლირებას ადამიანის პრაქტიკიდან გამომდინარე, ნათელი გახდება, რომ კრეატიულობა და მიზეზ–შედეგობრივი კავშირი სრულიად განსხვავებულნი არიან.

ბულგაკოვი აკრიტიკებს დასავლეთის ღვთისმეტყველების ასპექტებს, განსაკუთრებით არგუმენტებს დაკავშირებულს პირველად და მეორად მიზეზებთან. ამის მაგივრად ის ამჯობინებს ისაუბროს „თანამსგავსების“ კონცეფციის შესახებ, რომელშიც ქმნილება მოიცავს შემოქმედის ცოცხალ ხატებას; ის ამტკიცებს, რომ სამყაროს არ გააჩნია მიზეზი, რადგან ის შექმნილია და ღმერთი არის სამყაროს არა (იმდენად – ზ.ო.) მიზეზი, არამეტ უფრო შემოქმედი და მკვებავი. ამ შინაარსით სამყარო წარმოადგენს არა ავტონომიურ ერთიანობას და არაფერთან დაკავშრიებულ არსს, არამეტ კორელაციურ ერთიანობას, რომელიც გაიგება შემოქმედთან მისი კავშირის მეშვეობით. ამის ადვილად გარკვევა აგრეთვე შეგვიძლია საკუთარი შემოქმედებითი გამოცდილების საფუძველზე – საგნები, რომლეთა მიზეზი ჩვენ ვართ, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან ჩვენთვის, ვიდრე ისინი, რომლებიც შევქმენით ჩვენი შთაგონებით, ჩვენი ორიგინალობით. ასეთი საგნებით ჩვენ ვამაყობთ და გვინდა, რომ ისინი შეაფასონ – გარკვეული აზრით ისინი ჩვენი ნაწილნი არიან. არსებობს სხვა აზრი, რომელიც გამომდინარეობს სიტყვიდან ორიგინალობა: როდესაც ვქმნით და ვართ ქმნილების საწყისი, ჩვენ ჭეშმარიტად ორიგინალურნი ვართ. ღმერთი, როგორც ყოველივე არსებულის წყარო უსასრულოდ უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ მიზეზი. ბულგაკოვი ფიქრობს იმაზე, რომ შემოქმედის და ქმნილების ურთიერთობის გამოხატვა ყველაზე უკეთესად შეიძლება სიტყვით „სახე-ხატი“: „ზოგადად შემოქმედის და ქმნილების იდეა არ საჭიროებს იმას, რომ ითარგმნოს მექანიკური მიზეზობრიობის ენაზე, ვინაიდან მას სხვა კატეგორია აქვს, რომელიც თან ახლავს მას, და რომელიც არის თანამსგავსება, რადგან ქმნილება შეიცავს შემოქმედის ცოცხალ ხატებას და დაკავშირებულია მასთან… სამყაროს მიზეზი არ გააჩნია, რადგან ის შექმნილია; ღმერთი არ არის სამყაროს მიზეზი ღმერთი არ არის მიზეზი ამ სამყაროში, არამეტ ის მისი შემოქმედი და მკვებავია. ღმერთის შემოქმედებითი აქტი არ წარმოადგენს მექანიკურ მიზეზობრიობას, რომლის მეშვეობით არსებობს სამყარო, არამეტ საკუთარი თავიდან მის გამოსვლას ქმნილებაში…“ [34]. ეს თანამსგავსება სავსებით ჯდება ღმერთის მსგავსად და ხატად შექმნილი ადამიანის შესახებ შესაქმისეული თხრობის კონტექსტში. ადამიანები ატარებენ მისი შემოქმედის ანაბეჭდს, ღმერთის ხატს. ჩვენ ამას აღვიარებთ ლიტურგიის დროს ადამიანთა კმევისას, ყოველ ადამიანში ღვთის ხატების კმევისას.

