ელადის (საბერძნეთი)  მთავარეპისკოპოსის განცხადება ნარკომანიის შესახებ

26 ივნისს გაერო მართავს ღონისძიებებს იმ მიზნით რომ, მეტი ყურადღება მიექცეს ნარკომანიასთან და კრიმინალთან დაკავშირებულ პრობლემებს. UNODC ყოველწლიურად აღნიშნავს ნარკომანიის და   ტრეფინკიგის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს.

მოგვყავს ათენისა და სრულიად ელადის, მთავარეპისკოპოსის იერონიმეს  განცხადება:

დღეს აუცილებელია ჩვენ ყურადღება გავამხვილოთ მათზე და ვილოცოთ მათვის ვინც იცდება და მათვის ვინც ეწევა ემოციურ ცხოვრებას არასწორი გზით. ამ სენის მიმართ როგორიცაა მიჯაჭვულობა (მსგავსი ვნებებისადმი)  მაკურნებელი საშუალება  არის სიყვარული და მიზანდასახული და რეალური ცხოვრება. ადამიანი რომელიც მადლიერების განცდით განვლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ასეთი ადამიანი არ საჭიროებს არანაირ საშუალების გამოყენებას იმ მიზნით რომ გაექცეს რეალობას.

ყველაზე მეტად რაც ჩვენში გაოცებას იწვევს არის არა ის რომ თუ რამდენად ვეწინააღმდეგებით ნარკომანის, არამედ ის რომ თუ რამდენად მომხრე ვართ ასეთი ცხოვრების წესისა. ეკლესია არსებობს იმისთვის რომ ხალხს მოუწოდოს რეალური ცხოვრების საიდუმლოსკენ და ეს არის ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ იმ სიკვდილის საწინააღმდეგოდ რასაც მიჯაჭვულობა იწვევს. ქრისტემ ადამიანებს დაგვპირდა სიცოცხლე და სიუხვე სიცოცხლისა და ის ახალგაზრდები რომელთაც გამოვლილი აქვთ ნარკომანიის რთული განსაცდელები და  უკვე თავისუფალნი არიან, ამტკიცებენ რომ ეს დაპირება არის არა მარტო დაპირება, არამედ რეალობაც იმიტომ რომ, როგორც თვითონ ამოწმებენ, ამას მიაღწიეს ღვთის შეწევნით.

ჩვენ ახლოს ვართ იმ ოჯახებთან რომელნიც ნარკომანიის განსაცდელში იმყოფებიან და ვუცხადებთ თანაგრძნობას იმათ ვინც თვითკმაყოფილების და გულცივობის ნაცვლად ებრძვიან  ამ მავნე მიდრეკილებას.
მართლმადიდებლური ეკლესია იზიარებს მათ სირთულეებს, ემსახურება მათ თავისი მთელი მრევლის მეშვეობით და  ამ გზით მოიხმობს საზოგადოების და თითოეული ადამიანის მაკურნებელ ძალას.

მთავარეპისკოპოსი იერონიმე

26 ივნისი, 2013 წელი

წყარო: http://www.johnsanidopoulos.com
http://www.amen.gr/article14440

მასალა  მოამზადა გიორგი ღიბრაძემ