ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ალ-სისიმ ლიბიაში 21 ეგვიპტელი ქრისტიანის მეთევზის სიკვდილით დასჯის გამო 7 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
დღეს, “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების დაჯგუფებამ ინტერნეტით ვიდეო გაავრცელა, სადაც 21 ეგვიპტელი ქრისტიანი მეთევზის სიკვდილით დასჯა არის აღბეჭდილი. რამდენიმე დღის წინ მედიაში გვარცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, მეთევზეები გაიტაცა.
ჩანაწერი ზღვის სანაპიროზეა გაკეთბული. შავ სამოსში გამოწყობილ რამდენიმე ისლამისტ მებრძოლს 20-ზე მეტი ტყვე მიჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლიბიის ტერიტორიაზეა გადაღებული. თავად მიმართვაში ნათქვამია, რომ ტყვეები ეგვიპტელი ქრისტიანები არიან.
ჯიჰადისტების ლიდერი, რომელსაც ხაკისფერი სამხედრო ფორმა აცვია, აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ბრძოლის არეალს აფართოვებს და სირიის და ერაყის შემდეგ აქტიურ ბრძოლას ლიბიაშიც აპირებს. გარდა ამისა, ტერორისტი იმუქრება, რომ გაანადგურებენ ყველა ქრისტიანს.
ტელეკომპანია Sky News Arabia ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი აბდელ ფათახ ალ-სისი საგანგებო თათბირს გამართავს უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სამძიმარს უცხადებს ქრისტიან კოპტ ძმებს და ეგვიპტელ ხალხს.