ბულგაკოვი წარმოადგენს ერთერთს იმ მცირერიცხოვან მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა შორის, რომლებიც ცდილობდნენ ღმერთის და სამყაროს ურთიერთობის საკითხის გარკვევას ევოლუციის შესახებ თანამედროვე წარმოდგენების გამოყენებით. ცოტა არიან ის ადამიანები, რომლებიც მეცნიერების და რელიგიის კავშირის საკითხს განიხილავდნენ თანამედროვე მართლმადიდებლურ აზროვნებაში [35]. გარემო პირობების, ანთროპოლოგიის, შესაქმეს და სხვათა შესახებ საკითხების განხილვისას ისინი აგრეთვე იყენებდნენ საღვთისმეტყველო მიდგომას; და თუმცა მათ ნააზრევში უმეტესობა ეხება უშუალოდ ევოლუციურ ბიოლოგიას და რელიგიურ კონტექსტში მის შინაარსს, ისინი არ ისახავდნენ მთავარ მიზნად ამ თემის განხილვას. ბულგაკოვი ამას ეხება და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევოლუციის კვლევას და მის შედეგებს მართლმადიდებლობისთვის.

ბულგაკოვი მრავალ პრობლემურ საკითხს ეხება მეცნიერებისა და რელიგიის დისკუსიის სფეროში. იყო კი დრო, როდესაც ღმერთი არ იყო შემოქმედი? ბულგაკოვი თვლის, რომ შემოქმედების ძალა იმდენად ძლიერადაა ინტეგრირებული ღვთაებაში, რომ ღმერთს არ შეუძლია უარი თქვას, რომ იყოს შემოქმედი და შეუძლებელია მისი შემეცნება ქმნილებისგან დამოუკიდებლად. ღმერთი არასოდეს იწყებს შემოქმედად ყოფნას, რადგან ღმერთი შემოქმედი იყო ყოველთვის. ღმერთის სამყაროსთან ურთიერთქმედება წარმოადგენს განსაკუთრებით კრეატიულს და არა მექანიკურს. ქმნა განგრძობადი პროცესია, რომელიც არ დამთავრებულა და არ დამთავრდება. ბულგაკოვი თვლის, რომ ეს ეხმიანება წარმოდგენას ევოლუციის შესახებ, სადაც სიცოცხლე გამუდმებით იცვლება და შედეგად იქმნება ახლაც.
როგორ უნდა გავიგოთ ქმნის მარადიულობა და მისი არსებობის დროებითობა? არსებობს დროის დასაწყისი? ბულგაკოვი მიიჩნევს, რომ მარადიულიობა ხელმისაწვდომია ქმნილებათათვის მხოლოდ დროებითობის და მისი დაძლევის მეშვეობით. ის აღნიშნავს, რომ შესაქმეს ექვსი დღის სიმბოლიზმი თავად დროის შექმნას ათავსებს მეოთხე დღეში, ანუ უკვე მას შემდეგ, რაც არსებული შექმნილი სიცოცხლის სისავსე დაინერგა. დრო არსებობს კაცობრიობისთვის, რომელსაც ბუნებით აქვს ცნობიერება და დროის ცოდნა. სამყარო არ იყო დროში შექმნილი – დრო სამყაროში შეიქმნა, მაგრამ ქმნილება იყო ზედროითი და არა დროის მიღმა. ბულგაკოვი ამბობს: „თუ შესაძლებელია დროის დასაწყისის ძიება, ის უნდა აღიქმებოდეს არა გარედან, არა დროში ან სივრცეში, არამეტ შიგნიდან, შექმნილი არსის ხასიათში და საბოლოოდ, ღვთიურ არსში“ [36].
რა ხარისხით არის კაცობრიობა ღვთიური ქმნილება? ბულგაკოვი თვლის, რომ კაცობრიობა ღვთიურ არსობაში მოხმობილია ერთგვარი კოსმოსური შინაარსით და რომ აგრეთვე (პარადოქსულად) არსებობს ხარისხი, რომელშიც კაცობრიობა საკუთარი თავის შემოქმედია, და რომელიც ღმერთის მიერ კაცობრიობისადმი მინიჭებული თავისუფალი ნების მეშვეობით ხორციელდება. ადამიანური თავისუფლება მოდის კრეატიული ძალით, რომელსაც შეუძლია თვითგანსაზღვრა, მაშინ როცა ადამიანები განიხილებიან როგორც შემოქმედებითი არსებები, შექმნილნი და თვითშემოქმედნი, რომელთა მიზანია მადლით ღმერთებად ან შექმნილ ღმერთებად გახდომა. ამას ემატება ისიც, რომ ყოველი ადამიანი თანაზიარია უნივერსალურ ცოდვასთან, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ყოველ ადამაინში, რომლის წარმოდგენაც ურჩევნია ბულგაკოვს პირველქმნილი ცოდვის შესახებ ტრადიციულ წარმოდგენას. უფრო მეტიც, ეს პოზიცია მჭიდროდაა დაკავშირებული ევოლუციის მისეულ გაგებასთან.
რას ნიშნავს ჩვენთვის დედამიწაზე კაცობრიობის პირველადი ედემის მდგომარეობის გაგება ევოლუციის მიღების კონტექსტში? ბულგაკოვი აღნიშნავს, რომ ადამიანების წარმოშობის ევოლუციური ხედვა დიამეტრულად საწინააღმდეგოა კაცობრიობის პირვანდელი მდგომარეობისა, რომელიც დაკავშირებულია ედემთან და სრულყოფილ ცხოვრებასთან. ეს ხაზს უსვამს ემპირიული ისტორიის ენასა და მეტაისტორიულ მოვლენებს შორის კონტრასტს. ბულგაკოვი თვლის, რომ თუმცა ევოლუცია წარმოადგენს სავარაუდოდ ახირებულ მოვლენათა სერიას, არსებობს ქმნილების შინაგანი პროგრესია, რომელიც საშუალებას იძლევა დროში განაახლოს პირვანდელი რეალობა, რომელიც ქმნილების გარეთ იმყოფება. მაშინ როცა ევოლუცია განსაზღვრავს ქმნილებას „როგორ“, ქმნილება „რა“ განისაზღვრება ამ შინაგანი პროგრესიით, რომელიც ირეკლავს სხვა რეალობას, რომელიც არსებობდა ამ რეალობამდე, რეალობას, რომელიც ადამიანებს „ახსოვთ“ როგორც ედემის მდგომარეობა და სამოთხის ბაღი. ისევე როგორც ღმერთი ყოველთვის არის შემოქმედი, დროისმიღმიერი ქმნილება, რომელსაც ღმერთი ყოველთვის ქმნის, მუდამ არის მატერიალური ქმნილების მიზანი და მეხსიერება, მისი ედემი. ბულგაკოვი ამტკიცებს: „…თუმცა ადამიანი ფილოგენეტიკურად დაკავშირებულია ცხოველურ სამყაროსთან თავისი ცხოველური ბუნების მეშვეობით, მისი წარმომავლობა არის არა უბრალოდ ევოლუციური მიღწევა, არამეტ ახალი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტი, რომელიც ევოლუციური აქტის მიღმა იმყოფება. ქმნილებაში ეს რაღაც ახალია“ [37]. ღვთის მსგავსი სულის გამოჩენა კაცობრიობაში არის საიდუმლო, რომელიც ემპირიულად მიუწვდომელია, და ევოლუცია არ ცდილობს გაიგოს, თუ როდის და როგორ გამოჩნდა პირველად ეს სული ადამიანებში ან ადამაინის მსგავს ქმნილებებში.
დასკვნა

ევოლუცია სამყაროს სიცოცხლის კანონია, ქმნილებისთვის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ბუნების სხვა კანონები და ისევე მნიშვნელოვანია სიცოხლისთვის, როგორც ლიტურგია ეკლესიისთვის. შედეგად ევოლუციის უარყოფა არის გაღარიბება ქმნილების გაგებისა, რომელიც ღმერთის ერთერთი გამოვლინებაა, რომლის აღქმაც შეუძლიათ ადამიანებს ამ მიწაზე. ჩვენი სხეულები არიან ქმნილების ნაწილნი, რომელნიც დაკავშრიებულნი არიან მთელ დანარჩენ მატერიასთან და სიცოცხლესთან. ჩვენი სწრაფვა არამატერიალურისკენ და ედემის მდგომარეობისკენ წარმოადგენს ჩენი სულის გამოხატულებას და ჩვენი ყოფიერების მნიშვნელოვან კომპონენტს და „შექმნილს ღვთის ხატად და მსგავსად“. ჩვენი ყოფიერების ეს ნაწილი არ საჭიროებს იმას, რომ აიხსნას ბიოლოგიური ევოლუციის მეშვეობით. ამასთან ერთად ეს სული ადამიანს აძლევს პასუხისმგებლობას იყოს ქმნილების მმართველი, ვინაიდან ის ღმერთის თანასახეს წარმოადგენს. ღმერთი არის შემოქმედი და წყარო და არა უბრალოდ ქმნილების მიზეზი. იმის ცოდნა, თუ ადამიანების რამდენად დიდი რაოდენობა ზრუნავს საკუთარი ორიგინალობის პროდუქტებზე, იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ და კოსმოსი ერთად ვართ შექმნილნი, უნდა გვავსებდეს მოწიწებით და სურვილით დავიცვათ სამყარო და ვემსახუროთ მას და ერთმანეთს იმისათვის, რომ მივცეთ ღმერთს ის რაც მას ეკუთვნის. ბიოლოგიური ევოლუციის გაგება და მიღება მნიშვნელოვანია, თუ ამ სიყვარულს ვაწარმოებთ – სწორად ვახორციელებთ მსახურებას.

ბიბლიოგრაფია
[1] სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში St Vladimir’s Theological Quarterly 55:2 (2011) 209—231.
[2] Charles Darwin, On the Origin of Specks by Means of Natural Selection, or the Preservation of Favoured Races in the Struggle for Life (1 sc ed.) (London: John Murray, 1859).
[3] Charles Darwin, The Descent of Man, and Selection in Relation to Sex (1st ed.) (London: John Murray, 1871).
[4] Arthur Peacocke, Pathsfrom Science Towards God: The End of All Exploring (Oxford, UK: Oneworld Publications, 2001), 26.
[5] Douglas J Futuyma, Evolutionary Biology (Sunderland, MS, Sinauer Associates, 1997), 751.
[6] John M Smith and Eors Szathmary, The Origins of Life: From the Birth of Life to the Origin of Language (New York: Oxford University Press, 1999), 81; David S Wilson, Darwins Cathedral: Evolution, Religion, and the Nature of Society (Chicago: The University of Chicago Press, 2002), 9-18.
[7] Michael J. Behe, Darwins Black Box: The Biochemical Challenge to Evolution (Free Press, 1998).
[8] Theodosius G. Dobzhansky, “Nothing in Biology Makes Sense Except in the Light of Evolution,” American Biology Teacher 35(1973): 125-29.
[9] Gayle E. Woloschak, Beauty and Unity in Creation: The Evolution of Life (Minneapolis, MN: Light and Life Publishing Co., 1996).
[10] John D. Zizioulas, Being as Communion (Crestwood, NY: SVS Press, 1985), 119.
[11] Evolution on OrthodoxWiki, Orthodox Internet Services http://orthodoxwiki.org/ Evolution
[12] St Maximos the Confessor, Two Hundred Texts on Theology and the Incarnate Dispensation of the Son of God: Second Century 73
[13] Christos Yannaros, Postmodern Metaphysics, tr. Norman Russell (Brookline, MA: Holy Cross Orthodox Press, 2004).
[14] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, tr. Boris Jakim (Grand Rapids, MI: Wm B. Eerdmans Publishing Co., 2002), 33-43; 220-250.
[15] Christos Yannaros, Postmodern Metaphysics, 73-82.
[16] Arthur Peacocke, Pathsfrom Science Towards God: The End of All Exploring (Oxford: Oneworld Publications, 2001); Arthur Peacocke, Evolution: The Disguised Friend of Faith? (Philadelphia: The Templeton Foundation, 2004); Arthur Peacocke, Creation and the World of Science (Oxford: Oxford University Press, 2004); Arthur Peacocke, All That Is: A Naturalistic Faith for the Twenty-First Century (Minneapolis: Fortress Press, 2007); Gayle E Woloschak, “Chance and Necessity in Peacocke s Scientific ‘Work,” Zygon 43 (2007): 73-81.
[17] Christos Yannaras, Postmodern Metaphysics, 67.
[18] Christos Yannaras, The Freedom of Morality (Crestwood, NY: SVS Press 1984); Christos Yannaras, Elements of Faith: An Introduction to Orthodox Theology (Edinburgh: T&T Clark Ltd., 1991; Christos Yannaras, “The Church: A Mode of Being That Can Conquer Death,” Service orthodoxe depresse 169 (1992): 25; Christos Yannaras, On the Absence and Unknowahility of God: Heidegger and the Areaopagite (London: T&T Clark International, 2002).
[19] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 170.
[20] Ibid., 178.
[21] Synaxis: An Anthology of the Most Significant Orthodox Theology in Greece Appearing in the Journal Synaxisfrom 1982-2002 (Montreal: Alexander Press, 2006).
[22] Arthur Peacocke, Evolution: The Disguised Friend of Faith?, 24.
[23] St Basil the Great, Hexaemeron, Nicene and Post-Nicene Fathers, Volume 6, ed. P. Schaff 8c H. Wace (Grand Rapids, MI: William B. Eerdmans.1952), 52-107.
[24] Sergius Bulgakov, Sergius Bulgakov: A Bulgakov Anthology, ed. James Palin & Nicholas Zernov (London: SPCK, 1972); Sergius Bulgakov, Sophia: The Wisdom of God (Hudson, NY: Lindsfarne Press, 1993); Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 31, 45.
[25] John Chryssavgis, Beyond the Shattered Image: Insights into an Orthodox Ecological Worldview (Minneapolis, MN: Light and Life Publishing Co., 1999), 85.
[26] Arthur Peacocke, Pathsfrom Science Toivards God: Ihe End of All Exploring; Gayle E. Woloschak, “Chance and Necessity in Peacockes Scientific Work,” Zygon 43 (2008): 73-81.
[27] St Maximos the Confessor, “Various texts on theology, the divine economy and virtue and vice: Fifth century,” in The Philokalia, Vol. 2, 281.
[28] St John Chrysostom quoted by Bishop Kallistos // Bishop Kallistos Ware, Through the Creation to the Creator (London: Friends of the Centre, 1997), 8.
[29] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 227.
[30] http://thesciencenetwork.org/programs/beyond-belief-science-religion-reason-and-survival
[31] Leo Tolstoy, War and Peace, tr. Richard Pevear & Larissa Volokhonsky (Vintage Classics, 2008), 1362.
[32] Thomas Aquinas, “Reasons in Proof of the Existence of God, Summa Theologica Articles II and II,” The Library of Original Sources, vol. V: The Early Medieval World, ed. Oliver J. Thatcher (Milwaukee: University Research Extension Co., 1907), 359-63.
[33] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 35, 220-22.
[34] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 221-22.
[35] John D Zizioulas, “Preserving Gods Creation: Three Lectures on Theology and Ecology,” Kings Theological Review 12 (1989): 11-15; 41-45; 13 (1990): 11-15; Philip Sherrard, Human Image: World Image. The Death and Resurrection of Sacred Cosmology (Ipswich, UK: Golgonozza Press, 1992); Dumitru Staniloae, The Experience of God, tr. loan Ionita & Robert Barringer (Brookline, MA: Holy Cross Orthodox Press, 1994), 102; V. Vukanovic, Science and Faith (Minneapolis, MN: Light and Life Publishing Co., 1995); Gayle E. Woloschak, Beauty and Unity in Creation: The Evolution of Life (Minneapolis, MN: Light and Life Publishing Co., 1996); David B. Hart, The Beauty of the Infinite: The Aesthetics of Christian Truth (Grand Rapids, MI: Wm. B. Eerdmans Press, 2003); David B. Hart, The Doors of the Sea: Where Was God in the Tsunami? (Grand Rapids, MI: Wm. B. Eerdmans Press, 2005); Alexei V. Nesteruk, Light from the East: Theology, Science and the Eastern Orthodox Tradition (Minneapolis, MN: Fortress Press, 2003).
[36] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 44.
[37] Sergius Bulgakov, The Bride of the Lamb, 174.